Jump to content
Planeta.Ge

SHARI

პლანეტელი
  • პოსტები

    3.480
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი SHARI

  1. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტ ნათია კობერიძის პასუხისმგებლობის ხარისხის საკითხს განიხილავს 25 მარტს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გადაცემა “სპეციალური რეპორტაჟის” წამყვანის ნათია კობერიძის, როგორც ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტის პასუხისმგებლობის ხარისხის საკითხს განიხილავს. “ნათია კობერიძე ქარტიის ერთ-ერთი ხელმომწერია, ამიტომ ქარტიის საბჭო განიხილავს და დაადგენს, კონკრეტულად რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას იმ სიუჟეტის გამო, რომელიც “ტელეიმედის” ეთერში 13 მარტს გავიდა”, – განაცხადა ია ანთაძემ. მისივე თქმით, 25 მარტისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე საბჭოს საორგანიზაციო საკითხების განხილვაც იგეგმება. http://gtn.ge/?p=7037
  2. ტელეკომპანია “იმედის” სიცრუემ ერთი რამ ცხადი გახადა: საქართველოს პრეზიდენტი უკონტროლოა მოახლოებულ არჩევნებამდე სერიოზული დებატების გამართვა შეუძლებელია იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მედია სრულადაა შეპყრობილი კუდიანებზე ნადირობით და შპიონომანიით ერთი რამ, რაც ჩვენ ყველამ ვისწავლეთ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე არის ის, რომ მან არასდროს იცის როდის გაჩერდეს, როგორც პატარა ბავშვმა რომლის წინაშეც უამრავი ტკბილეულია და დახარბებული ჭამას მანამ არ წყვეტს, ვიდრე ავად არ გახდება. და მაშინ როდესაც ოპოზიციაში არსებული განხეთქილების ფონზე, თითქოს მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30 მაისს დაგეგმილ თბილისის მერის არჩევნებში ყველაფერს წალეკავდა, ჩვენ მისი მორიგი წინგადადგმული ნაბიჯის მოწმენი გავხდით. შაბათს, 13 მარტს, ნებისმიერი ქართველი რომელიც ტელევიზორს ჩართავდა მთავარი 8 საათიანი „ახალი ამბები“-ს საყურებლად, ფანტასტიკური კადრების მოწმე გახდებოდა: ომი დაიწყო, რუსული გამანადგურებლები დედაქალაქს ბომბავენ, მათი ტანკები გვიახლოვდებიან, მაშინ როდესაც ოპოზიციის ნაწილი აქტიურად თანამშრომლობს დამპყრობელთან და მზადაა მომავალში კრემლის სატელიტის ფუნქცია შეასრულოს. ბარაკ ობამა ფორმალურად აკეთებს მხარდამჭერ განცხადებას, ევროპა დუმს და სააკაშვილი დასავლეთის ლიდერებს უგზავნის მიმართვას: ის შეიძლება მოკლულია ან გაქცეული, არმია მტრის მხარეს გადავიდა… თბილისში პანიკამ იფეთქა. სასწრაფო დახმარების სამსახურები და მობილური სატელეფონო ქსელი გადაიტვირთა, პოლიცია გამოძახებებს ვერ პასუხობდა და ხალხი გაქცევას ცდილობდა. უარესი მდგომარეობა იყო ფრონტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, რომ ყალბ გადაცემაში დიდწილად საარქივო მასალა იყო გამოყენებული. თუკი ნაციონალური სატელევიზიო არხი თქვენ გეუბნებათ, რომ განურჩეველი დაბომვის ან საარტილერიო ცეცხლის გამო შესაძლოა დაღუპვამდე ერთი წუთი დაგრჩათ, თქვენ ვეღარ ამჩნევთ რა ამინდია რეპორტაჟი გასულ კადრებში. რა თქმა უნდა, ვიდრე ის დაიწყებოდა და როგორც კი დასრულდა, ტელეკომპანია „იმედ“-მა