Saturn სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველ ხლხს ქართული ენის დაცვისკენ მოუწოდებს . ქართული ენის მნიშვნელობაზე პატრიარქმა დღეს, საკვირაო ქადაგების დასრულებისას ისაუბრა. "მინდა ვისაუბრო იმ ფასეულობებზე, რომელიც უნდა შევინახოთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოება, ქართული ენა, კულტურა, ლიტერატურა, პოეზია",-აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქის განცხადებით, ქართული ენა უძველესი, უტკბილესი, განსაკუთრებული მადლით მოცული ენაა. მისი შეფასებით, ქართული ენა განსაკუთრებით მდიდარია ფილოსოფიური ტერმინებით. "არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არსებობს ქართველური ენები. არსებობს მხოლოდ ერთი ქართული ენა და არსებობს მხოლოდ მისი განშტოებები - მეგრული, მესხური, სვანური და ა.შ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქის განცხადებით, წინასწარმეტყველების მიხედვით, მეორედ მოსვლის ჟამს განკითხვა სწორედ ქართული ენით მოხდება. "უკანასკნელ ჟამს კაცობრიობა დაკარგავს სარწმუნოებას, ჩაფლული იქნება ცოდვაში, ქართველი ადამიანი კი, შეინახავს თავის სარწმუნოებას და სწორედ ამის გამო განკითხვა მოხდება ქართული ენით",-აღნიშნა ილია მეორემ. უწმინდესის განცხადებით, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს სამივე დამწერლობა, ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. პატრიარქს მიაჩნია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებზე, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მათი სახელწოდებები სამივე დამწერლობით უნდა იყოს გაკეთებული. და რა დაინახე ამაში მარაზმის სახით?