"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, თეთრ სახლში მიხეილ სააკაშვილს და მისი გუნდს აღარ განიხილავენ იმ ერთადერთ ძალად, რომელსაც შეუძლია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. ამის შესახებ დღეს შემაჯამებელ ბრიფინგზე ამერიკიდან დაბრუნებულმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა. მისი თქმით, თეთრ სახლთან და სხვა სტრუქტურებთან ურთიერთობისას გამოიკვეთა აშშ-ს მზადყოფნა, დაეხმარონ საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, რათა ისინი მზად იყვნენ დემოკრატიული ღირებულებების გასაძლიერებლად და ხელისუფლებაში მოსასვლელადაც კი. თარგამაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბევრს საუბრობს, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის მიზნით ნაბიჯების გადადგმას აპირებს, ამ თემაზე საუბარი კი ~ქრისტიან-დემოკრატებისთვის~ მხოლოდ მოდა არ არის. “ჩვენ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს მართლაც უნდა დავუმტკიცოთ, რომ საქართველოს პროდასავლური არჩევანი ურყევია~, - დასძინა მან. ამასთან, თარგამაძე ამერიკაში ვიზიტისას დარწმუნდა, რომ აშშ გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში, საქართველოს ვაჭრობისა და გაცვლის ობიექტად ქცევას არ აპირებს. მისივე ინფორმაციით, თეთრი სახლში არსებობს მზადყოფნა, რომ დაეხმარონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. გიორგი თარგამაძე, ვაშინგტონში ნიკა ლალიაშვილთან ერთად, ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ძალიან ყურადღებით წაიკითხეთ გირჩევთ...თან არ დაგავიწყდეთ თარგამაძე ვისთან არის "მეგობრულად"