.ახალი წლის შემდეგ პირველი ნაბიჯის “საქპატენტის” ახალმა დირექტორმა ირაკლი ღვალაძემ გადადგა. ღვალაძემ ყველაფერი ფინანსურ კრიზისისს დააბრალაა და “საქპატენტის” თანამშრომელთა 2_3 ნაადრევ პენსიაზე გაუშვა. “ცენტრი ცდილობს, მაქსიმალურად დაზოგოს ხარჯები; შემცირდა კადრების რაოდენობა, 250-დან ორგანიზაციაში დღეისთვის 81 ადამიანი მუშაობს. შარშან ორგანიზაციის სხვადასხვა ხარჯები 1 მლნ 800 ათას ლარს შეადგენდა, დღევანდელი ბიუჯეტის ფორმირების შედეგად კი ხარჯები 450 ათასამდე შემცირდა”, - აცხადებდა ირაკლი ღვალაძე. “საქპატენტიდან” ესტაფეტა საზოგადოებრივმა რადიომ მიიღო. რადიოს თანამშრომლებს მარტიდან კონტრაქტი შეუწყდათ. საუბარია 200-მდე ადამიანზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორი გია ჭანტურია ამ ციფრს გადაჭარბებულს უწოდებს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რამდენ ადამიანს ემუქრება უმუშევრად დარჩენა. საბიუჯეტო ორგანიზაციებში თანამშრომლების შემცირებაზე საუბრობენ ლეიბორისტებიც. პარტიის გენმდივანი სოსო შატბერაშვილი ხელისუფლებას პოლიციელების პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება უახლოეს დღეებში 40 000-მდე პოლიციელის შემცირება გეგმავს, რომლებიც, ძირითადად, პატრულის თანამშრომლები არიან. http://presa.ge/index.php?text=news&i=9367 პ.ს. არჩევნების წინ ასეთი ნაბიჯების გადადგმას საქართველოს კი არა გერმანიის ხელისუფლებაც მოერიდებოდა...რა ხდება/? და ვინმე დამარწმუნებს რომ ეს ხალხი თავის ოჯახებითურთ გაიქცევა და უგულავას მისცემს ხმას?