პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ „ტელეიმედში” ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი აღშფოთებულია “ტელეიმედში” გასული რეკონსტრუქციული “ქრონიკით”. მისი თქმით, როგორც პრეზიდენტი ამბობს, გადაცემის მსვლელობისას მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ მოყვანილი ფაქტები სინამდვილეს არ წარმოადგენს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ტელეკომპანია “იმედთან” ხალხის ნაკადი არ წყდება. ტელეკომპანიასთან შეკრებილები არიან პოლიტიკოსები, არასამთავრობოების წარმომადგენლები, მოსახლეობა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ტელეკომპანიისგან პირდაპირ ეთერს და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას ითხოვს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც ცდილობს ლუბლიანას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხდეს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “მედია და საზოგადოებაში” აცხადებენ, აქციის გამართვის ინიციატივა მოსახლეობისგან წამოვიდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1