Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. Saturn ვერ გავიგე? ანუ რა გინდა თქვა რომ ნარკომანი ვარ თუ რა?!
  2. Saturn არა, გაუგებარ ტიპებს კამერებით ხელში აქციის მონაწილეები უფრთხიან გასდაგები მიზეზების გამო
  3. Saturn ნემსს ვერ გაუკეთებდნენ? აა ეხლა ხო შევარდნაძის დრო არ არის, არ იკადრებდნენ... გასაგებია...
  4. kisa Beso Kurtanidze ეს ბიჭი სიგარეტსაც არ ეწევა, ძალიან დიდი სისულელეა ნარკოტიკების მოხმარებისთვის მისი დაკავება. გააჩერეს ქუჩაში, ნემსი გაუკეთეს ავტომანქანაში და მერე ჩაუდეს ნარკოტიკი. ანუ, როგორც ხდება ხოლმე. მარა არ გკიდიათ, რა ჩაუდეს ან არ ჩაუდეს... თქვენთვის ხო არ ჩაუდიათ და.. მიდი აბა, გააპროტესტეთ, გამოიძიეთ ახლა ეს ფაქტი ნჯო, აქტივისტებო, ადამიანის უფლებათა დამცველებო, ექსპერტებო და რავი კიდე რაც და ვინც ხართ.
  5. PEPE. ვერ უთხარი ინტერნეტ ფორუმ "პლანეტიდან" ვიყავი თქო?
  6. სისულელეა... და ამით ხელისუფლება თბილისს კიდე უფრო მოიმდურებს...
  7. Saturn "ქართული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრს შოთა იამანიძეს გამოძიება ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება. ამის შესახებ ჟურნალისტებს იამანიძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა. თადუმაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, შესაბამისად, როგორც ადვოკატი აცხადებს, მის ხელთა არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს იამანიძის გასათავისუფლებლად. ადვოკატის განცხადებით, 48 საათის განმავლობაში პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, ხვალ სასამართლო პროცესი გაიმართება და აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი გადაწყდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა ასეთ შუამდგომლობას არ დააყენებს, ადვოკატის განცხადებით, იამანიძე ოჯახს დაუბრუნდება. "ქართული პარტიის" წევრს 260-ე მუხლით ედება ბრალი. ოჯახის წევრების განცხადებით, იგი ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, გუშინ დააკავეს. --- პ.ს. ესეც ბოდვაა?>
  8. Siknadmo მეც მაგი ვიფიქრე მაგრამ მეორე მომენტიცაა.. რაიონია, ვინმე ახლობელი იქნება ვინმესი და გამოიტანდა ინფორმაციას... kisa აგერ დაჭერები: ქუთაისში, ქალაქის ცენტრში პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივი ლიდერი გოგი წულაია დააკავეს. "როგორც "ინტერპრესნიუსის" კორეპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, წულაია მაშინ დააკავეს, როცა საპროტესტო აქციას მართავდა. გოგი წულაია, თანაპარტიელებთან, ერთად საღებავებით ნაგვის უნრებზე აკეთებდა წარწერებს - "მიშა, წადი". საპატრულო პოლიციამ მას ბორკილები დაადო და წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/168843-quthaisshi-qthavisufali-saqarthvelosq-adgilobrivi-lideri-gogi-tsulaia-daakaves.html
  9. დიქტატურისთვის ფარდის ახდის ახალი ეტაპი დაიწყო, ბოღმით მაქვს გული სავსე და ამ უსამართლობას არავის ვაპატიებთ , - ეს განცხადება "ქართული პარტიის თანათავმდჯომარემ ლევან გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.