http://www.facebook.com/note.php?note_id=3...5482&ref=mf ვიცი ჩემი კომენტარი დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს აქ ეხლა.. არავის ისედაც უკვე მოშლილი ნერვების მოშლა არ მინდა... უბრალოდ თუ რამეზე დაფიქრება გინდათ იმაზე დაფიქრდით 1920 წლის ბოლოს, საქართველოში, რომ ყოფილიყო ტელევიზია და გაეშვა იმიტაცია ზუსტად იმისი რაც 21 წლის თებერვალში მოხდა, ხომ შეიძლება, რომ უფრო მეტ ქართველს სხვანაირად შეეხედა საფრთხეებისთვის და უფრო მაგრა დავხვედროდით მტერს, ხომ შეიძლება მინიმუმ შულავერის კომიტეტის შექმნა მაინც არ დაგვეშვა..რაც შეეხება ხალხის განერვიულებას ეს ნამდვილად არ ყოფილა არავის მიზანი.. სამწუხაროდ გადაცემის წინ გაკეთებული შესავალი, რომ ეს გადაცემა ყველაზე მძიმე რუსული სცენარის იმიტაცია იქნებოდა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოების წევრებს არ დაეჯერებინათ, რომ დღეს ივნისია, რომ არჩევნები უკვე ჩატარებულია, რომ სამი დღის წინ თბილისსში მიტინგი იყო და მომიტინგეები დახოცეს, რომ თბილისის თავზე რუსეთის ბომბდამშენები დაფრინავენ და ქალაქს ბომბავენ და ა.შ.. მემგონი მთავარია იმ უბედურებაზე კი არ ვინერვიულოთ რაც გვგონია, რომ ხდება, არამედ სწორედ შევაფასოთ ის მოვლენები რაც მართლა ხდება და რაც ხვალ უეჭველი მიგვიყვანს მაგ უბედურებამდე.. კიდევ ერთხელ, პირადადაც ვუერთდები იმედის მიერ გამოთქმულ ბოდიშს ყველა იმ ადამიანის მიმართ ვინც არასწორად გაიგო გადაცემა. ვადასტურებ, რომ უკეთესად უნდა ყოფილიყო ახსნილი, რომ მთელი ამხელა კატაკლიზმები, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხელა მოძრაობები პოლიტიკურ ასპარეზზე, მომავალი დრო და ეს ყველაფერი რეალობაში (თანაც ბოლო ნახევარ საათში) არ ხდებოდა.. უკეთ უნდა ყოფილიყო ახსნილი.. მაგრამ იმედია ყველანი ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ის რაც იმ გადაცემაში იყო არასოდეს იქცეს მართლა ტრაგიკულ რეალობად. პათეტიკის გარეშე, სხვისი არ ვიცი და მე ვიბრძოლებ.. გიორგი არველადზის პასუხი