Jump to content
Planeta.Ge

machkatela

პლანეტელი
  • პოსტები

    3.203
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი machkatela

  1. ვერა... პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაში კორუფციის ელემენტები დაინახა. საკითხი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას ეხება, რომელიც “საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ” კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, დაყადაღებული ქონების რეალიზაციას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს. ამავე კანონპროექტში, სააგენტოს მიერ ყადაღადადებული ქონების და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის ძირითადი პრინციპებია გათვალისწინებული. კომიტეტს სწორედ ქონების რეალიზაციის პრინციპებთან აქვს შენიშვნა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძემ განაცხადა, მისი კომიტეტი კანონპროექტს კარგად გაეცნობა და თუ დაუდასტურდა ეჭვი, რომ ამ საკითხში შესაძლოა კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორი “გაიპაროს”, შენიშვნასაც მოამზადებს. მიუხედავად გარკვეული უნდობლობისა, კანონპროექტს კომიტეტმა მხარი მაინც დაუჭირა. ესეც მაგ პონტშია რაა..მთლად ვერა, მაგრამ მაინც...
  2. არა... თანაც აშკარად არა.... კონკრეტულ მონაცემებზე და ინფორმაციებზე დაყრდნობით ვამბობ კვლევების შესახებბ მაგრამ, რატომ არის ეგ შედეგები, ეგ უკვე სხვა პრობლემააა
  3. დღეს რომ კიდევ იყო??? ქაშვეთთან ისევ ცხვირზე მოვიჭირე ხელი და ისე ჩავიარე.. იქვე ლაშა ჩხარტიშვილი გამოდიოდა ტრიბუნაზე და იმ მდგომ მოქალაქეებს მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტზე მაგრად აბოლებდა..... ის საკნები კი ისევ იდგა და იდგა..იდგა და იდგააა
  4. ისე...ნეტა შებრუნდნენ... ძლივს დავისვენეეეეეეეე.......... მეკვერცხეებიიი
  5. :ravic: :ravic: არსებობს კვლევები სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული, სხვადასხვა მეთოდებით.. მარაააა, ისე, არსებობს ისეტი კვლევებიც, სადაც ამბობენ, მისამ რომ ნახა კინაღამ "გულმა ხიაო'... ეგ კვლევები სუპერ გასაიდუმლოებულიაა
  6. ჯერ არ ამოქმედდებააა ეს თამაზ დიასამიძე კი ზოგადად მაგარი კაი ტიპია.. მართალია ურეიტინგო, მაგრამ... ყოველთვის იმას ამბობს რასაც ფიქრობს.. ისე, იმიტომ გაბედა, რომ ტვ-ები არ იყვნენ ალბათ... :hello: :hello: :hello:
  7. არის კითხვები - რომელი პოლიტიკოსი გიყვარს?, რომელს ენდობი?, რომლის გჯერა?, ვინ გირჩევია იყოს პრეზიდენტი და ა.შ... ამ ყველა კითხვაზე განსახვევბული პასუხებია... საერთო ჯამში კი ყველაზე მაღალი რეიტინგი მისას აქვს.. მაინც.. და :ravic: :ravic: :ravic: :ravic: :ravic: :ravic: :ravic: :ravic:
  8. მისი რეიტინგი ჩვეულებრივია... უბრალოდ, ხალხს აღარ უყვარს, რაც ყველაზე ნორმალური რამაა ჩვენს ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელი.. არ მინდა ახალი პრეზიდენტი, რომელიც ისევ თავიდან უნდა უყვარდეთ.....
