სააქციო საზოგადოება “ენერჯი ინვესტის” წარმოება “აზოტის” ტერიტორიაზე, მათ შორის საწარმოს ადმინისტრაციულ შენობაში სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ისევ რჩებიან. როგორც “ინტერპრესნიუსისთვს” გახდა ცნობილი, ადგილზე იმყოფებიან ქვემო ქართლისა და რუსთავის საპატრულო პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავისა და ქვემო ქართლის სამმართველოების, აგრეთვე, კუდი-ს თანამშრომლები. ქარხნის მუშა-მოსამსახურეები აცხადებენ, რომ ქარხანაში საწარმოო პროცესი არ შეჩერებულა, თუმცა საამქროებშიც და საწარმოს ტერიტორიაზეც სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მთავარმა პროკურატურამ სს “ენერჯი ინვესტის” ხელმძღვანელი გენო მალაზონია გუშინ დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, მალაზონია ეჭვმიტანილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, თაღლითობასა და ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის შედეგადაც სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზარალი მიადგა. “ენერჯი ინვესტის” ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. რა ბიზნესმა უნდა გაიხაროს ამათ ხელში?