\ "ქართული პარტიის" ლიდერებმა სოზარ სუბარმა, ლევან გაჩეჩილაძემ და ქართული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა კახა მიქაიამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სააკაშვილის რეჟიმი აპირებს ქართული პარტიის დისკრედიტაციის მიზნით, მის ზოგიერთ წევრს ნარკოტიკი ან იარაღი ჩაუდოს და ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოაცხადოს. "ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრმა კახა მიქაიამ განაცხადა, რომ ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურობენ სამეგრელოს რეგიონის პოლიციის სამხარეო სამმართველოს მაღალჩინოსნები, რომლებიც 17 მაისს, დილით, ანაკლიაში შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ. "ამ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, "ქართულ პარტიაზე" იყო საუბარი. გუშინ იგივე შემადგენლობა, ოღონდ ამჯერად მერაბიშვილის გარეშე, ზუგდიდში კიდევ ერთხელ შეიკრიბა და "ქართული პარტიის" აქტიურობა და ბრძოლის გზები განიხილა. შეხვედრაზე ცნობილი ზონდერი თემურ თორია წინადადებით გამოვიდა "ქართული პარტიის" წევრებისთვის ნარკოტიკი ან იარაღი ჩაედოთ და როგორც კრიმინალები დაეპატიმრებინათ. ამ წინადადებას სამეგრელოს რეგიონის პოლიციის მაღალჩინოსნები დაეთანხმნენ. პირველ რიგში მსხვერპლად კი, ქართული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია შეირჩა", - განაცხადა მიქაიამ. "ქართული პარტია" მოითხოვს, ხელისუფლებამ შეწყვიტოს მის წინააღმდეგ უკანონო ბინძური მეთოდებით ბრძოლა და უარი თქვას უდანაშაულო ადამიანების პოლიტიკურ დევნაზე, განაცხადეს პარტიის ლიდერებმა. "ქართული პარტიის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა კი აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სერიოზული შიშები გაუჩნდა და დაიწყო პარტიის წევრების დევნა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/168857-qqarthuli-partiisq-liderebis-mtkicebith-khelisufleba-kakha-miqaias-dakavebas-gegmavs.html პ.ს. ეს ის კახა მიაქაიაა, ზუგდიდში საკანი რო დადგა და სისხლს რომ უშრობს ადგილობრივ ხელისუფლებას, პლანეტაზეც არაერთხელ გახსნილა ამ კაცზე თემა... http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/kaxa-miqaia.jpg
  10. PEPE. სულაც ერთად გავაკეთოთ თუ გინდა! Saturn მოახერხებდა რამენაირად.. საღადაო ამბავია?
  11. პარლამენტის წინ მიმდინარე ადვოკატების საპროტესტო აქციას პატიმრის ახლობელი შეუერთდა, რომელსაც პირი აქვს ამოკერილი. პირამოკერილი სულხან დეკანოიძე ამბობს, რომ მისი ძმა დავით დეკანოიძე გლდანის ციხეში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. სწორედ ეს გახდა პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოხატვის მიზეზი. სულხან დეკანოიძის განცხადებით, ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ინვალიდია და ამასთან, იგი უკანონოდაა დაკავებული. დავით დეკანოიძის დედის, ნარგიზა ნებიერიძის თქმით, რომელიც ასევე აქციას შეუერთდა, პატიმარს საზღვარგარეთ რამდენიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული, ვინაიდან ავარიაში მოყვა. იგი ინვალიდია და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ოჯახის წევრების ცნობით, დავით დეკანოიძე პასპორტის გაყალბების მუხლითაა გასამართლებული. თუმცა მათი თქმით, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომელიც დავით დეკანოიძის ბრალს დაადასტურებს. ამასთან, პარლამენტის წინ მიმდინარე ადვოკატების საპროტესტო აქციაზე წუხელ ინციდენტი მოხდა. როგორც ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა, დაახლოებით 02:30 საათზე, მათ თხელი პლედები და მუყაოს ქაღალდები მიიტანეს, რის შემდეგაც 50-მდე პოლიციელი მივიდა და პლედები წაართვა. სხვა ნივთები კი პოლიციელებმა ადვოკატების მანქანიდან ამოიღეს. აქციის მონაწილეებს ლეიბები და აქციისთვის საჭირო ტექნიკა გუშინაც წაართვეს.
