პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრამდე, ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცებმა კონსულტაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში გამართეს. თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიან კანდიდატურაზე შეთანხმდა. არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევანი „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებეი მდივანზე ეკა სირაძეზე შეჩერდა. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ იგი არის ნეიტრალური პიროვნება და მას არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება გააჩნია. თავად ეკა სირაძე მიიჩნევს, რომ ცესკო-ში სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი, თუმცა არჩევნებამდე დარჩენილი ვადა რადიკალური ცვლილებისთვის და არჩევნებისთვის იდეალური ვითარების შესაქმნელად საკმარისი არ არის. ამასთანავე, იგი თვლის, რომ ცესკო-მ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ღიად უნდა იმოქმედოს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ეგ ვიღაა იცის ვინმემ?!