"ყაზბეგის" რუსთავის ქარხანაში მომხდარი ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თავად კომპანიას კი რამდენიმე მილიონი ლარის ზარალი მიადგა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს~ ~ყაზბეგის~ პრეზიდენტმა გოგი თოფაძემ განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მისი ინფორმაციით, ლუდის ქარხანაში 18 რეზერვუარი წაიქცა. ცისტერნები ჩამოსასხმელ საამქროსთან ახლოს გადაჰქონდათ. უკვე დამონტაჟებული იყო 18 რეზერვუარი, დარჩენილი იყო მხოლოდ ერთის მონტაჟი, რასაც რამდენიმე დღის წინ ძლიერმა ქარმა ხელი შეუშალა. სწორედ ის ერთი ლუდის ცისტერნა წაიქცა, რომელმაც დანარჩენი 18 ცისტერნა მოიყოლა. რეზერვუარებში 900 ტონამდე მზა ლუდი იყო ჩამოსხმული. გოგი თოფაძის განცხადებით, ზარალი ძალიან დიდია. “ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა ოდენობის ზარალი მიადგა წარმოებას. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საწარმო ემზადებოდა სეზონისთვის, ზარალი საკმაოდ დიდია და შეიძლება რამდენიმე მლნ ლარი იყოს”, - აღნიშნა მან. აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1