  12. Grig ალბათ, მაგრამ ისიც ფაქტია რომ ელემენტარული მომზადება არ ეტყობოდა, ამას რომ ამბობდა ხომ? შესაბამისად გასაგებია როგრც მუიშაობს სამინისტრო
  13. პარლამენტის წინ მიმდინარე ადვოკატების აქციაზე ინციდენტი მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა , დაახლოებით, 16:30 საათზე, როდესაც ადვოკატებმა პარლამენტის წინ ლეიბები გაშალეს და შიმშილობის აქციის დაწყებას აპირებდნენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაარბიეს. მისი ინფორმაციით, პოლიციელებმა წაიღეს ლეიბები, ასევე, ტექნიკური საშუალებები და მათი სხვა ნივთები. ხაჭაპურიძის განცხადებით, დარბევის ამსახველი ფაქტები გადაღებულია ტელეკამერების მიერ. ადვოკატის თქმით, ისინი საპროტესტო აქციას მაინც განაგრძობენ და დაშლას არ აპირებენ. პარლამენტის წინ დაახლოებით, 30-მდე აქციის მონაწილე, მათ შორის ადვოკატები არიან შეკრებილნი. http://www.interpressnews.ge/ge/politika/168747-parlamentthan-mimdinare-aqciaze-incidenti-mokhda.html პ.ს. მერამდენე აქცია დაშალეს ძალისმიერად წელს?
  14. აკაკი მინაშვილი დარწმუნებულია, რომ უკანასკნელ წლებში ემიგრაციიდან მოქალაქეების დაბრუნების მაღალი ინტესივობაა. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულს ხდომაზე აკაკი მინაშვილმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების და მათი საქართველოში დასაქმების მაღალი ინტესივობა შეინიშნება. მისი თქმით, სწორედ ეს არის მთავარი ინტიკატორი იმისა, რომ საქართველოში წარმატებულად ხორციელდება, როგორც პოლიტიკური და დემოკარტიული, ასევე ეკონომიკური ცვლილებები. ამ ცვლილებებს კი, მინაშვილის განცახდებით, მოსახლეობა საზღვარგარეთაც გრძნობს. “მოქალაქეები ბრუნდებიან, რადგან აქვთ შანსი და უნარი საკუთარი თავის ამ ქვეყანაში რეალიზებისა” – დასძინა მინაშვილმა. --- სხვა საქართველო სად არიო ხო მღეროდნენ აგერ აქ არის, მინაშვილის ტვინში
  15. ძუკუ ოქრუაშვილის განცხადება არადიპლომატიური იყო, მაგრამ შინაარსი იგივე მგონი Saturn აუ ეს ბიძია სემი გაგვიბრაზდება პოსტები მკლავს რა
  16. nika3012 რაიონშI ხალხმა უნდა დაიინახოს რომ "მარტონი არ არიან" და დედაქალაქიდანაც აქვძთ პადდერზკა!