გვითხრა, რომ ეს ყველაფერი სიმულაცია იყო, მაგრამ ქართველები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვები: მათი უმრავლესობა სატელევიზიო „ახალი ამბებს“ სრულ ყურადღებას არ უთმობს მანამ, ვიდრე მართლა რაღაც შოკისმომგვრელი არ ხდება და თქვენ ვერაფერს იმაზე შოკისმომგვრელს ვერ გაიგებთ, ვიდრე იმის მტკიცებას, რომ თქვენს ქვეყანას სულ მალე რუსეთის ჩექმა გასრისავს. სიმართლე ახლა გამოჩნდა, ჩვენ ყველანი იმ კოლექტიური ფსიქოლოგიის ექსპერიმენტის ობიექტები ვიყავით, რომლის მიზანიც მოქალაქეების გაფრთხილება იყო, რომ თუკი ჩვენ ჩვენს დემოკრატიულ უფლებებს გამოვიყენებთ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცური კანდიდატების მხარდასაჭერად, კატასტროფა გარდაუვალია. ეს ყველაფერი უკანონო იყო. შეგნებულად ტყუილის გავრცელება „ახალი ამბები“-ს სახით, საქართველოში კრიმინალური აქტია და ჩვენ ვიცით, რომ „იმედი“-ს მმართველებმა ეს იცოდნენ და არაფრად ჩააგდეს, როგორც სჩანს თავად პრეზიდენტის მითითებით. “იმედი“ არ არის რიგითი სატელევიზიო არხი. ვინც არ უნდა იყოს მისი მფლობელი, ცხადია რომ მას პრეზიდენტი აკონტროლებს. (და ჩვენ მართლა არ ვიცით ვინ არის მისი მფლობელი, რადგან ის ისტორია რაც ჩვენ გვიამბეს, თითქოს არხი რას ალ-ჰაიმას საემიროების სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის ხელში იყო, ახლა ამ ქვეყნის მმართველებმა თავად უარყვეს). ქართველები პროპაგანდისტულ ტელევიზიას შეჩვეულები არიან, მაგრამ „იმედ“-მა ეს აბსოლუტურად სხვა, ახალ ხარისხში აიყვანა. არხმა, რომლის მმართველიც სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელია, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი იმაში დაადანაშაულა, რომ ის რუსეთის სპეც-სამსახურებმა დაიბრიყვეს, იგივენაირად ცილი დასწამეს ჩვენს წამყვან საოპერო მომღერალს (უხეშად დამონტაჟებული ფილმით), ურცხვად იტყუებიან პრეზიდენტის პოპულარობის შესახებ და ახლა ტყუილი ტყუილთა შორის, გვითხრეს რომ ომის მდგომარეობაში ვართ. ჩვენ ყველა გადაცემაში ცალკეული ტყუილებიდან ბოლოს მთლიან ფალსიფიკაციამდე მივედით და ვინც არ უნდა იყოს ჟურნალისტური ეთიკის ამ დარღვევაზე პასუხისმგებელი, მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. მაგრამ მედიის ბოროტად გამოყენება მხოლოდ სიმპტომია და არა მიზეზი. ამ ყველაფრის თავში თავად პრეზიდენტია, მისი ექსცენტრიული ერთმართველობა და კაპრიზის უპირატესობა მართველობაში. სააკაშვილი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მას არ შეუძლია საკუთარი ქვეყნისთვის და ჩვენი დემოკრატიული პარტნიორებისთვის დასავლეთში იყოს სანდო ლიდერი. სინამდვილეში ადამიანი რომელიც დღეს მისით ალბათ ყველაზე მეტად უნდა იყოს აღფრთოვანებული ვლადიმერ პუტინია: სააკაშვილის პირობებში საქართველო გამოიყურება როგორც უპასუხისმგებლო, ისტერიული ლიდერის მიერ მართული ქვეყანა, რომელიც ცრუ ომებს დგამს, ცდილობს არჩევნები როგორმე შიშის გარემოში ჩაატაროს და მთლიანობაში ისეთ სურათს ქმნის, რომ მხოლოდ სულელები თუ იქნებიან მზად ისეთ რაღაცას მოაწერონ ხელი, რომელიც მათ ასეთ ქვეყანასთან სამხედრო ვალდებულებას დააკისრებს, როგორც ეს ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულებაშია. მეტიც, სააკაშვილი მზადაა პრო-რუსული ძალები გააძლიეროს, რომლებიც საქართველოში არსებობენ და მართლაც პრო-დასავლური და დემოკრატიული ძალების მარგინალიზება მოახდინოს, იმ მიზნით რომ ქვეყნის შიგნით ამტკიცოს, რომ თუკი ის არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება. ასეთ პირობებში ჩვენი არჩევნები სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება: ისტერია არ იძლევა ნორმალური საარჩევნო კამპანიის საშუალებას, თავისუფალი მედია დაიმარხა ამ პოლიტიკური დაკვეთებისადმი სკანდალური მორჩილებით, შპიონომანია და კუდიანებზე ნადირობამ ჩაანაცვლა სერიოზული დებატები საქართველოს პოლიტიკურ არჩევანზე. აპრილში სააკაშვილი ვაშინგტონში ბირთვული შეიარაღების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ სამიტზე დასასწრებად გამგზავრებას გეგმავს. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მას ამის ნება უნდა დართოს, მაგრამ როდესაც ის იქ ჩავა მას უნდა უთხრან პირდაპირ და საჯაროდ: კმარა! ვიდრე შეერთებული შტატების და ევროკავშირის მილიარდობით დოლარი საქართველოს ეკონომიკას აცოცხლებს, მათ აღარ უნდა მისცენ მას საშუალება რთული სიატუაციიდან თავი მანიპულაციებისა და მანიაკალური ქმედებების საშუალებით დაიძვრინოს. სალომე ზურაბიშვილი http://gtn.ge/?p=7069
  3. ერთი კვირა, ყველა, ვისაც კი შეეძლო, ამ თემაზე ლაპარაკობდა. ზოგი საჯაროდ, ზოგი სამზარეულოში, ზოგიც ქუჩაში. ლაპარაკობდნენ აღშფოთებით, გაბრაზებით, მუშტების ქნევით, ლანძღვით, გინებით… შედეგი? – მარეგულირებელმა კომისიამ “იმედს” ხუთი დღის განმავლობაში ბოდიშის მოხდა დააკისრა(!). პირდაპირ გეტყვით, მე იმ ადამიანთა რიცხვს არ განვეკუთვნები, ვინც ამ გადაცემის ყურების დროს შოკი განიცადა, შეეშინდა და გასაქცევს ეძებდა. იმიტომ კი არა, რომ სხვებზე მეტად მიხვედრილი ვარ ან გულადი. უბრალოდ, მე ეს გადაცემა პირდაპირ ეთერში არ მინახავს (მხოლოდ შემდეგ ვნახე ჩანაწერი). ზუსტად იმ დროს თუმანიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლს ვუყურებდი, და რას ვიფიქრებდი, რომ უფრო რეალისტურ და შოკის მომგვრელ სპექტაკლს მთელი საქართველოსთვის ტელეკომპანია “იმედი” წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ჩემი აღშფოთება არ იყო შოკგანცდილებისაზე ნაკლები. ან როგორ არ აღშფოთდები, როდესაც გაიგებ, რომ გორში მცხოვრები შენი ნათესავის 5 წლის ბავშვი, შეშინებული მშობლების შემყურე, მაგიდის ქვეშ შეძვრა რუსული ბომბებისგან თავდასაცავად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შოკს რამდენიმე კაცი ემსხვერპლა (თუმცა კი მავანნი ამტკიცებენ, არავინ დაღუპულაო!). აღშფოთებისთვის სრულიად საკმარისია იმის წარმოდგენა, რომ შენი კოლეგები მზად არიან უსიტყვოდ შეასრულონ ყველანაირი დავალება, თუნდაც ის სიგიჟის ზღვარს უხლოვდებოდეს და ამის გამო პასუხისმგებლობა მცირე დოზითაც არ იგრძნონ. დღეს მათ არაპროფესიონალიზმზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და წერს. ყველა დიპლომატი თუ მათი საზღვარგარეთელი კოლეგა ერთს ამბობს: – ეს იყო უკიდურესი არაპროფესიონალიზმის