აღარ იქნება 19:22 06-01-2012 უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად სპეციალური დასკვნის მომზადება დროში შეზღუდული აღარ იქნება . ამასთან დაკავშირებით ცვლილება "უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა. აქამდე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებული იყო, მთელი რიგი წესების დაცვით, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხის გადაწყვეტიდან დასკვნა პრეზიდენტისთვის წარსადგენად ერთ კვირაში მოემზადებინა. ბრძანებულებაში ცვლილებების მიხედვით კი, სააგენტო ვალდებული აღარ იქნება, რომ დასკვნა კონკრეტულად ერთ კვირაში წარადგინოს. რაც შეეხება სააგენტოს მიერ დასკვნის მომზადებისას გასათვალისწნებელ გარემოებებს, ისინი უცლველი რჩება. http://www.interpressnews.ge/ge/politika/189202-uckho-qveynis-moqalaqisthvis-saqarthvelos-moqalaqeobis-misanitceblad-specialuri-daskvnis-momzadeba-droshi-shezghuduli-aghar-iqneba.html?ar=A პ.ს. ვინც ვერ მიხვდა.. რადგან ბბ გავიდა საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქებიდან, სახელმწიფო ვალდებული იყო ერთ კვირაში განეხილა საკითხი, ეხლა კიდე, როცა გვინდა მაშინ განვიხილავთო.. სერიოზული იაღლიშები მოგდით უკვე ნაციკებო