ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვის დაწყების თარიღი სექტემბრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, სასამართლო პროცესი ცოცხალ რეჟიმში წარიმართოს, რაც ნიშნავს, რომ საქმის განხილვა მხარეთა მონაწილეობით მოხდება და სხდომები ღია იქნება. „ევროსასამართლო საქმეებს, ძირითადად, დახურული ფორმატით, მხარეთა მონაწილეობის გარეშე იხილავს. ამ შემთხვევაში შეიძლება, ცოცხლად ჩატარდეს და ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ევროსასამართლოდან მივიღეთ წერილი, გვსურდა თუ არა, სხდომები ღია ყოფილიყო, რაზეც, ბუნებრივია, თანხმობა განვაცხადეთ. მათი გადასაწყვეტია, პროცესი როგორი ფორმატით წარიმართება", - აღნიშნა შავგულიძემ. მისივე თქმით, საქართველოს მხარემ ევროსასამართლოს მოთხოვნილი მტკიცებულება არ წარუდგინა. კერძოდ, ოქროყანაში, ბადრი პარატკაციშვილის სახლის სათვალთვალო კამერიდან გადაღებული მასალა, რომელსაც მოპასუხეები მტკიცებულებებში უთითებდნენ. „როდესაც ეს მტკიცებულება მოითხოვა ევროსასამართლომ, მათ არ გადაუგზავნეს. ეჭვი გვაქვს, რომ ამ მასალაში ჩანს ცნობილი სუფრის წევრების კავშირი ოქროყანაში მომხდარ დანაშაულთან. იმდენად ძვირფასი იყო მათთვის ეს მასალა, რომ ევროსასამართლოს საყვედური აიტანეს",-განაცხადა შავგულიძემ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ევროსასამართლოსგან ითხოვენ, საქართველოს ხელისუფლებას მორალური კომპენსაციის სახით, გირგვლიანის ოჯახის სასარგებლოდ 300 000 ევრო დაეკისროს. თუმცა, მთავარი მოთხოვნა უკავშირდება საქართველოს სამართალწარმოებაში საქმის ხელახალ დაბრუნებას და სამართლიანი შედეგის დადგომას. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. მოიცა თუ ვიდეოკამერის მასალა არის...რატომ აქამდე არ ვიცოდით?! პ.პ.ს. ძირს დახაკვა!