გამოვლინება. კი ამბობენ, მაგრამ რა! ისინი ისევ “სუფთა სინდისით” ამზადებენ საინფორმაციო გადაცემა “ქრონიკას”. ისინი ისევ მოამზადებენ ყოველ შაბათს “სპეციალურ რეპორტაჟს”. ერთადერთი რეაქცია, რაც მათი მხრიდან საზოგადოების აღშფოთებას მოჰყვა, ცალყბად მოხდილი ბოდიში იყო. თუ რამე შეგვეშალა, გვაპატიეთო. რა შეუძლია საზოგადოებას ასეთ დროს გააკეთოს?! ხელისუფლება გეუბნება, “იმედი” კერძო კომპანიაა და ვერანაირ სანქციას ვერ დავაკისრებო. სინამდვილეში ჩვენ ვიცით, როგორი კერძოცაა, მაგრამ ფორმალურად ასეა. ამიტომ, როდესაც თვით გადაცემის ავტორებს პასუხისმგებლობის გრძნობა არ ჰყოფნით, შენ პრეტენზიით კერძო კომპანიის მფლობელთან უნდა მიხვიდე და შეურაცხყოფისთვის პასუხი მოსთხოვო. დილემა სწორედ აქ არის. აბა, გვაჩვენოს ვინმემ, ვინ არის ამ კერძო კომპანიის მფლობელი! ის ამ დღეებში საერთოდ არ გამოჩენილა, თვალით არავის უნახავს. მარეგულირებელმა კი მწარედ დაგვცინა და “იმედს” ფინანსური სანქციაც კი არ დააკისრა (მარეგულირებლის ამგვარი გადაწყვეტილება ჩემთვის კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ ეს გადაცემა ხელისუფლების დაკვეთით მომზადდა). ამიტომ საზოგადოებას ერთი გზა დარჩა: – ბოიკოტი! ყველამ, ვინც “იმედის” ამ გადაცემით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, ტელევიზორი ამ არხზე აღარ უნდა გადართოს. თუ მაინცდამაინც “შუა ქალაქს” და ბრაზილიურ სერიალებს ვერ ველევით, იმ გადაცემებს მაინც აღარ ვუყუროთ, რომელთა “შემოქმედებმაც” ასეთი კოშმარი მოგვიწყვეს. საერთო შეფასებით კი უკიდურესი არაპროფესიონალიზმი გამოავლინეს, ანუ აღარ ვუყუროთ “ქრონიკას” და “სპეციალურ რეპორტაჟს”. ამ გადაცემების რეიტინგი ნულს ქვემოთ უნდა დაეცეს. მერე ამზადონ პროპაგანდისტული სიუჟეტები და რეპორტაჟები. თუ მათ არავინ უყურებს, ამას აზრიც აღარ ექნება! შემდეგ შეიძლება, ხელისუფლებაში ვიღაცა რაღაცაზე მაინც დაფიქრდეს… აქ მაინც გამოიჩინოს ჩვენმა საზოგადოებამ პრინციპულობა და აჩვენოს მათ, ვინც აბუჩად იგდებს, რომ შეუძლია პროტესტის გამოხატვა! ილუზიებში განმტკიცებულნი ერთხელ დავწერე და კიდევ ვიტყვი: ვარდების რევოლუციას მთელი გულით ვუჭერდი მხარს. ძალიან, ძალიან მინდოდა, საქართველოში ახალი ეპოქა დაწყებულიყო. ძალიან, ძალიან მინდოდა, საქართველოში იმედგაცრუებისა და აპათიის ხანა დასრულებულიყო და ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო აგვეშენებინა. ეს იმდენად მინდოდა, რომ თავი დავარწმუნე, ასეც იქნება-მეთქი. ჩემსავით იყო ყველა, ვინც “ვარდებს რევოლუციას” გულშემატკივრობდა. ახალი ხელისუფლება ამ რევოლუციის ნაყოფი იყო, ამიტომ როგორც დედას საკუთარი შვილი, ისე ჩვენი სურვილისა და მონდომების ნაყოფი, “ვარდების ხელისუფლება” კრიტიკისა და ლანძღვისთვის არ გვემეტებოდა. მაშინ ძალიან ვბრაზდებოდი, როდესაც ის ადამიანები, ვინც თავიდანვე სკეპტიკურად იყვნენ რევოლუციისადმი განწყობილნი, ახალი ხელისუფლების მცირე შეცდომისგანაც კი, ტრაგედიას ქმნიდნენ. როდესაც ისინი ილანძღებოდნენ, ამას შევარდნაძის ეპოქის მონატრებით ვხსნიდი. შეიძლება ეს ასეც იყო. არ ვიცი, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვიყავი, მათი