ტელეკომპანია "იმედიდან" ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი დაითხოვეს. კერძოდ, სამსახურიდან თეა თუაშვილი, ნინო მამალაძე, თიკო ფეიქრიშვილი, ნინო კვირიკაშვილი, აგრეთვე, ოპერატორების, ტექნიკური პერსონალის ნაწილი და “იმედის დილის" შემოქდებითი ჯგუფი გაათავისუფლეს. კულუარული ინფორმაციით, თანამშრომელთა გათავისუფლების იდეა ჰოლდინგის ხელმძღვანელს, გიორგი არველაძეს ეკუთვნის, რომელსაც მიაჩნია, რომ “უკვე დროა, ძველი კადრები ახალი სახეებით შეიცვალონ”. "ინტერპრესნიუსი" შეეცადა, დაწვრილებითი ინფორმაცია მიეღო, თუმცა ზოგ შემთხვევაში ჟურნალისტებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ზოგმა კი, კომენტარისგან თავი შეიკავა. საინფორმციო სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ინწკირველი აცხადებს, რომ საქართველოში არ იმყოფება. “ორი კვირაა, შვებულებაში ვარ და საქართველოში არ ვიმყოფები. არ ვიცი, რა ხდება, ეს ამბავი ჩემთვის უცნობია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნანა ინწკირველმა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, "იმედიდან" სულ 140 თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. მონები მოდიან....