რამდენიმე მაწყვეტი: ალსანიას ოჯახზე „რეალ TV“–ს გადაცემა პირველი არ გახლავთ. ის არხმა ბოლო კვირების განმავლობაში აჩვენა. მათგან ზოგიერთებს შემდეგ „იმედი“, მეორე ნომინალურად კერძო, მაგრამ დანამდვილებით პროსახელისუფლო სატელევიზიო არხი იმეორებს. „იმედი“–ს პროდუსერის, ნათია კობერიძის თქმით, „რეალ TV“–ს გადაცემების გამეორების უკან პოლიტიკური მოტივი არ დგას. ზოგიერთ გადაცემას აშკარად მავნებლობის ელფერი დაკრავს. როდესაც ალასანია თბილისის ქუჩებში ამომრჩევლებს ხვდებოდა, „რეალ ტივი“–ს ჟურნალისტებმა ის მიიტყუეს და სთხოვეს კამერის წინ საკუთარი საათი და მობილური ტელეფონი ეჩვენებინა. გაკვირვებული ალასანია მათ დაემორჩილა, აჩვენა რა მათ პროფესიონალური, მაგრამ საკმაოდ ჩვეულებრივი აქსესუარები. ეს „გამოჭერის“ მომენტი არხმა მოგვიანებით აღარ შეიმჩნია და სიუჟეტში ამბავი მისთვის ჩვეულ სტილში მოყვა. „ალასანია მნიშვნელოვან შეხვედრებზე უფრო ძვირფას საათს და ტელეფონს ატარებს – ისმის ხმა კადრს მიღმა – ჩვენი წყაროების ცნობით, უცხოელმა პიარ–კონსულტანტებმა ურჩიეს ალასანიას, რიგით მოქალაქეებთან გაცილებით იაფფასიანი ტელეფონი და მამამისის ნაჩუქარი საათი ეტარებინა“.„რეპუტაციის შელახვა“ სხვა გადაცემებში უფრო გამორჩეულად ნაძირლური ტონია. ცოტა ხნის წინანადელ გადაცემაში „რეალ TV“–მ ცრუ ინტერვიუ ჩაწერა ნატურალური ზომის მანეკენთან, რომელიც ალასანიას ასახირებდა. ინტერვიუერმა მას მთელი რიგი მამხილებელი კითხვები დაუსვა, იმ ქვეტექსტით, რომ ალასანია რუსეთის აგენტი, ნარკოტიკებით მოვაჭრე და მოძალადე და მკვლელი ახალგაზრდული დაჯგუფების ყოფილი წევრია. ალასანიას თოჯინა მთელი ამ დაკითხვის განმავლობაში დუმს. ანალოგიურად, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველო, არის ქვეყანა სადაც ხალხი ხელისუფლებას უპირობოდ არ ენდობა“ და სადაც ამომრჩევლები გაცილებით გამოცდილები არიან, ვიდრე მათ პოლიტიკოსები აფასებენ. „ამ ქვეყანაში ხალხი გარკვეულია სხვადასხვა ტელევიზიების პოლიტიკურ სიმპათიებში. ისინი ძალიან კარგად ერკვევიან ამაში – ამბობს შიტსი – ასეთი ტიპის ქმედებებს უკურეაქცია მოჰყვება. ეს ძალიან უგუნური პოლიტიკური ქმედებაა“. http://presa.ge/index.php?text=news&i=12059 პ.ს. ეს ქართული რედაქციის მომზადებული მასალა არ არის...