Jump to content
Planeta.Ge

machkatela

პლანეტელი
  • პოსტები

    3.203
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი machkatela

  1. უკაცრავად საკითხია და ან ამ თემასთან რა შუაშია და, ამბობენ სომხეთში ჩვენი ელჩი გამოიწვიეს და რაღაც დიპლომატიური სკანდალიც კი იყოვო....წყარო არ მოითხოვოთ დღეს ოღონდ...ვინმეს რამე ხომ არ გაგიგიათ???
  2. უღვედობაზე მავნე სიგარეტია მგონი.... თანხის გადახდის შემთხვევაში შესაძლოა ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება შესაძლებელი გახდეს. ამასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა “ადმინსიტრაციულ სამართლადარვევათა კოდექსში” იგეგმება. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმის და/ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილება შეიძლება გაუქმდეს და სამართალდამრღვევს მართვის მოწმობა დაუბრუნდეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პირი, მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლამდე გადაიხდის ჯარიმის გადაუხდელობისთვის დაკისრებულ საურავს და დამატებით 1000 ლარის ოდენობის ჯარიმას იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეულია 1 წლის ვადით. ხოლო, თუ მართვის უფლება ჩამორთმეულია 2 წლის ვადით, მაშინ საურავთან ერთად პირს დამატებით 1500 ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და ლაშა თორდია არიან.
  3. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მძღოლებს ჯარიმებს უზრდიან. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის. კანონპროექტით, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, 150 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაჯარიმდება, ხოლო სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მთვრალი პირისთვის, 170 ლარის ნაცვლად, 250 ლარით დაჯარიმდება. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და ლაშა თორდია არიან. პროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის ჯარიმა ორმაგდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" იგეგმება. კანონპროექტის მიხედვით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მისგან მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ისეთ საავტომობილო გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის 40 ლარით დაჯარიმებას. დღეს მოქმედი ნორმით კი მძღოლი მხოლოდ 20 ლარით ჯარიმდება. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და ლაშა თორდია არიან. პროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
  4. მორიგი დაბოლება წავა, რომ ვითომ ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ...საწყალი, მზრუნველი და გულისამაჩუყებელი ხელისუფლება..... ჩქარა შეიკარით ღვედები... ავტომანქანით თუ ავტომობილში ჩადენილ ყველა დანაშაულზე, ჯარიმები იზრდებაააა
  5. ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 700 000 ლარი დახარჯა. წინასწარი მონაცემების მიხედვით გამარჯვებულ საარჩევნო სუბიექტებს არჩევნებისთვის გამოყენებული სახრების ანგარიშის წარდგენის ვადა დღეს ეწურებათ. როგორ ჟურნალისტებს “ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, აღნიშნული 700 ათასი ლარიდან ოპერაციული ხარჯებისთვის - საწვავის, კომუნიკაციის, დარბაზების დაქირავებისა და სხვა მსგავსი დანახარჯებისთვის 300 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის გაწეული ხარჯი 400 000 ლარს შეადგენს. ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო ფონდის ძირითადი შემომწირველები თავად პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები არიან. ანგარიში ცესკოში “ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” უკვე წარადგინა და ის საჯარო, დაახლოებიტ ორ დღეში გახდება. ფინანსური ანგარიშები გამარჯვებულმა სუბიექტებმა საარჩევნო კომისიას დღეს 18:00 საათამდე უნდა წარუდგინონ. 30 მაისის ადგიობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, არსებული მომნაცემებით, გამარჯვებულია 5 საარჩევნო სუბიიექტი : "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ; "ალიანსი საქართველოსთვის" ; "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანება"; "ეროვნული საბჭო"; ~თოფაძე-მრეწველები დანარჩენნი ჩემ "კვადრატში" არ არიან,,,,,,
  6. 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ" 14 მილიონი ლარი დახარჯა . წინასწარი მონაცემების მიხედვით, გამარჯვებულ საარჩევნო სუბიექტებს არჩევნებისთვის გამოყენებული სახრების ანგარიშის წარდგენის ვადა დღეს ეწურებათ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ზურაბ მელიქიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ინფორმაცია ცესკო-ში უკვე წარადგინეს, რომელიც ორი დღის განმავლობაში გამოქვეყნდება და საჯარო გახდება. მისივე ინფორმაციით, შემოწურულობის სახით "ნაციონალურმა მოძრაობამ" სულ 14 მილიონი ლარი მიიღო, როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური აქტივები სახით. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობას" თანხა, ძირითადად, თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეწირა. რაც შეეხება არაფინანსურ აქტივებს, ამის ერთ-ერთ მაგალითად მელიქიშვილმა ნაძვის ხეები დაასახელა. ცესკოში რა წაიღეს არ ვიცი... ალბათ ვიშოვიიიი
  7. რაო, ისევ გათიშული აქვთ????
