-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
17 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. აფხაზურ-რუსულმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს. ქართული მხარის ჯერაც დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მონაცემებით, 1992-93 წლების დაპირისპირებისას 3500 აფხაზი დაიღუპა და 2 ათასამდე დაიჭრა. პ.ს. მე გლობალი გამეთიშა, და იქნებ ვინმემ სურათები ატვირთოს?!
-
ალექსანდ დუგინი ”რუსეთმა პოსტსაბჭოურ ქვეყნებზე ბატონობის
newstudio replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer წააგებენ -
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, რუსთავში პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძეც დაესწრო. პოლიციის ახალი შენობა აღჭურვილია თანამედროვე დიზაინითა და გამჭვირვალე შუშებით. მინისტრის განცხადებით, გამჭვირვალე შუშების მიზანია, პოლიციის მუშაობა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს. შენობაში განთავსებულია კეთილმოწყობილი სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები ინსპექტორ-გამომძიებლებისთვის. აგრეთვე, საუბნო ჯგუფის სამუშაო ოთახები. შენობა აღჭურვილია თანამედროვე საოფისე ინვენტარითა და კომპიუტერული ტექნიკით. პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა მოემსახურება ქ.რუსთავის მოსახლეობას. რუსთავის პოლიციის განყოფილება წლების განმავლობაში ძველ და ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული. დღეიდან კი რუსთავის პოლიციის 75 თანამშრომელი მუშაობას თანამედროვე ტიპის ახალ შენობაში გააგრძელებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ნო კომენტ
-
[ნესტან ცეცხლაძე, რადიო ”უცნობი”] ტურიზმის ექსპერტები თვლიან, რომ აჭარაში ფასები, როგორც სასტუმროებზე, ასევე კვების ობიექტებზე და გართობის საშუალებებზე არის ძალიან მაღალი და არ შეესაბამება მიწოდებულ სერვისს. – ”შეიძლება ითქვას რომ კატასტროფული სხვაობაა ფასებს და სერვისს შორის“, – თვლის აჭარის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ელიზიანი. მისი თქმით ეს აისახა კიდეც შედეგებზე და ბევრი ქართველი, რომელსაც ნორმალურად დასვენების შესაძლებლობა აქვს, აჭარის შავიზღვისპირეთის ნაცვლად თურქეთში, ანტალიაში მიდის. აქ კი ტურისტს, სულ ცოტა 100$ მაინც სჭირდება დღეში რომ ნორმალურად დაისვენოს. ამაში შედის სასტუმრო, კვება და გართობა. თუმცა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით ივნის–ივლისში აჭარაში დამსვენებლების მხოლოდ 20%, ანუ 13 ათასზე ოდნავ მეტი განთავსდა სასტუმროებში. დამსვენებლების უმეტესობა კერძო სექტორს ირჩევს, სადაც ფასები მნიშვნელოვნად დაბალია სასტუმროებთან შედარებით. ტურისტებში ძალიან პოპულარულია ე.წ. ”კოიკა“, ანუ როცა დამსვენებელი საწოლს იზიარებს – ან სხვა ტურისტთან, ან დამსვენებელთან ერთად. მისი ფასი აჭარაში დაახლოებით დღეში 8 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს – ზღვიდან მანძილის და პირობების მიხედვით. ’გესთ ჰაუსების’ ფასი 40 ლარიდან იწყება. სასტუმროების კი 60 ლარიდან. ყველაზე ძვირადღირებული ნომერი აჭარაში 2’100 დოლარი ღირს. ესაა საპრეზიდენტო ლუქსი სასტუმრო ”ინტურისტში“ და როგორც ადმინისტრაციამ გვითხრა, პრეზიდენტის გარდა, რამდენჯერმე ეს ნომერი იქირავეს სხვა სტუმრებმაც – ქართველებმაც და უცხოელებმაც. ”ინტურისტი“ ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა აჭარაში. ჩვეულებრივი სტანდარტული ნომერი 189$ ღირს, ლუქსი კი 331$. თუმცა თუ შარშან ამ პერიოდისთვის, აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე ”ინტურისტში“ ნომრის დაჯავშნა შეუძლებელი იყო, ახლა ამის პრობლემა აღარ არის. კითხვაზე, თუ რამდენი პროცენტითაა სასტუმრო დატვირთული, მივიღეთ პასუხად, რომ ეს ”კომერციული საიდუმლოებაა”. სხვა რამდენიმე სასტუმრო, რომელთა ფასებიც 80–დან 120 ლარამდე მერყეობს, 50%–ით და უფრო ნაკლებადაა დატვირთული. ამასთან ამ ღირებულების სასტუმროების უმრავლესობაში არ შედის საუზმე. ოფიციალური სტატისტიკით წელს აჭარაში თითო დამსვენებელი დღეში საშუალოდ 118–120 ლარს ხარჯავს. – ”ეს საშუალო ციფრია“, – განმარტავენ ტურიზმის დეპარტამენტში, – ”ზოგი ბევრად მეტს ხარჯავს, ზოგი ნაკლებს. თუმცა ეს ციფრი შარშანდელთან შედარებით მეტია”. 