ბრიტანელი შემსრულებლის, სტინგის კონცერტი თბილისში აღარ გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ისტერპრომოუშენის" წარმომადგენელმა, კახა კანდელაკმა განუცხადა . მისივე თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ტურნეს ფარგლებში მომღერალს საქართველოში კონცერტი 13 ნოემბერს უნდა გაემართა; კონცერტის გადადების მიზეზი ფინანსური პრობლემებია. "პროდიუსერები ძალიან დიდ ჰონორარს ითხოვდნენ, ვითარებას ისიც ართულებდა, რომ სტინგის 150 მუსიკოსით დაკომპლექტებული ორკესტრის განთავსება ძალიან დიდ თანხებს მოითხოვდა. ჩვენ, კონცერტის ორგანიზატორები იძულებული ვიქნებოდით, კონცერტზე დასასწრებ ბილეთზე მაღალი ფასი დაგვედო. ამიტომაც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, სტინგი თბილისში არ მოგვეწვია", _ განაცხადა კახა კანდელაკმა. აღმოსავლეთ ევროპის ტურნეს ფარგლებში სტინგი კონცერტებს მინსკსა და პრაღაში გამართავს. http://new.interpressnews.ge/ge/kultura/147419-stingi-thbilisshi-aghar-imgherebs.html ზატო მოდერნ თოქინგი ჩამოვა და ვინ არის სტინგი საერთოდ.? ჩვენს ხალხს ძველი და ყურს შეჩვეული მუზონი ევასებათ.