  9. ანალოგები ტვინშიაა. პანტა-პუნტით ვყრით გმირობის ტიტულებს....თუმცა, ნამდვილი გმირების სახელები და გვარები მგონი მათ შთამომავლებსაც არ ახსოვთ..... ზოგისთვის ქაქუცა გმირია..... მის მიერ დაწიოკებული კომუნისტის პატარა ბავშვისთვის კი ნაძირალა... ჩვენ გმირები გვჭირდება,,,,,, მისაბაძები თუ არ გვყავს, ვჩლუნგდებით..... შურიანები ვართ და მხოლოდ ისევე ჩვენში არსებული გმირების ჯინზე თუ ვიზამთ რამე კარგს... გმირები რომ არ იყვნენ, საქართველო ერთი დიიიდი კაკლის ხე იქნებოდა, ჩვენ კი მისი ჩრდილში მიყრილი მესაღათეები
  10. ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედებისას დამსწრეთა ინსტიტუტი კვლავ დამკვიდრდება. დამსწრეთა ინსტიტუტის შემოღებას ახალი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” პროექტი ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, დამსწრეები მიწვეულნი იქნებიან ჩრეკის ან ამოღების ფაქტის მიმდინარეობის და შედეგების დასადასტურებლად. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებული იქნება დამსწრის მოწვევის უფლება განუმარტოს ბრალდებულს, რომელსაც დამსწრის მოსაწვევად გონივრული ვადა მიეცემა, მაგრამ არა ნაკლებ ერთი საათისა. დამსწრეთ არ შეიძლება მიწვეულნი იქნენ ის პირები, რომლებსაც კანონით აქვთ მინიჭებული უფლება, არ მისცენ ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენება. დამსწრის მიწვევის უფლება ექნება აგრეთვე პირსაც, რომელიც არ არის ბრალდებული, მაგრამ შეიძლება შეეხოს ჩრეკა ან ამოღება. თუმცა, კოდექსის პროექტში გათვალისწინებულია შემთხვევაც, როდესაც ჩხრეკა და/ან ამოღება შეიძლება ჩატარდეს დამსწრის გარეშეც. კერძოდ, ჩხრეკის ან ამოღების ფაქტის მიმდინარეობისას შესაძლებელი იქნება არ იყოს მიწვეული დამსწრე მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის, ან მტკიცებულებათა დაზიანება-განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე. თუმცა, საფრთხის აღმოფხვრისთანავე, ბრალდებულს დამსწრის მოწვევის უფლება მიეცემა. კანონპროექტით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობისათვის მოწვეულ პირს საგამოძიებო მოქმედების დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურატურა განუმარტავს მის უფლება-მოვალეობას, მათ შორის უფლებას, უარი განაცხადოს საგამოძიებო მოქმედებაში დამსწრედ მონაწილეობაზე. დამსწრე ვალდებული იქნება მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში და საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელმოწერით დაადასტუროს ამ მოქმედების ჩატარების ფაქტი, მისი მიმდინარეობა და შედეგები. ამასთან, დამსწრეს არ ექნება უფლება გამომძიებლის ან პროკურორის გარეშე გაამჟღავნოს გამოძიების მასალები. ამავე პროექტის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში დამსწრე შეიძლება დაიკითხოს როგორც მოწმეც. დამსწრეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, გააკეთოს განცხადება საგამოძიებო მოქმედების გამო და გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში იქნება შეტანილი. ახალი საპროცესო კოდექსის მეორე მოსმენით განხილვა ხუთშაბათს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/103609.html ეგრეა, შენ უნდა მოიწვიო, ოღონდ მარტო ორი ცალი მოწმე... მარაა, ეს კანონი ძალაში მომავალი წლის 1 ივლისს შედის, მანადე თუ დაამტკიცეს ოღონდ....
  11. ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედებისას დამსწრეთა ინსტიტუტი კვლავ დამკვიდრდდება. კერძოდ, სანამ სამართლადამცველები ჩხრეკას განახორციელებენ, ოჯახს ჩხრეკაზე დამსწრის მოწვევის უფლება ექნება, რათა თვალყური ადევნოს... ამითო, აღარ იქნება ვაი-ვიში ატეხილი, არ ჰქონდა წამალი და იარაღი და ჩაუდესოოოო უშველის განახლებული დამსწრეთა ინსტიტუტი ჩადების კარგადდამკვიდრებულ ინსტიტუტს????
  12. მერე მიშას ყველა დაკარგული ჩვენ რატომ უნდა შემოგვეპოვნოს..
  13. ვახ შენ აწესებ მეთქი კი არ მითქვამს...... იმათ ვეუბნები რაა...
  14. როცა თარიღებს აწესებ, ეგ იმას ნიშმნავს, რომ შედეგზე ორიენტირებული კი არა, მოსალოდნელი შედეგის ჩაშლაზე ხარ ორიენტირებული.... ფილოსოფიურ-მათემატიკურ-ფსიქოლოგიურ-გეოფიზიკურად ეგრეა... :bob:
  15. ეს ნოღაიდელი ვიღას დაეკარგა რაააააა :help:
  16. ”ქრისტიან-დემოკრატი” ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებას რუსეთის სწორად შეფასებას და მისთვის “წითელი დროშის” ქნევის შეწყვეტას სთხოვს. როგორც ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლება ხანდახან არაადეკვატურად აფასებს ხოლმე სიტუაციას და ასეთი შეფასებები საზოგადეობამ ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ მოისმინა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი და ოპტიმიზმი გადამეტებული იყო. “როგორც ვხედავთ, რუსეთის ხელისუფლება არის განსხვავებული და განსაკუთრებული ფენომენი და მისი არშეფასება მიგვიყვანს იმ პრობლემებამდე, რაც გვაქვს”, – განაცხადა ვეფხვაძემ, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გადახედოს საკუთარ გამონათქვამებს იმ შეფასებებს, რასაც რუსეთის მიმართ აქამდე აკეთებდა. ლევან ვეფხვაძემ განსაკუთრებული ყურადღება ობამა-მედვედევის მოსკოვურ შეხვედრის საკითხზე პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ რუსეთისთვის წითელი ფერის ნაჭრის ფრიალი, რაც ხარისთვის წითელი ნაჭრის ფრიალის ტოლფასია, უნდა შეწყდეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/103490.html არ იყო მართალი??? :yes2:
  17. ჯერ 9 აპრილს უნდა ყოფილიყო შედეგი - ხელისუფლების დამთავრება მერე 26 მაისს.. მერე შემოდგომას და ამასობაში მოვა 2013 წელიიიიი თარიღებზე ორიენტირებულობას არასოდეს მოუტანია შედეგი პოლიტიკაში...... არა მგონია სალომე ზურაბიშვილმა ეს არ იცოდეს... როგორც 26 მაისს ხალხის დასაწყნარებლად გადაკეტეს რკინიგზა, ისეთივე სატყუარაა შემოდგომაა
  18. აუუუუ///იარე ეხლა რუსთაველზე მიწისქვეშათი... არ გახსნან რა რუსთაველი......