შავბნელი პროგნოზები არ გამართლდებოდა. ჩემსავით იყო ყველა, ვინც რევოლუციას გულშემატკივრობდა. მათ ახალი ხელისუფლება სალანძღავად და საკრიტიკოდ არ ემეტებოდათ. ყველა შეცდომისთვის რაღაც ახსნას და გამართლებას პოულობდნენ, მაგრამ ეს შეცდომები არ დამთავრდა. შეცდომების რაოდენობაც და მათი მასშტაბებიც იზრდებოდა. რაც მთავარია, იზრდებოდა შეცდომათა შედეგების კატასტროფულობა და მეოცნებეებმა ნელ-ნელა გამოფხიზლება დავიწყეთ. ზოგისთვის ილუზიები გახმაურებული მკვლელობების შემდეგ დაიმსხვრა, უფრო მეტად მეოცნებეებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და გარდამტეხი 2007 წლის 7 ნოემბერი იყო. კიდევ მეტად მეოცნებეები საბოლოოდ, 2008 წლის აგვისტოში გამოფხიზლდნენ. ჩემთვის კი, ოცნებათა დამსხვრევის შემდეგ, ყველაზე მძიმე, იმ ხალხთან შეხვედრა იყო, ვისაც თავიანთი სკეპტიციზმის გამო გადმონაშთს ვეძახდი. ამ ხელისუფლებამ იმდენი ქნა, რომ ისინი სწორედ “ჩვენი პირმშო” ვარდების ხელისუფლების დახმარებით, ჩემზე გამარჯვებას ზეიმობდნენ. ჩემნაირი დამარცხებული დღეს საქართველოში ბევრია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვარდების ხელისუფლებას მხარდამჭერი აღარ ჰყავს. ზოგი თავის ილუზიებში ისეთი მყარი აღმოჩნდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგაც მტკიცედ იდგა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება საკუთარ თავს უღალატებდა, მათი ნაწილისთვისაც რომ არ გაეცრუებინა იმედები! ახლა მხოლოდ ის არის საკითხავი, რამდენი “ილუზიებში განმტკიცებული” გამოაფხიზლა მოდელირებულმა “ქრონიკამ”. ეჭვი მაქვს, იმაზე მეტი, ვიდრე რეალურმა ომმა. მერაბ მეტრეველი http://gtn.ge/?p=7062
  4. ნინო ბურჯანაძე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვას ითხოვს “დემოკრატიული მოძრაობის-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვის მოთხოვნის დაყენების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული განცხადება ბურჯანაძემ დღეს სასტუმტო “თბილისი მარიოტში” “ლეიბორისტული პარტიის” მიერ ინიცირებულ ოპოზიციურ შეკრებაზე გააკეთა. “ოპოზიციური აზრების გაზიარება და კოორდინაცია შექმნილ ვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია. საქართველო დენთის კასრთან ძალიან ახლოს დგას და ამის მოთმენა აღარ შეიძლება. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და მოვითხოვოთ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რათა ქვეყანა სასაცილო მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ”, – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ “დასავლეთში ადრე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აქილიკებდნენ, ახლა კი მთელს საქართველოს დასცინიან”. http://gtn.ge/?p=7034
