”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” და რუსეთის მმართველ პარტია "ედინაია როსიას" შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოსკოვში ამ წუთებში ეწერება ხელი. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ზურაბ ნოღაიდელის პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმების შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი და ბორის გრიზლოვი ერთობლივ პრესკონფერენცია გაიმართება. როგორც შეთანხმების ტექსტშია აღნიშნული, “სრულიად რუსეთის პოლიტიკური პარტია “ედინაია როსია” და “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ისწრაფვიან, შეიტანონ წვლილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლობის განმტკიცებაში. გამომდინარე იქედან, რომ პარტიათაშორისი კავშირები უნდა წარმოადგენდნენ რუსულ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს და მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მათ ნორმალიზებას, ეფუძნება რა დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის, ურთიერთპატივიცემის, ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის, თანასწორობის და პარტნიორობის პრინციპებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1