  8. სანამ მმართველი გუნდი შიგნით არ დაიშლება,.... აზრი არ აქვს ამათა აქციობანას..... ეს მაგათაც იციან..ხოდა რა უნდათ და რატომ უნდათ... ყველაფერი ან ძალიან მარტივად არის, ან შეთქმულების თეორიას უნდა მიმართო კაცმა
  9. ჩამო საქართველოში//// ქართველი პოლიტიკანებიდან აარჩიე.. მომინდომა////
  10. მე რუსული არ ვიცი, ხოდა...ვერაფერი გამახსენა..
  11. ძიძიგურს ნოღაიდელმა დაურხია....მოხსნიდა და კაი ჩიტსაც დაიჭერდა.. ამ ნოღაიდელს ნეტა მისი ფულები აქვს თუ ხელისუფლების წილში ზის:::::::::
  12. 1.99-ზეა უკვეე რაც გაწეწეს ბანკები წინასაარჩევნოდ, ახლა ინაზღაურებენ
  13. ხოო,,მე მგონი იმაზე ცუდად გვაქვს საქმე, ვიდრე მეგონა/////
  14. ამ ხელისუფლებას კლაკნილებისკენ რატომ აქვს მიდრეკილება????
  15. დიახ, შინაგანად ჯვარს თუ არ ეცვი.. თავიდან ვერ დაიბადები
  16. "ქრისტიან-დემოკრატებზე" ისევე მუშაობდა პროპაგანდა, როგორც ხელისუფლებაზე.. ალასანიას კი მთელი ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად ებრძოდა/// მეორეც, ქდმ-ს ჰქონდა ფული, ალასანიას არა// ჩემი აზრით, ალასანია თუ ალიანსიდან გამოვა და ცალკე იბრძოლებს, ოღონდ მართლა იბრძოლებს, ნაცები ვეღარ გადაურცებიან.....ქდმ-ს კი ბოლოს მოსაღებად, ინგა გრიგოლიაც ეყოფა
  17. დროა რუსთავი ორის და იმედის წინ, თითო-თითო პარტია ვაზელინი მოვოტანოთ ედა დავიყაროოოთ,, საზმაუწყს მაინს არავინ უყურებს
  18. რა ვიცი აბა.....რა რეაგირება უნდა იყოს///// რა დღეში ვართ, ერთმა სახელმწიფო უწყებამ მეორე გააკრიტიკა და ისეტი ბედნიერი ვარ, ამას რომ ვეღირსე......