  5. “თბილისი მარიოტში” “ლეიბორისტული პარტიის” მიერ ინიცირებული “დიდი ოპოზიციური შეკრება” იწყება სასტუმრო “თბილისი მარიოტში” “ლეიბორისტული პარტიის” მიერ ინიცირებული “დიდი ოპოზიციური შეკრება” იწყება. ოპოზიციური შეკრების დაწყების წინ პოლიტიკური პარტიების ლიდერები მხოლოდ მცირედი კომენტარებით შემოიფარგლენ. “მე აქ მოვედი იმისთვის, რომ შიზოფრენიას ვებრძოლო. მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” დამფუძნებელმა ლევან გაჩეჩილაძემ და იქვე აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. “დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით კი, იგი სასტუმრო “თბილისი მარიოტში” “საინტერესო ინიციატივების მოსასმენად” მოვიდა. “მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი დღევანდელ შეხვედრაზე “საქართველოს გადარჩენის გზებზე საუბარს” გეგმავს და აცხადებს, რომ “ოპოზიციური სპექტრის გარკვეულ ნაწილს საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაში მონაწილეობის მიღება არ სურს, რაც მათი ნებაა”. “მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძე აქცენტებს “მისთვის მიუღებელ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ წარსულზე” აკეთებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ “ნოღაიდელის ფაქტორის გამო საკუთარ თავს კოლეგებთან შეხვედრას ვერ აუკრძალავს”. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გიორგი ცაგარეიშვილი და ჯონდი ბაღათურიაც მივიდნენ. “დიდ ოპოზიციურ შეკრებას” საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელიაც შეუერთდა. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/erovnuli_sabcho_463385386-300x188.jpg http://gtn.ge/?p=7029
  6. გოგა ხაინდრავა: ქვეყნის სათავეში დგას წმინდა წყლის შიზოფრენიკი “დაიცავი საქართველოს” წარმომადგენლის, გოგა ხაინდრავას განცხადებით, ყველამ, ვინც ოპოზიციად მიიჩნევს თავს, ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს, რომ ქვეყანას მართავს შიზოფრენიკი, – ამის შესახებ ხაინდრავამ “თბილისი მარიოტში”, ოპოზიციის შეკრებაზე “მოდელირებული ქრონიკის” თემის განხილვისას განაცხადა. “ქვეყნის სათავეში დგას წმინდა წყლის შიზოფრენიკი, რომელმაც რამდენჯერმე ცეცხლი მოუკიდა იმ სახლს, რომელშიც ვიმყოფებით. დღეს ამ სახლს ირგვლივ ნავთგადასხმული შეშაა შემოწყობილი და ის გიჟი ასანთით დარბის”, – აღნიშნა ხაინდრავამ. მისივე აზრით, საქარველო დღეს კატასტროფის წინაშე დგას და იმის დრო აღარ არის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩიონ, რა მიმართულებით წავიდნენ პოლიტიკაში. “ჩვენ გვჯიჯგნის აბსოლუტურად ტერორისტული ძალა, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ხაინდრავამ. ხაინდარავას შეფასებით, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს სათავეში ტერორისტული და ფსიქიურად დაავადებული ადამიანების ჯგუფი დგას და ამის ირგვლივ კითხვები აღარ უნდა დაისვას. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/02/goga-copy-21-300x211.jpg http://gtn.ge/?p=7040
  7. წუხელ, საქველმოქმედო ფონდ “მომავლის გზის” ოფისი გაძარცვეს. ამის შესახებ”‘ჯეოტოპნიუსს” ფონდის ხელმძღვანელმა, დავით კინწურაშვილმა აცნობა. “ოფისის კარი თანამშრომელის 09:30 – სთ–ზე ღია დახვა. წაღებულია ფონდის არქივი და ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტაცია, სხვა ინვენტარი ხელშეუხებელია”, – აცხადებს დავით კინწურაშვილი. სიღარიბის დაძლევისა და გადაუდებელ დახმარებათ ფონდი “მომავლის გზა” 2006 წელს დეკანოზმა გურამ გურამიშვილმა და მსახიობებმა, ნინელი ჭანკვეტაძემ და მამუკა ლომაშვილმა დააფუძნეს. “მომავლის გზა” სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს ეხმარება. http://gtn.ge/?p=7056
