ბლანტი ოპტიმიზმის ჯადოწრე თებერვალი 24, 2010 ირაკლი კორძაია ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებაზე რაკი მთელი ქვეყანა მსჯელობს, სხვა რა გზაა - ჩავერთვები მეც. თუმცაღა, ჩემი დეპრესიული ხასიათის გათვალისწინებით, არ ვიცი რა შედეგამდე მივალ. პროგნოზი სპეციფიური ჟანრია. ამიტომ, მაგალითს კლასიკოსებისგან ავიღებ - ნოსტრადამუსი არასდროს ცდებოდა, რადგან, მისი გაგება პრაქტიკულად შეუძლებელია. საფიქრებელია, რომ, "ალიანსი საქართველოსთვის" დაშლა საარჩევნო პროცეში გარკვეულ დისონანსს შეიტანს. ამის შესახებ უკვე ბევრი ითქვა, ამდენად, ახალს ვერაფერს ვიტყი,Mმაგრამ, ზოგიერთი დეტალის გახსენება ალბათ ღირს. პასუხი კითხვაზე, სამსუბიექტიანი ალიანსის გაფორმება ორგანული პროცესი იყო თუ არა - ბევრისთვის ცხადი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო. მათ შორის ჩემთვისაც. მეტი თვალსაჩინოებისთვის ერთი შეხედვით უმნიშვნელო ეპიზოდის გახსენება ღირს: როდესაც ტელეკომპანია "მზის" ეთერში ლევან ბერძენიშვილი და დავით გამყრელიძე ოპონირებდნენ. კამათმა ამ ორი ადამიანის (შესაბამისად პარტიის) არა პოლიტიკური არამედ, მსოფლმხედველობრივი სხვაობა ნათლად გამოკვეთა. მეორეხარისხოვანია, თუ ვინ გაიმარჯვა ამ მენტალურ ორთაბრძოლაში, მნიშვნელოვანი იყო თავად ფაქტი. შეგახსენებთ, კამათი ემზარ ჯგერენაიას ხმაურიანმა პუბლიკაციამ გამოიწვია. ირაკლი ალასანიას პერსონიზადმი საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი ჯერ კიდევ საქართველოში მის დაბრუნებამდე იყო. "მემარჯვენეების", "რესპუბლიკელების" და ალასანიას ერთობამ ეს ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა. თუმცა, განდგომილი დიპლომატის შერწყმა ასეთი კონფიგურაციის ალიანსთან ზოგიერთისვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ ალასანიამ ეს იგრძნო და საკუთარი იმიჯის კორექციაზე დაფიქრდა. ამასობაში ყველასათვის მოულოდნელად გააქტიურდა ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი. საგაზაფხულო აქციების პერიოდში მისი პერსონა თუ თითქმის შეუმჩნეველი იყო, შემოდგომამ საპირისპირო დაგვანახა. ნოღაიდელი კომპლექსებისგან გათავისუფლდა და საკუთარ პოლიტიკური ორბიტის ირვგვლივ მთელი რიგი ოპოზიციური სუბიექტები შემოიკრიბა. ირიბად, მაგრამ, მაინც. ალასანიას პოლიტიკური მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი პრაიმერის იდეამ გახადა. ცხადია, თეორიულად მას შეეძლო ეცადა, როგორც პრაიმერის ასევე მისი ლობისტი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაცია. მაგრამ ეს ნაბიჯი, საბოლოოდ, მხოლოდ ხელისუფლებას წაადგებოდა და თითქმის მთელი ოპოზიციური ფლანგის პარალიზებას გამოიწვევდა - გაკოტრებოდა ორივე ძალა. რომ არა არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო, შესასძლოა მათი ადგილი უეცრად გამოჩენილ "მესამე ძალას" დაემკვიდრა. განვმეორდები და ვიტყვი რომ, საამისოდ არც დრო დარჩა და არც სივრცე. ბოლო პერიოდში ალიანსის შიგნით გაკეთებულ განცხადებებს და ალიანსსა და "პრაიმერელების" ურთიერთობათა დრამატურგიას თუ გავიხსნებთ, ცხადი გახდება რომ, ალასანიას გადაწყვეტილება ხანგძლივი ყოყმანის შედეგია. ეჭვგარეშეა, რომ ყოყმანის მთვარი მიზეზი ზურაბ ნოღაიდელის ფაქტორი იყო. მაგრამ, ასეა თუ ისეა, გადაწყვეტილება მიღებულია. და მთავარი კითხა რომელიც დღეს წარმოიშვა ასე ჟღერს - რა იქნება შემდეგ? რას უნდა ველოდეთ? რას სქემით გადანაწილდებიან საარჩევნო მარათონში ჩართული პოლიტიკური ძალები? როგორც ჩანს, შეთანხმება მერობის ერთიანი კანდიდადის ირვგვლივ მიღწეული იქნება. პრაიმერის, სოციოლოგიური კვლევის თუ შიდა შეთანხმების საფუძველზე ეს უკვე სხვა საკითხია. "რესპუბლიკელები" და "მემარჯვენეები" პრაქტიკულად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. Mმას შემდეგ რაც მათივე ხელით გამოძერწილმა ლიდერმა დამოუკიდებელად მოქმედება არჩია, ალიანსში დარჩენილი ორი სუბიექტის ახლო მომავალი ძალზე გაურკვევეია. დარჩა ორი გზა - ისინი ან ძველ პოზიციაზე დარჩებიან, ან ალასანიას მაგალითს მიბაძავენ. ამ ორიდან ყველაზე ნაკლებსავარაუდო მეორე გზაა. ალასანიას გადაწყვეტილებამ ხალხი ერთგვარადად ოპტიმისტურად განაწყო. (ეს ოპტიმიზმი ბლანტ და უსასრულო ჯადოწრეს ჰგავს) საგულისმოა რომ ჭადრაკის სასახლის სცენაზე ასულ ნოღაიდელს განსაკუთრებით მხურვალე აპლოდისმენტებით შეეგებნენ, რაც მისი "გათეთრებული" იმიჯის მაჩვენებელია. საქართველოში კაფკიანური ატმოსფერო სუფევს. ფრანც კაფკას სამყაროში ცხოვრება მეტად რთულია - არ არსებობს არავითარი ორიენტირები რომელთა მეშევეობითაც არსებულ სინამდვილესთან ურთიერთობებს ააწყობ...