მიხეილ სააკაშვილი - ყველას მოვუწოდებთ, დაგვაცადონ მუშაობა, რომ ქვეყანა რაღაცას დაემსგავსოს 16:55 15-10-2010 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეისთვის გადადო დასამტკიცებლად . როგორც პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებას არავინ ავალდებულებდა, კონსტიტუციური ცვლილებების დამტკიცება გადაედო, თუმცა ეს გაკეთდა, რათა ხელისუფლების მოწინააღმედეგეებს ხელისუფლების საწინააღმდეგო არგუმენტები აღარ ჰქონოდათ. "ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს ცვლილებები მორგებული იყო პირდაპირ პრეზიდენტზე, მაგრამ ყველაფერი გააზრებულად გაკეთდა. ჩვენ მაინც დაველოდეთ ვენეციის კომისიის დასკვნას. არ იქნა გაზიარებული მხოლოდ ერთადერთი შენიშვნა, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის უფლებების შემცირებას, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს ცვლილებები არ იქნა გაზიარებული საქართველოს რეალობიდან გამომდინარე. აწი მთავრობას დააკომპლექტებს არა ერთპიროვნული პრეზიდენტი, არამედ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს ძალიან გაურთულებს მუშაობას მთავრობას, თუმცა ეს არის ქვეყნის განვითარების სწორი მოდელი. "საქართველომ ბევრი გადაიტანა და ახლა დრო აღარ უნდა დაიკარგოს უაზრო კამათზე. ყველას მოვუწოდებთ, დაგვაცადონ მუშაობა, რომ ქვეყანა რაღაცას დაემსგავსოს. ჩვენ ბევრი რამ გადავიტანეთ, ახლა მაინც დაგვაცადეთ მუშაობა. როცა ამდენი სოციალური, ეკონომიკური პრობლემებია, მე არ მიმაჩნია, რომ ლაყბობაზე უნდა დავხარჯოთ დრო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ვენეციის კომისია მზად არის განაცხადოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მთლიანად შეესატყვისება ევროპულ ტრადიციებს, - მსგავსი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ტელეფონზე ვენეციის კომისიის გენერალური მდივნის მესიჯი მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინება ჟურნალისტებს სასტუმრო "Holiday Inn"-ის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას წაუკითხა. რაღაცეების მონიშვნა მინდოდა,მაგრამ სულ მარგალიტია და ესე იყოს.