  8. მეზობელთან ავდივარ მერვეზე და სანამ ჩამოვალ ბევრი არ იხმაუროთ
  9. აი მიშას დედა მოვდღან ტრაბზონში რო მიდის მაგის გამო ... ტფუი რა
  10. კი მინდა წამოსვლა მარა დღეს დილით 10-ზე დამინიშნა მასწავლებელმა გაკვეთილი.. ხოდა მერე რაგბია ანუ ვერ გამოვიძIნებ დღეს.. ხოდა მკვდარი რად გინდივართ იქ ... მეც ცოდო ვარ ძილი ხო მინდა
  11. irusha ირუშ რას შვები ? წამო დღეს ჩვენთან ერთად უყურე რაგბს
  12. newstudio როგორც ვიცი მალე.. სახლში ვარ იქ რო ვიყო უკვე დადებული იქნებოდა
  13. მოძრაობა “7 ნოემბერი” ფარულ ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს არასამთვრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ოფისში გამართულ ბრიფინზე მოძრაობა “7 ნოემბრის” წარმომადგენლებმა ჯაბა ჯიშკარიანმა და დაჩი ცაგურიამ ფარული ვიდეოცანაწერი წარადგინეს. ვიდეოჩანაწერში ასახულია ლევან სოსელიას და კუდის თანამშრომლის რევაზ მარგველაშვილის საუბარი, რომელშიც ეს უკანასკნელი ლევან სოსელიას გადაბირებას ცდილობს და წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მისი ოჯახის წევრებს, პრობლემების შექმნით ემუქრება. ჩანაწერში მკაფიოდ ჩანს თუ როგორ ითხოვს მარგველაშვილი სოსელიასგან ჯაბა ჯიშკარიანის, დაჩი ცაგურიას და სხვა პირების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და სამართალდამცავებისთვის გადაცემას. “მეუბნეოდა რომ სერიოზული პრობლემები შემექმნებოდა. გულით ავადმყოფი მამა გყავს და გაუფრთხილდიო. ჩემი ოჯახის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ფლობდა და მაშანტაჟებდა. ოპოზიციის წევრებზე ინფორმაციის მიტანას მთხოვდა, მათთან ახლო კონტაკტში შესვლას”, – განუცხადა “ჯეოტოპნიუსს” ლევან სოსელიამ. http://gtn.ge/?p=6966
  14. kisa საინფორმაციო გამოშვებში .. ინტერნეტშიც განთავსდება მასალა და დავდებ
  15. რამოდენიმე წუთში მოძრაობა 7 ნოემბრის ოფისში დაიწყება პრესკონფერენცია სადაც გამოქვეყნდება ჩანაწერი რომელიც ასახავს კუდ-ის თანამშრომლის მარგველაშვილის უკანონო ქმედებას .. კერძოდ : თუ როგორ ახორციელებს კუდ-ის თანამშრომელი, რეზო მარგველაშვილი მოძრაობის წევრზე – ლევან სოსელიაზე ზეწოლას. იგი სოსელიას აიძულებს, დაასმინოს “7 ნოემბრის” წევრები: ჯაბა ჯიშკარიანი, დაჩი ცაგურია, ასევე - “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე და ოპოზიციური პარტიების ლიდერები: ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური, ოპოზიციის სხვა წევრები და მათ მიმართ განახორციელოს ფარული ჩაწერა. პრესკონფერენციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, კუდ-ის თანამშრომელი ახდენს ზეწოლას “7 ნოემბრის” წევრზე და პრობლემების შექმნით ემუქრება მას. კუდ-ის თანამშრომელი ემუქრება, რომ პრობლემები მისი ოჯახის წევრებსაც შეექმნებათ. წყარო http://gtn.ge/?p=6962
  16. ამ კითხვებს ჩვენ ვუპასუხოთ ?
  17. მე კულტურის მოღვაწე ვარ ! აუ ასწორებს გამარტივებული ..მაგარია
×
×
  • შექმენი...