“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ადასტურებს, რომ მის კაბინეტში მართლაც იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის აპარატიდან სატელეფონო ზარი. როგორც “ინტერპრესნიუსს” ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა, ასეთი ზარი გუშინ მართლაც დაფიქსირდა, თუმცა, ტელეფონს მისმა თანაშემწემ უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნული ზარის დროს იგი პარლამენტის გარეთ, პენსიონერების შეკრებაზე იმყოფებოდა. მის თანაშემწეს კი უთხრეს, რომ პრეზიდენტ მედვედევის აპარატს სურდა დეპუტატ ჯონდი ბაღათურიასთან დაკავშირება, ხოლო საუბარი შეწყდა მას შემდეგ, რაც თანაშემწემ განუმარტა, რომ ჯონდი ბაღათურია ადგილზე არ იმყოფებოდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს რა ხდება გამაგებინოს ვინმემ!