  19. ისე, მაგ ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე დიდი მითქმა–მოთქმა... კომპანიები რაღაცას აპროტესტებენ, პარლამენტში არ თანხმდებიან... მიზეზები თუ გავარკვიე, გაცნობებთ... იმპორტიორებს ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა გაუმარტივდებათ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში, მთავრობის ინიციატივით შედის. კანონპროექტის თანახმად, მაღალი სანდოობის ქვეყანაში ან ორგანოში დარეგისტრირებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანისას იმპორტიორი აღარ იქნება ვალდებული გაიაროს რეგისტრაციის ამჟამად არსებული პროცედურა, რაც ხელისუფლებაში რთულ და ხანგრძლივ პროცედურად მიაჩნიათ. კანონპროექტით, იმპორტიორი ვალდებული იქნება წარმოადგინოს მხოლოდ დოკუმენტაცია შესაბამის ფორმატში, იმპორტიორის მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა კი ავტომატიურად გახდება ფარმაცევტული პროდუქტის სამკურნალო საშუალებების რეესტრში განთავსების პირობა. ასეთ შემთხვევაში, ქართული მაკონტროლებელი ორგანო აღარ მოახდენს პრეპარატის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის განმეორებით ექსპერტიზას და მხოლოდ რგისტრაციის ფაქტს აღიარებს. კანონპროექტი პარლამენტს ჯერჯერობით მხოლოდ პირველი მოსმენით აქვს მიღებული.
  20. პოლიტიკურ პარტიებს დაინანსება დღეს აღუდგებათ. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი განმარტებით, ხარჯების შეფერხებასთან დაკავშირებული საკითხი მოგვარებულია და პარტიები მიიღებენ როგორც მიმდინარე თვის,ისე წინა თვის დაფინანსებასაც. ან რას უწყვეტდნენ, ან რაღას აძლევენ!!!! :rolleyes: :rolleyes:
  21. ფლირტი არის ნერვების თხრა.... ერთი მხარე კაიფობს, მეორე კი თავს არწმუნებს რომ ეს ყველაფერი მოსწონს....
  22. არ ჩავიდა, შეიპარა....... საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი მედვედევის ცხინვალში ვიზიტს ჰიტლერის მიერ დანერგილი ნაცისტური პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს. როგორც გოკა გაბაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიოში პირველად ოკუპირებული ტერიტორიების მონახულება ადოლფ ჰიტლერმა დაიწყო, ნაცისტური დამპყრობლის სტილში კი მოქმედებას ახლა რუსეთი აგრძელებს. მისივე თქმით, დროა, პროცესები შეფასდეს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ითქვას, რომ რუსეთი არის მტერი სახელმწიფო და მისი მიზანია საქართველოს განადგურება. “საუბარი იმაზე, რომ ურთიერთობები უნდა აღდგეს, დაუშვებელია. მტერს უნდა გაძლება, საჭიროა, მთელი ერის კონსოლოდაცია ქვეყნის ინტერესების დასაცავად”,- განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ დღეს საუბარია არა სააკაშვილისა და რომელიმე ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს დაცვაზე. დეპუტატის თქმით, მტერს უნდა დანებდე ან გაუძლო, რუსეთს კი ხშირად უნდა შეახსენონ, რომ ოკუპანტია. “ახლა საქმე გვაქვს პრეზიდენტ მედვედევის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გაპიარებასთან”,- – დასძინა გაბაშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მოვა დრო, როდესაც რუსეთს თავისივე ხელით მოუწევს მის მიერვე აშენებული კედლების დანგრევა. “ამას კი საქართველო მოკავშირეების დახმარებით მიაღწევს”,-აღნიშნა გაბაშვილმა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  23. კი არ იმატა, აღრიცხვა ხდება უკეთესად....
×
×
  • შექმენი...