2008 წლის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მარკეტინგული კვლევით თითოეული ტურისტი დღეში საშუალოდ 100 ლარს ხარჯავდა. გამოკითხულთა 27% შარშან დღიურად 21–30 ევროს ხარჯავდა, 31–40 ევრომდე ხარჯავდა 18%, დღეში 60 ევროზე მეტს ხარჯავდა ვიზტორთა 10%. კვლევა ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრებში ტარდებოდა, სადაც ანკეტებს მხოლოდ იქ შესული ტურისტები ავსებდნენ, ამიტომ კვლევის ასეთი მეთოდოლოგიის გამო ეს მაჩვენებელი შესაძლოა ზუსტი არ იყოს. აჭარაში დასვენების ფასების სიძვირეზე საუბრობს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი თემურ დიასამიძეც: – ”ჩვენ არა გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ კერძო სექტორს ფასების დაწევა. ეს იქნებოდა უხეში ჩარევა საბაზრო პირობებშიო”, – ამბობს ის. დიასამიძის თქმით სეზონის დასაწყისში ის შეხვდა ტურისტული ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს და ურჩია ტურისტული პროდუქტების (სასტუმროები, რესტორნები, ბუნგალოები) გაიაფება. თუმცა ძალიან ცოტამ გააკეთა ეს. ტურიზმის სფეროში დასაქმებული ბევრი ადამიანი ამბობს რომ მათ არ ჭირდებათ გაიაფება, რადგანაც ისედაც ბევრი კლიენტი ყავთ. კურტ რაიცი, ტურიზმის ექსპერტი გერმანიიდან, რომელიც აჭარის ასევე ტურიზმის ასოციაციის კონსულტანტია, თვლის რომ „ეს დამღუპველია ტურისტული ბიზნესისთვის“. მისი აზრით თურქეთმა ათწლეულის განმავლობაში სერვისის რევოლუცია მოახდინა. მათ შეძლეს ფასისა და სერვისის შესაბამისობაში მოყვანა. ასევე იყო ბულგარეთსა და რუმინეთში. რაიცი ამბობს, რომ შეუსაბამობამ ფასსა და სერვისს შორის მომავალში შესაძლოა ტურისტებს მარშრუტის შეცვლა აიძულოს. რაც ნაწილობრივ ახლაც ხდება. – ”ყველაზე მარტივი და აუცილებელი სერვისი ღიმილია, რომელსაც იშვიათად თუ შეხვდებით. არ ვგულისხმობ ირონიულ ღიმილს, რომელსაც აქვს ადგილი. ქართველებს ღიმილის პრობლემა აქვთ“, – ამბობს გერმანელი ექსპერტი, რომელსაც მიაჩნია რომ სწავლითა და მონდომებით სერვისის პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია. – ”მართალია სახელმწიფო ვერ დაიწყებს კერძო სექტორში ფასები რეგულირებას, მაგრამ სხვა უამრავი მექანიზმის მოფიქრება შეიძლება რაც ტურისტულ ინდუსტრიაში მომუშავე პირებს აიძულებს სერვისი გააუმჯობესონ”, – თვლის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი. ელიაზიანის აზრით მთავრობას შეუძლია მაგალითად არ შეიტანოს ტურისტებისათვის მომზადებულ საინფორმაციო კატალოგებში სასტუმროები და კვების ობიექტები, რომელთაც ცუდი სერვისი აქვთ და ასე აიძულოს მეწარემეებს სერვისის ფასებთან შესაბამისობაში მოყვანა. http://presa.ge/index.php?text=news&i=9191 რამდენად მარტალია ეგ სტატია?!
-
ვის უჭერ მხარს, ოპოზიციას თუ მიშას?!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ვითომ რატომ?! -
ალასანია ფრაქციას ქმნის პარლამენტში?!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ფრაქციის ფორმალური თავჯდომარე არ იქნება ალასანია და ეგაა... -
ალასანია ფრაქციას ქმნის პარლამენტში?!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 დეპუტატების გადმობირება კულუარულად ქართული პარლამენტარიზმის თვისებაა))) -
შემდეგ თაღლითობა არის გადაუდებელი საქმისთვის ფულის თხოვნა როგორ წესი 5 - 10 ლარზეა ლაპარაკი თაღლით ცრემლმორეული წერილით გულს აგიჩუყებთ თავისი უბედურებით და სასწრაფოდ ფულის სესხებას გთხოვთ... შემდეგ კი რასაკვირველია არავითარ ვალის დაბრუნებაზე აღარ არის ლაპარაკი!
