Grig საქართველოს პრეზიდენტის მიუნჰენის საერთაშორისო კონფერენციაზე გაუმგზავრებლობასთან დაკავშირებით დღეს განმარტება გააკეთა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისი თქმით, პრეზიდენტი თავად კონფერენციის დირექტორმა მიიწვია ჯერ კიდევ იანვარში საქართველოს მეგობარი ქვეყნების პრესკონფერენციაზე. თუმცა, იმის გამო, რომ პრეზიდენტის განრიგი არის ძალიან მჭიდროდ გაწერილი, იგი ვერ ახერხებს მიუნჰენის კონფერენციაზე გამგზავრებას, რომელიც 4-7 თებერვალს გაიმართება. როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის განრიგის თანახმად უახლოეს პერიოდში თბილისში ჩამოდის პოლონეთის პრემიერ მინისტრი, ხოლო უახლოეს დღეებში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის პირველი მოადგილის ვიზიტი, რომელიც უშუალოდ შეხვდება პრეზიდენტს და გააცნობს მას საქართველოსთვის ამერიკის ეკონომიკური დახმარების ახლად დამტკიცებული პაკეტის შინაარსს. ამასთანავე იგეგმება გაზაფხულზე პრეზიდენტის ვიზიტები რუმინეთსა და საფრანგეთში, ხოლო აპრილში პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას მიერ მიწვეულია ვაშინგტონში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტზე. აქედან გამომდინარე, პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ პრეზიდენტის დაძაბული გრაფიკის გამო საკაშვილი ვერ ახერხებს მიუნჰენში გამგზარევბას, თუმცა, აქვე აცხადებს, რომ იგი მომავალი წლის კონფერენციაზეც არის მიწვეული. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ყურადღებით წაიკითხეთ!