თბილისში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის ვიზიტი იანვრის ბოლოსთვის აღარ შედგება. როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა მამა დავით შარაშენიძემ განუცხადა, იანვრის ბოლოსთვის მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიათაშორისი საგარეო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის არქიეპისკოპოს ილარიონის ჩამოსვლა აღარ იგეგმება. მამა დავითს ვიზიტის გადადების მიზეზები არ დაუკონკრეტებია. არქიეპისკოპოსმა ილარიონმა საქართველოში ვიზიტის შესახებ იანვრის დასაწყისში, მოსკოვის საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მღვდელმთავარი აღნიშნავდა, რომ 27 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღეს, ღვთისმსახურებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან ერთად მიიღებდა მონაწილეობას, აწარმოებდა მოლაპარაკებებს “საქართველოს ეკლესიასთან მთელ რიგ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით”. მეუფე ილარიონი, ასევე, აცხადებდა, რომ საქართველოში რუსეთის პატრიარქის ოფიციალურ ვიზიტამდე საჭირო იყო ორი ეკლესიის ოფიციალური დელეგაციების რეგულარულად გაცვლა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. როგორც ჩანს, მიშას რუსეთისკენ მანევრებმაუშედეგოდ ჩაიარა ძალიანაც კარგი!