-
Gegius ერთი ორი დღე არ არის გადამწყვეტი ვიკიპედიით დავიწყოთ და თუ მოვღონიერდით აუცილებლად გავაძლიეროთ ინტერნეტ "კონტროლი" ესეთ რაღაცეებზე
-
ნუგზარ წიკლაური კი უარყოფს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური პარლამენტში “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას ფრაქციის შექმნის რესურსს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. მარა იქვე მაბობს, რომ: . “თუ ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამის შესახებ არ ვიცი”, – განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ თუ პარლამენტში ირაკლი ალასანიას ფრაქცია მართლაც შეიქმნება, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. თუ მართლა შეიქმნა ალასანიას ფრაქცია, წაგვადგება საზოგადოებას, როგორ ფიქრობთ?!
-
Sakartwelo პრევენცია Sakartwelo ვერ ჩაასწორებ?! ვის შეგიძLიათ ეს ტექსტი გააინგლისუროთ?!
-
Sakartwelo დეპრეს, ტრუსის ხეობასთან მაგ თემის ავტორს გადაეცი ეს ლინკი: http://herectus.livejournal.com/110595.html რამდენიმე რუკაა კონკრეტული ატლასებიდან. აი ეს გადმოგცეს ვის შეგიძLიათ ეს ტექსტი გააინგლისუროთ?!
-
Saturn რა ნაცნობი ფრაზაა :eshmak:
-
სლავიკა ეგ ვიცი, საიდან, ანუ რომელი რეგიონიდან, მე დონეცკ...ენაკიევო დედა მყავს იქიდან
-
machkatela აბა?!
-
Saturn საგანგაშო ისაა რომ 54%-ს გამოკითხვის მიხედვით საქართველოს დატოვება უნდა
-
ერთერთი გავრცელებული ფორმაა სხვისი საიტის გაყიდვა. ვინმე აქვეყნებს სხვისი საიტის გაყიდვის შესახებ განცხადებას, თან იმდენად მცირე თანხად, რომ პოტენციურ მყიდველს შემოწმების სურვილი არ გაუჩნდეს. ხოლო როცოა გულუბრყვილო მყიდველი თანხას გადარიცხავს "გამყიდველი" ქრება თვალსაწიერიდან.... თუ კიდე იცით რაიმე მეთოდი დაწერეთ რომ ინეტ მომხმარებლები არ მოტყუვდნენ!
-
უკრაინას და ჩვენ ხო გადაგვეკიდნენ, მერე ბელორუსიასთან ქონდა საბაჟო ომი ეხლა ლიტვასთან გააჩაღეს ...რძის პროდუქტების ამ ქვეყნიდან შემოტანა აკრძალეს რა უნდა რუსებს იქნებ ვინმემ გამაგებიოს ა?!
-
NuKi შენი ვიდეო ვერ ვიპოვე...ზუსტად ვერ მიმითითებ?!@
-
სიმბოლურ საჩუქარზეა აქ ლაპარაკი, თორე ჯიპ ჩეროკი მეც კი გამიხარდება :eshmak::
-
Gegius ვაწარმოებთ, ოღონდ უცხოელებს ეკუთვნით სიმძლავრეების 90%
-
Gegius ყველაზე კაი ვარიანტი იქნებოდა ადგილობრივი პროდუქციის გამოშვებაზე გვეზრუნა
-
Gio-100 წყალიცო ამბობენ
-
გოგა ხაჩიძე ონლაინ კონფერენციას გამართავს
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ონლაინ კონფერენცია გამართა. ნებისმიერ მოქალაქეს, თუ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებ-გვერდის www.moe.gov.ge-ის საშუალებით მინისტრისთვის კითხვა დაესვა და დაუყოვნებლივ მიეღო პასუხი. „მსურს, აღვნიშნო, რომ ხალხთან დიალოგი არ არის მხოლოდ სოფლებში, ქალაქებში, რაიონებში გასვლა. საინტერესო ადამიანები არიან ინტერნეტ სივრცეშიც და ჩემთვის ეს ფორმატი მისაღებია. დაისვა საკმაოდ მნიშვნელოვანი და გაცნობიერებული კითხვები. მოხარული ვარ, რომ გარემოს დაცვა, თუნდაც ეს გამოთქმა, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც გვინდა, რომ ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ. გარემოს დაცვის შესახებ კითხვების დასმა, საუბარი, მსჯელობის მოსმენა, ინფორმაციის მიღება იმის საწინდარია, რომ საზოგადოებრივი შეკვეთა უფრო მაღალი სტანდარტების გარემოს დაცვის შესაბამისი გახდება. ეს კი გარემოს დაცვის სამინისტროს პირდაპირი მოკავშირეა“, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ. გარემოს დაცვის მინისტრის დღეს გამართული ონლაინ კონფერენცია პირველია და იგი ტრადიციული გახდება. www.moe.gov.ge -ის მომხმარებლებს ონლაინ პასუხების გარდა, შესაძლებლობა ექნებათ მათთვის საინტერესო კითხვები მინისტრს ნებისმიერ დროს დაუტოვონ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 -
სლავიკა ვაა საიდან ხარ წარმოშობით>?