მოსკოვში, ანდრეი სახაროვის ცენტრში რუსი რეჟისორების - ანდრეი ნეკრასოვისა და ოლგა კონსკაიას დოკუმენტური ფილმის “რუსულის გაკვეთილები” ჩვენება გაიმართა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ასახავს. დოკუმენტურ ფილმში გასული წლის აგვისტოში საქართველოში ომის დაწყების შესახებ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ვერსიაა უარყოფილი და ნაჩვენებია, რომ ომი რუსულმა მხარემ დაიწყო. ნეკრასოვის განცხადებით, ფილმის გადაღების იდეა ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში გაჩნდა, როცა რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციებით მისთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტი მწიფდებოდა. რეჟისორებმა მოვლენების დაფიქსირება ცხინვალის რეგიონიდან და უშუალოდ ქართული მხრიდან დაიწყეს. დოკუმენტურ ფილმში დაფიქსირებულია ცხინვალის რეგიონზე საჰაერო თავდასხმები. ფილმის ავტორების კითხვაზე, თუ ვისია ეს თვითმფრინავები, ცხინვალელები პასუხობენ – “რუსეთის”. ნეკრასოვი ასევე საუბრობს რუსული ავიაციის მიერ ქართული ქალაქების დაბომბვაზე. ნეკრასოვის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ფილმში აფხაზეთის 1993 წლის კონფლიქტის კადრების ჩართვა, როცა მისი თქმით, ეთნოწმენდის შედეგად ათასობით ქართველი აფხაზეთიდან გაიდევნა. რეჟისორის განცხადებით, ფილმს საერთაშორისო ფესტივალებზე და დასავლურ გაქირავებაში მონტაჟის საბოლოოდ დასრულების შემდეგ წარადგენს. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ჯერ კიდევ დაუსრულებელი ფილმით უკვე დაინტერესდა რუსეთ-საქართველოს ომის ევროკავშირის საგამოძიებო კომისია, რომელსაც ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს. ნეკრასოვი იმედოვნებს, რომ ფილმს კომისიას დასკვნის მომზადებამდე წარუდგენს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ვერ გავჩითავთ ამ ფილმს? აქ კი ქართული მხარის მსასალები ომზე http://apsny.ge/report.html (ნგლისურადაა)