ა, მორიგი შედევრი!: ოფიციალური თბილისი რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ ევროპულ ქვეყნებს ღიად კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. ევროპის რიგი წამყვანი ქვეყნების, მათ შორის იტალიის პოზიციით უკმაყოფილება ამჯერად რომში ვიზიტად მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გამოხატა, რომლის შეფასებით, "საქართველო ნატო-ში შესასვლელად მზად არის და ყველა აუცილებელ კრიტერიუმს აკმაყოფლებს, ხოლო მის ალიანსში გაწევრიანებას რუსეთის პოზიცია უშლის ხელს". "საქართველო მზად არის ნატო-ში შესასვლელად და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ნატო-ში იმიტომ ვერ შევდივართ, რომ ალიანსის რამდენიმე დამაარსებელ სახელმწიფოს მოსკოვის გაღიზიანება არ სურს", - განაცხადა იტალიაში ვიზიტად მყოფმა ვაშაძემ ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში და აქვე დასძინა, რომ "საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თარიღის დასახელება ამ ეტაპზე რთულია". ამასთან, ვაშაძის აზრით, "რომს შეუძლია, აქტიური როლი შეასრულოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გაადვილების საკითხში, რადგან მოსკოვი იტალიის ხელისუფლების აზრს ითვალისწინებს". საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხსაც შეეხო და "ნაბუქოს" პროექტის განხორციელების გაჭიანურების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამასთან, მან "ნაბუქოში" რუსეთის მონაწილეობა გამორიცხა. "თქვენ იცით, როგორია ჩემი ქვეყნის ლოზუნგი: "Forget Russia!" (დაივიწყე რუსეთი)", - დასძინა ვაშაძემ. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...20&Itemid=1