  17. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ევროპის ერთ-ერთ უძველეს მონარქიებს, შვედეთის და დანიის სამეფოებს რესპუბლიკები უწოდა. როგორც კალანდაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, 16-18 მაისს, სამუშაო ვიზიტით შევედეთისა და დანიის რესპუბლიკაში გაემგზავრა კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველოსათვის მნიშვნელოვანი სააკითხები. “საქართველოს ორივე სახელწიფოსთან აქვეს ძალიან კარგი პარტნიოპრული ურთიერთობები. Aამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გამოირჩევიან საქართველოსადმი მხარდაჭერით. ისინი აქტიურად უჭერენ მახარს ჩვერნს მიზნებს ეროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კალამდაძემ მისივე თქმით, ვიზიტი ორდღიანი იქნება. დაიწყება შვედეთის სამეფოში და გაგრძელდება დანიის სამეფოში, სადაც კოლეგებს საუბარის საშუალება ექნებათ. http://www.epn.ge/?p=61382 :givi:
  18. ხალხი ნორმალური რაოდენობით ჩანს... დდა ქართულმა პარტიამ ძალიან ადეკვატური განცხადება გააკეთა: "ქართული პარტია" ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას წერილობით მიმართავს და მოუწოდებს, აშშ-ს ხელისუფლებამ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მხარდაჭერა და მხარი დაუჭიროს საქართველოს . როგორც მიმართვის ტექსტშია აღნიშნული, "ქართული პარტია" ადასტურებს, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებთან მეგობრობა და პარტნიორობა, ეს მოწოდებაც გამომდინარეობს სწორედ ამერიკისადმი დიდი პატივისცემიდან და იმის გაცნობიერებიდან, რომ აშშ არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი საქართველოსთვის, თუმცა გამოთქვამს სინანულს, რომ არ არსებობს არანაირი იმედი და წინაპირობა იმისა, რომ სააკაშვილი შეცვლის თავისი მმართველობის სტილს, ფორმას და მეთოდს. მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტი განუწყვეტლივ აპელირებს ამერიკასთან და დემოკრატიულ სამყაროსთან მეგობრობით და ამავე დროს, მისი ყველა ღონისძიება მიმართულია საქართველოში თავისუფლების სულის ჩასაკლავად, რის გამოც სულ უფრო მეტს ადამიანს უჭირს გაიგოს, რატომ უჭერს მხარს აშშ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ მხარდაჭერას ბოროტად იყენებს თავისი ხალხის წინააღმდეგ. "შეუძლებელია, დემოკრატია ვუწოდოთ იმას, რომ ხელისუფლებამ მიისაკუთრა და საკუთარი პროპაგანდის იარაღად აქცია ნაციონალური ტელეარხები; ჩვეულებრივ ამბად ითვლება სატელეფონო მოსმენები და პირად ცხოვრებაში ჩარევა; არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და მთლიანად ემორჩილება ხელისუფლების ნებას; პოლიცია და სპეცსამსახურები პოლიტიზირებულები არიან და მმართველი რეჟიმის ინტერესებს იცავენ; სასტიკად იდევნება ოპოზიცია და ყოველგვარი განსხვავებული აზრი; ქვეყანაში არის ათეულობით პოლიტპატიმარი, ფეხქვეშ ითელება საკუთრების უფლება და ილახება კერძო მესაკუთრეთა ინტერესები; ბიზნესი სახელისუფლებო ტერორის ქვეშ არის მოქცეული და მათ მთლიანად აკონტროლებენ სახელისუფლებო კლანები; ხელისუფლება ტოტალურად აყალბებს არჩევნებს და ა.შ. შექმნილ მგომარეობას რეალურად დემოკრატიის არარსებობა ჰქვია", - მიმართავენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს "ქართული პარტიის" ლიდერები. მათი მტკიცებით, საქართველოში დემოკრატიის დასამარებას ერთადერთი მიზეზი აქვს - სააკაშვილის რეჟიმმა უკუქმედებებით და მანიპულაციებით მიიტაცა ძალაუფლება. მიმათვაში "ქართული პარტია" აშშ-ს პრეზიდენტს ასევე აცნობებს იმ სოციოლოგიური კვლევების შესახებ, რომელთაც ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ, NDI და IRI საქართველოში ატარებენ. პარტიის ლიდერები მიჩნევენ, რომ ეს ორგანიზაციები დამახინჯებულად წარმოაჩენენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ სურათს, რასაც თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სპეკულაციებით და მანიპულაციებისთვის იყენებს. -- პ.ს. მე ყველაფერში ვეთანხმები პრონციპში
  19. datodo ხო უნდა თქვან ვარსებობთო... mtidan გეთანხმები Siknadmo არადა არც აძლევს ხმას... საერთო ჯამში..
  20. lasha_alo არა მგონია იქაური ხალხი იტყუებოდეს...!
  21. PEPE. მიშას ტექწნოლოგი ეროსა რომ იყო გახსოვს?
×
×
  • შექმენი...