ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი: ცხინვალზე შეტევა თუ ჩვენ დავიწყეთ და ვინმემ ეს თქვა, მოღალატე და რუსეთუმეა. მერე რა რომ 8 აგვისტოს ყურაშვილი კიოდა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე ან: ვინც სამოქალაქო ომში მიიღო მონაწილეობა ხუნტას მხარეს, პოლიტიკიდან ჩამოსაშორებლები არიან. მერე რა რომ იდეური მხარდამჭერებითაა ხელისუფლება გავსებული ხუნტის. ან: თუ საქართველოს პატრიარქს აქვს კონტაქტები რუს მღვდლებთან, კაგბ-ს აგენტია. მერე რა რომ ლკარსს ვუხსნით და საჰაერო მიმოსვლას აღვადგენთ. ან: არასაპარლამენტო ოპოზიცია რუსეთიდან მართულია და ქვეყნის არევა უნდა, მერე რა რომ 3თვიანი მიტინგების დროს ერთი ფანჯარაც არ ჩატეხილა აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. მIშა უალტერნატივოა, აბა გრეჩიხა ჯობდაა?! და რატომ არ ჯობდა, იმიტომ რომ ძველი ბიჭია და ა.შ> მერე რა რომ კირკიტაძეც იგინება და რურუა მხედრიონელია. --------- და ასეთი ბევრი მაგალითის გახსენება შეიძლება. როგორ უნდა დაუპირისპირდეს ასეთ უსირცხვილობას ადამიანი?! რა არგუმენტებით/! და უბედურება ისაა, რომ მიუხედავად აშკარა ლოგიკური წინააღმდეგობებისა, მაინც რჩებიან ამ ხელისუფლების გულმხურვალე მხრდამჭერები (მართალია ნაკლები დოზით, მარა მაინც)....