. რაც უნდა კარგად იმუშაოს ომბუდსმენმა, საკმარისია ერთი სფერო უყურადღებოდ დატოვოს, რომ ეს უკვე დიდი წარუმატებლობა იქნება, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი პოლიტიკური მოსაზრებების გამო იდევნება. სახალხო დამცველს, რომელიც ნახავს, რა სასტიკად არის ნაცემი ამირან ბიწაძე, არა აქვს დუმილისა და ზედაპირული განცხადებების გაკეთების უფლება. როგორ ფიქრობთ, საკმარისი იქნება, ვთქვა, ო, რა მხეცურად მოიქცა ვიღაც ცუდი ადამიანი, მოვითხოვ ეს ფაქტი სასწრაფოდ გამოიძიოს პროკურატურამ-მეთქი? მე ხომ ვიცი, რომ ამ საქმეს არავინ გამოიძიებს? ისევე როგორც შარშან ვიცოდი, რომ როინ შავაძის მკვლელობის საქმე გაუხსნელი დარჩებოდა. როინ შავაძის მკვლელობიდან ერთი წელია გასული და საქმეს ისევ იძიებენ! შავაძე ხელისუფლებამ მოკლა და როგორ ფიქრობთ, მკვლელი საქმეს გამოიძიებს? როდესაც 21 მაისის არჩევნების შემდეგ ნიღბიანმა პირებმა 20-ზე მეტ კაცს სცემეს, შეუძლებელია სახალხო დამცველმა ამას არ დაარქვას სახელი, ეს სახელი კი ერთია - პოლიტიკური დევნა! თუ ასეთი დანაშაულების მხილებას სახალხო დამცველი მოერიდება, ის ვერ შეძლებს თავისი უმთავრესი ამოცანის შესრულებას. http://www.ambebi.ge/samartali/8633-qshava...moidziebsq.html