საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურსა და ეკონომიკის მინისტრ ლაშა ჟვანიას შორის დაპირისპირებაა. ტელეკომპანია ‘’იმედის’’ ცნობით, პრემიერ მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს შორის დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთთან კონტაქტს მინისტრების მოადგილეების მეშვეობით აწარმოებენ. განხეთქილების ვაშლი კი, სახელმწიფოსა და სააქციო საზოგადოება ‘’კავკასუს ენერჯისთან’’ გაფორმებული მემორანდუმია, რომლის მიხედვითაც, სამცხე-ჯავახეთში 43 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, რომელიც დასაქმებისა და ელექტროენერგიის პრობლემებს მოხსნიდა. სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი გაჭიანურდა, მიზეზი კი, ჟვანიას უწყება აღმოჩნდა, ჰესის ტერიტორიის ნაწილი სახელმწიფო წიაღისეულების მოპოვების აუქციონზე გაასხვისა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. რატომ მაგონებს ეს ყველაფერი ედიკას დროს?!