გია თორთლაძე სასჯელის შეკრებითობის პრინციპის ნაწილობრივ გაუქმებას ითხოვს როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თორთლაძემ განაცხადა, შეკრებითობის პრინციპის გამო ბევრი კაზუსი ხდება და მსუბუქი დანაშაულის ჩამდენის სასჯელმა შესაძლოა მძიმე დამნაშავის სასჯელს გადააჭარბოს. თორთლაძის განმარტებით, შეკრებითობის პრინციპის ნაწილობრივ გაუქმება, გულისხმობს მძიმე დანაშაულზე იგივე პრინციპის დატოვებას. მისი თქმით, კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება მოსამართლის თავისუფალი გადაწყვეტილების შესაძლებლობაც. http://expressnews.ge/?lang=geo&id=991&nid=577