-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
Siknadmo რად უნდა ინფო.....ცოტა ხანში ნოღაიდელმაც რომ მოუწოდოს ხალხს გამოსვლისკენ...ხალხი გამოვა აამათი გადამკიდე
-
ჭანო გასაგებია პრობლემა!
-
“ეს სახლები მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ავაშენეთ, ამიტომ ბევრი რამის გათვალისწინება ვერ მოხერხდა იმ დროისთვის. Aაღდგენითი სამუშაოები რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ და ხარისხიანად გავაკეთოთ, რომ განმეორებითი სტიქიის შემდეგ იგივე არ მოხდეს”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. დაგვცინის ეგ უპატრონო
-
საერთაშორისო სკანდალსაც გამოვკარით ხელი
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
“პროპაგანდისტული ომი ოცნებების ფაბრიკაში”,- ასეთი სათაურით აქვეყნებს გერმანული Spiegel-ი სტატიას საქართველოს შესახებ. გერმანული ინტერნეტგამოცემა კიდევ ერთხელ ეხმაურება ტელეკომპანია “იმედის” “მოდელირებულ ქრონიკას”. ჟურნალისტი ბენჟამინ ბიდერი ვრცლად აღწერს 13 მარტის სპეციალური რეპორტაჟის სიუჟეტს და ამის შემდეგ განვითარებულ მოვლებებს. სტატიაში საუბარია, რომ გადაცემას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორსპუსიც გამოეხმაურა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელობის საქციელს უპასუხისმგებლო უწოდა. ჟურნალისტი იხსენებს, რომ “მოდელირებულ ქრონიკაში” ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაქ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის გაყალბებული ჩანაწერი გავიდა, რასაც არც ერთ პრეზიდენტი ჯერ არ გამოხმაურებია. გერმანელი ჟურნალისტის თქმით, ტელეკომპანიას ხელისუფლება აკონტროლებს. ტელევიზიის დირექტორი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძეა, რომელიც პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელია. სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ გადაცემა შესაძლოა, წინასწარ დაგეგმილ პიარკამპანიას უკავშირდებოდეს. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ლობისტობისთვის ამერიკულ კომპანიას სოლიდურ თანხას უხდის. ბენჟამინ ბიდერის ცნობით, 2008 წლის ზაფხულში საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკულ PR კომპანიას 1,7 მილიონი დოლარი გადაუხადა. ამ კომპანიას ტონი პოდესტა ხელმძღვანელობს, რომელიც თავის დროზე ბილ კლინტონთანაც თანამშრომლობდა. Spiegel-ი იხსენებს, რომ სააკაშვილი პრეზიდენტად “ვარდების რევოლუციის” შემდეგ აირჩიეს, მას დასავლური მედია ჯონ კენედის ადარებდა და “კავკასიელ კენედად” მოიხსენიებდა. სტატიის ავტორის შეფასებით, ბოლოდროინდელმა ქმედებებმა სააკაშვილი რისკის ქვეშ დააყენა. მითუმეტეს, რომ ბოლო დროს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა გაუმჯობესდა. -
Saturn მაიცა შენ გინდა თქვა, რომ რესპები უსირცხვილოდ იტყუებიან?
-
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამ კასეტას თემურ შაშიაშვილი მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, სახალხო სასამართლოზე გამოაქვეყნებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „თეთრების“ ლიდერმა განაცხადა. „სამ კასეტას, რომელზეც ბუნკერში გაკეთებული ფარული ჩანაწერი ჟვანიას სიკვდილის დაგეგმვის, სხვა ფაქტების შესახებ და, რომელშიც პრეზიდენტიც მონაწილეობს, მანამდე არ გამოვაქვეყნებ, ვიდრე“,-აღნიშნა შაშიაშვილმა. ამის მიზეზად მან ბოლო დღეებში „იმედის“ იმიტირებულ „ქრონიკასთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების „გაბაიბურების“ ფაქტი დაასახელა. როგორც შაშიაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, რომ ზემოაღნიშნულ სამ კასეტასთან დაკავშირებითაც იგივე მოხდეს. „თეთრების“ ლიდერმა განაცხადა, რომ „იმედთან“ დაკავშირებული ბოლო პერიოდის მოვლენებმა ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირება წარმოაჩინეს; ასევე, რუსეთის ხელისუფლებას ქართველი ხალხის განწყობა დაანახა, რაზეც სხვა შემთხვევებში მთავრობები უამრავ თანხებს ხარჯავენ. ამანაც გაახურა საქმე რა...ატვირთოს რაიმე უცხოურ სერვერზე და მერე მოსთხოვოს უცხოელ ექსპერტებს შეამოწმონ...
-
რჩევები და შენიშვნები ადმინისტრაციას
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
maliari სწორი შენიშვნაა...მე პირადად მხოლოდ იმ თემებშI ვაქტიურობ გეზე...სადაც ამა თუ იმ ფორმით პლანეტაც ფიგურირებბს -
ჭანო ხო, ნიკსეჩი ვადით არის შეზღუდული, გავუზრდით.
