საქართველო მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად უნდა იყოს. ეს განცხადება დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის ზრახვები ყველასთვის გასაგებია, იგი საგარეო პოლიტიკის ერთადერთ ინსტრუმენტად იყენებს შანტაჟს, აგრესიას და ძალას. აქედან გამომდინარე, საქართველო უნდა იყოს მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად. თუმცა, მინისტრის მოადგილე არ მიიჩნევს, რომ შესაძლოა 2008 წლის აგვისტოს აგრესიის განმეორება, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაძაბულობის მუხტი არის დაბალი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1