საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, გიორგი თარგამაძეს პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეა უტოპიურად მიაჩნია და იდეის ინტერპრეტირების უფლებასაც იტოვებს. როგორც გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლა და არც ამ თემაზე დისკუსიის დაწყება არანაირ აქტუალურობას არ წარმოადგენს. მისი თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადატანა დაუშვებელია ქვეყანაში არსებულ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარეც, რადგან ადგილომანცვლეობა უზარმაზარ თანხებთან იქნება დაკავშირებული, როგორც დეპუტატების საცხოვრებელი ადგილების უზრუნველყოფის, ისე საპარლამენტო დაწესებულებების მოწყობის კუთხით. ამასთან, გიორგი თარგამაძე უფლებას იტოვებს, იდეის ინტერპრეტირება მოახდინოს და არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის გადატანა წარსულ გამოცდილებას უკავშირდება. “არა მგონია, ქუთაისელებს ნაკლები პროტესტის სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ ორგანიზებულობის და მასობრიობის ხარისხი ქუთაისში, შესაძლოა, გაცილებით ნაკლები იყოს”, – განაცხადა თარგამაძემ და დასძინა, რომ დღეს ამ თემის წინ წამოწევა ასეთ ინტერპრეტაციებს გამოიწვევს. პარლამენტის ქუთაისის გადატანის ინიციატვით დღეს დეპუტატი აკაკი ბობოხიძე გამოვიდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ესეც ამას ამბობს...