თბილისის მერიის ინიციატივით, დღეიდან ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება. როგორც `ინტერპრესნიუსს~ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, კურსების გავლის შესაძლებლობა 23 წლის ასაკიდან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. მსურველები მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თბილისის მერიაში, გამგეობებსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში დარეგისტრირდებიან. სწავლების უფასო კურსების გავლის მსურველები დასაქმებისთვის პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს შეიძენენ. სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წარჩინებული კურსდამთავრებულები მიიღებენ სპეციალურ სერტიფიკატს, რაც შემდგომ მათ დასაქმებაში დაეხმარებათ. თბილისის მერიაში ასევე შეიქმნება კურსდამთავრებულთა ბაზა. წარჩინებულებს მერია ასევე კერძო სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დასაწყებად უშუამდგომლებს. ჯგუფებში სწავლა 1-ელი თებერვლიდან დაიწყება. ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები სამთვიანია, ხოლო კომპიუტერის შემსწავლელი – ერთთვიანი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებმა უნდა დარეკონ მერიის “ცხელ ხაზზე” 72 22 22. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. მთლად სულელური ინიციატივა არ უნდა იყოს სხვათაშორის, მე პირადად ინგლისურის კურსებზე მინდა ვიარო, საკმაოდ მივიწყებული ენა რომ აღვიდგინო რას იტყვით?! მოგწონთ ინიციატივა?! ნუ საარჩევნო ხმებზე ნაკლებ გავლენას მოახდენს იმჰო