მოკლედ, დღეს პარლამენტში ინიცირებული იყო პროექტი, რომელიც სასჯელებს ამცირებს ძარცვაზე, ქურდობაზე, ნარკოტრანზიტზე,საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, ქრთამის აღებაზე... ზოგადად კი, კანონი, რომელიც ამსუბუქებს ადამიანის მდგომარეობას, უკუძალა აუცილებლად ენიჭება... მოკლედ, თუ ესა თუ ის პირი რომელსაც მისჯილი აქვს შვიდი წელი და იხდის მეშვიდეს, ამ დროს გამოდის კანონი და იმ დანაშაულზე სასჯელი ექვსი წელი ხდება, ეს ტიპი ციხიდან გამოდის... ხიდა, ამათი გადამკიდე, დარწმუნებული ვარ ეს ვცლილებები კონკრეტული პირებისთვის ხორციელდება... ამოცანა კი გვეკითხება ვისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ჰუმანიტარული ტვინი ამ სიბინძურეს, ბოლომდე ვერ წვდება და ამოცანის ამოხსნის გზებს და ალტერნატივებს ვერ პოულობს...