მთავრობას კონკრეტული სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხზე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება ეძლევა მთავრობას კონკრეტული სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხზე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება ეძლევა. ამასთან დაკავშირებით ცვლილება “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში შედის. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო არ იღებს ან აყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას. გამონაკლისია ქვეყნის უშიშროების, თავდაცვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და საქართველოს პროკურატურის მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ საკითხზე, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს. კანონპროექტის განხილვის პროცედურა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა. მისი ინიციატორი მთავრობაა, ავტორი კი - იუსტიციის სამინისტრო. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 რაღაც მგონი ადეიშვილი ემზადება პრემიერობისთვის უფრო.....