სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელი ღონისძიებების გატარების ვადები ისევ გადაიწია და ის 2010 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2015 წლის 31 დეკემბრს ამოქმედდება. არადა, აქამდე ცნობილი იყო, რომ სურსათზე ხარისხის კონტროლი 2010 წლის იანვრიდან უნდა დაწყებულიყო. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მთავრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის შეტანას აჭიანურებდა, თავიდანვე გამოითქვა ეჭვი, რომ კონტროლი ვერც ახალი წლიდან აღდგებოდა და ხელისუფლება კანონის ამოქმედებას მესამედაც გადაავადებდა. სააგენტო “მედია-ნიუსის” ცნობით, სურსათის უვნებლობაზე კონტროლის გატარების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი უკვე არსებობს. პროექტის მიხედვით, მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები 2009 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2015 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდება. http://presa.ge/index.php?text=news&i=11250 პ.ს. ვის შემოაქვს გაფუჭებული და პირდაპირ ვიტყვი, მომწამვლავი საკვები?! ეჭვი მაქვს ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს. 300 000 ნარკომანი, დაწამლული ხალხი... კიდე რა უნდა მოხდეს, რომ 500 ლარიანი ხელფასის გამო ხელისუფლებას მაინც უჭერდნენ მხარს?! უკვე აღარ მესმის რა...