-
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შემდეგ განცხადებას ავრცელებს: „ცოტა ხნის წინათ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სარეკლამო კამპანია წამოიწყო. რეკლამაში საქართველო ნახსენებია, როგორც „მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის კუთხით“. ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ დაყრდნობით გაკეთდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არასდროს გაუკეთებია ასეთი განცხადება. რეკლამაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მონაცემები. ზემოხსენებული სარეკლამო რგოლი BBC-ზე და CNN-ზე თებერვალში გავიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნომ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უკმაყოფილება გამოთქვეს ამ რეკლამის მიმართ და ორივე ტელეარხს სარეკლამო რგოლის შესწორებული ვერსიის გაშვებაზე შეუთანხმდნენ. http://republicans.ge/index.php?module=%E1...lay&sid=839 იყოს აქ
-
Saturn რაიო? სადმე ვთქვი არ არიან ნაძირლები ან მოღალატეები თქო?
-
newstudio სრულიად ვეთანხმები...
-
[პირელი]ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ნათაძე პრაიმერის მომხრე ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილ ეროვნულ საბჭოს ეროვნული მოღალატეებისა და ნაძირლების ბანდას უწოდებს. ზურაბ ნოღაიდელი და სხვათაშორის, ნინო ბურჯანაძეც სამშობლოს მოღალატეები არიან. მოღალატე, ნაძირალა ან სულელია ისიც, ვინც მათ გვერდით დგას. ნოღაიდელის ირგვლივ იმის გამო ერთიანდებიან, რომ მასთან ბევრი ფული ყრია. ჯერ ის გამაგებინოს ვინმემ, რა საბჭოზე საუბრობენ, როდესაც გამოკვეთილი ლიდერები არსებობენ და მათ ეროვნულობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია!, - განუცხადა პირWელს ნათაძემ და დასძინა, რომ ეროვნული მოღალატეების ბანდას ეროვნულობასთან საერთო არაფერი აქვს. შეგახსენებთ, რომ პრაიმერის მომხრე ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ საქართველოს გადასარჩენად ეროვნული საბჭო შექმნეს. როგორც ცნობილია, არასაპარლამენტო ოპოზიციამ ერთიანი ეროვნული საბჭო 2 წლის წინაც დააფუძნა. http://presa.ge/index.php?text=news&i=9724 პ.ს. ყოველთვის მევასებოდა ეს კაცი
-
საერთაშორისო სკანდალსაც გამოვკარით ხელი
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
nuaka -
Nukriko გავრცელებული მოსაზრებაა, მაგრამა არასწორი
-
nuaka არც მთლად მასე უწინრადაა საქმე...მაგარი დაბნეულობაა ნაცებში იმჰო
-
Nukriko ერთს დავამატებდი, ძალაუფლება არ უნდა უყვარდეს სიგიჟემდე
-
საერთაშორისო სკანდალსაც გამოვკარით ხელი
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
machkatela უკვე ვეღარ იმუშავებს, ვერ იმუშავებს კი არადა და პირიქით... -
რესპუბლიკელებმა თქვეს კონსერვატორები ჰაკერობენო
newstudio replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn სულ გაგიჟდა ეს ხალხი :givi: -
Pariz პრონციპში კი, მაგრამ აქტიური
-
Saturn არადა....თუ მართალია...ოპოს აწყობს, თუ ტყუილია, ეგეც დიდი არაფერი
-
Saturn რუსების დღევანდელ გააქტიურებას გავს
-
MR:RAZIEL ჩვეულებრივად დაწერა, მაგრამ ოთხუთხედებს ალბათ იმიტომ გიწერს რომ უნიკოდის მხარდაჭერა არ აქვს შენ კომპს
-
სამხედრო ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გიორგი არველაძის და ეკა წამალაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაფრთხილება მისაცა. "არველაძე-წამალშვილის სატელეფონო საუბარს პირდაპირ პრეზიდენტ სააკაშვილზე გავყავართ და მის პასუხისმგებლობის საკითხ აყენებს. ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში სატელეფონო საუბრებს ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს, აქედან გამომდინარე კი ეს ჩანაწერიც სწორედ მის ნებართვით მოხვდა ინტერნეტში. როგორც ჩანს ხელისუფლების შიგნით, პირველი სკამისთვის უკვე სერიოზული დაპირისპირება დაიწყო. მერაბიშვილმა კარგად იცის,რომ მერის არჩევნებში უგულავს გამარჯვების შემდეგ შესაძლოა იგი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოკვეთილი ლიდერი გახდეს, რაც მერაბიშვილი-ადეიშვილის გუნდის ინტერესებში არ შედის", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა. ექსპერტის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა უგულავა-არველაძის გუნდს მედია საშუალებებზე კონტროლი გადასცა, რაც მერებიშვილმა აღნიშნული სატელეფონო საუბრის გამოქვეყნებით, სააკაშვილს ერთგვარი გაფრთხილება მისცა, რომ თუ პრეზიდენტი მის ამბიციებს დაივიწყებს, მაში ის საკუთარი ძალების დემონსტრირებას დამოუკიდებლად მოახდენს. "აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩანაწერის გავრცელების დროს ჩემი ინფორმაციით, მერაბიშვილი საქართველოში არ იმყოფება. ასეთ დროს კი მას ჩანაწერის გავრცელებასთან კავშირის პირდაპირ ვერ დაადანაშაულებს", - განაცხადა სესიაშვილმა და აქვე დასძინა, თუ პრეზიდენტი მერაბიშვილის გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩანაწერების გავრცელებას კიდევ უნდა ველოდეთ. http://ghn.ge/news-10346.html
-
Saturn ლტოლვილების დაბრუნებაც არა?