  19. კონტროლის პალატას საჯარო სამართლის იურიდიულ პირების დაფუძნება არასასურველ ტენდენციად მიიჩნია 19:17 31-05-2010 კონტროლის პალატას სახელმწიფოს თუ თვითმმართველი ერთეულების მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირების დაფუძნება არასასურველ ტენდენციად მიიჩნია . ამის შესახებ საუბარია "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან" დაკავშირებით კონტროლის პალატის ანგარიშში. კონტროლის პალატას შენიშვნა აქვს მთავრობის ანგარიშში საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციაზეც. კერძოდ, მთავრობის ანგარიშში წარმოდგენილია მხოლოდ 27 იურიდიული პირის ბიუჯეტების შესრულების ექვსი თვის ფინანსური ანგარიშები და შემდეგ მათი ნაერთი ბალანსი. თუმცა, ანგარიშში არ არის წარმოდგენილი განმარტებები იმის თაობაზე, თუ რა პრინციპით იქნა შერჩეული წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და რატომ არ არის აქვე მოცემული სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საბალანსო მონაცემები. ანგარიშში მოყვანილი ნუსხის ანალიზით კონტროლის პალატა ადგენს, რომ საანგარიშო პერიოდში ამ სუბიექტების მართვაში არსებული ფინანსური რესურსების მოცულობამ 194,7 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 37% პროცენტი შეადგენს სახელმწიფო დაფინანსებას, 34,4% - გაწეული მომსახურების შედეგად მიღებულ სახსრებს, ხოლო 28,5% - მიღებულ გრანტებს - ანუ განსხვავებულად იმართება დიდი ოდენობის საჯარო ფინანსები."ამ საკითხზე საგანგებოდ შეჩერება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულების მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირების დაფუძნებამ ზრდადი და საბიუჯეტო თვალსაზრისით გარკვეულწილად არასასურველი ტენდენცის სახე მიიღო, რადგან რეალურად სახელმწიფოს თუ თვითმმართველობის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები მიემართება არა საბიუჯეტო ანგარიშზე, არამედ სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა-შესრულებაზე", – ნათქვამია კონტროლის პალატის ანგარიშში. ამასთან, კონტოლის პალატის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არსებობენ იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლის ერთადერთ წყაროს გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. ეს კი, კონტროლის პალატის დასკვნით, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო, მის მიერ კონტროლირებადი სუბიექტის მეშვეობით, პროდუქციისა და მომსახურების ბაზარზე ეკონომიკურ აგენტად გვევლინება. ეს გარემოება კი კონტროლის პალატას, რიგ შემთხვევებში არასამართლიანიად მიაჩნია. "საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამოკვლევით 2008 წელს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ კომერციული საქმიანობიდან მიღებული ბრუნვის მოცულობამ 182.4 მილიონ ლარს მიაღწია და ეს ტენდენცია ზრდადია. ვფიქრობთ უნდა შემუშავდეს ერთიანი კონცეპტუალური მიდგომა, თუ რომელ სერვისებს იტოვებს სახელმწიფო თუ თვითმმართველობა თვითონ და რომლის განკერძოება (გასხვისება, მართვაში გადაცემა თუ სხვა) არის შესაძლებელი", – ნათქვამია კონტროლის პალატის ანგარიშში.
  20. მთავრობის გასული წლის ანგარიში ბიუჯეტის ხარჯვაზე, პარლამენტში უკვე შევიდა////კონტროლის პალატამ კი მასზე დასკვნაც, უკვე მოამზადა/// ამ დასკვნიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა მილიონებს კანონიერად იპარავს.... კონტროლის პალატა მთავრობას სარეზერვო ფონდის გაუმჭვირვალობას საყვედურობს 18:16 31-05-2010 კონტროლის პალატა მთავრობას სარეზერვო ფონდის გაუმჭვირვალობას საყვედურობს და 6 მილიონზე მეტი ლარის ხარჯვის მიზნობრიობით ინტერესდება . ამის შესახებ საუბარია "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან" დაკავშირებით კონტროლის პალატის ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, არასრულყოფილებით ხასიათდება მთავრობის ანგარიშში მოცემული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის შესახებ. კონტროლის პალატა ასკვნის, რომ ანგარიშში არ არის მითითებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფაზე 2009 წლის 6 თვის განმავლობაში გამოცემული ყველა განკარგულება. კერძოდ, ანგარიშში არ არის ასახული საანგარიშო პერიოდში გამოცემული 7 განკარგულება, რაც ჯამში 6 552 930 ლარს შეადგენს. "შესაბამისად, ინფორმაცია ფონდიდან გამოყოფილი თანხების მოცულობის შესახებ არასრულია", – ნათქვამია კონტროლის პალატის ანგარიშში http://new.interpressnews.ge/ge/ekonomika/136206-kontrolis-palata-mthavrobas-sarezervo-fondis-gaumtcvirvalobas-sayvedurobs.html
×
×
  • შექმენი...