Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. ისე გიჟIვით შემოვარდა, და გავარდა.... რა იყო ეხლა ეს?!
  2. lasha1997 lasha1997 ეხლა არის დაახლოებით 3 550 000 ამომრჩეველი სიაში..საპრეზიდენტოზე ნაკლები იყო ხოლო ზვიადის არჩევნების დროს კიდე ნაკლები
  3. fashisti არ ვიცი? მე ქართულად ვწერ... აბა ნახე...ქართული კლავიატურის გრაფა ჩართული გაქ? სადაც პოსტავ, იქ უნდა იყოს
  4. mtidan მართალი რა...დამდგარიყო ხალხსი გვერდზე...და დღეს ბევრად სხვა სიტუაცია გვექნებოდა
  5. babuagiorgi ძიძIგურს თბილისში თეორიული შანსიც არა აქვს....ჯერ არ შემხვედრია ძიძIგურის მომხრე...ვაშაძესავითაა რა
  6. T_A_T დააჭერ use full editor-s რომელიც პოსტის გამოქვეყნების გვერდზეა, და გაგეხსნება ასატვირთი მენიუ
  7. lasha_alo მე მგონი უკვე იმედიც აღარ... ამოუცნობ ფენომენთან გვაქვს საქმე
  8. Saturn არჩევნებამდე ბოლო...მიხვდი ეხლა მაგდენს
  9. ეს არის ერთიანი თემა არჩევნების შესახებ გარდაბნის #21 საოლქო საარჩევნო კომისიაში ,,ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლის ლელა გოგოლაურის ინფორმაციით , გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები ჯერ არ მიუღია. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მეცხრე პუნქტის თანახმად, ,,ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს". "ეროვნული საბჭოს" განცხადებით, ამდენად, ცესკო ვალდებული იყო, არა უგვიანეს 28 მაისისა ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიეწოდებინა. ლელა გოგოლაურმა შესაბამის საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა და რეაგირება მოითხოვა. კრწანისში არჩევნების ჩაშლის საფრთხე არსებობს კრწანისში არჩევნების ჩაშლის საფრთხე არსებობს. როგორც “ჯეოტოპნიუსს” სოფიო ხორგუანის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს, კრწანისის რაიონში, საარჩევნო უბნებზე ამ დრომდე, ბიულეტინები მიტანილი არ არის. “საარჩევნო კოდექსის მიხედვით,უბნებზე ბიულეტენები 29 მისის 20:00 საათამე უნდა ყოფილიყო, თუმცა უკვე ღამის 1 საათია და ბიულეტენები, არამც ტუ საარჩევნო უბნებზე, საიოლქო კომისიებშიც არ შეუტანიათ გასანაწილებლად”, – აცხადებე “ალიანსი საქართველოსათვის” კრწანისის მაჟორიტარი კანდიდატის, სოფიო ხორგუანის შტაბში და აღნიშნულ ქმედება, არჩევნების ჩაშლის მცდელობად აფასებენ. http://gtn.ge/?p=9100 სხვა ინფორმაცია კრწანისზე ფეისბუქიდან კრწანისის ოლქში ნაციონალებმა ახალი ფოკუზი მოიგონეს. უბანზე სადაც 500-600 ამომრჩეველია საარჩებნო ყუთის სახლში მიტანას 100-ზე მეტი ადამიანი ითხოვს... მთელი ოლქის მასშტაბით ეს რიცხვი 1500ია.. გადავამოწმეთ და აღმოჩნდა როიმ ეს "განცხადებები" დაუწერიათ ნაცილონალების კოორდინატებსა და კორპუსების დედ-მამასახლისებს.... სოფო ხორგუანმა მიმართა პროკურატურას რათა საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტებზე დაიწყოს ძიება კომისიის წევრებმა როდისღა უნდა დაისვენონ .. 2-ის ნახევარია და ბიულეტენები მიტანილი ჯერაც არაა. . 8-ზე უბნები იხსნება.. კომისიის ოპოზიციონერ წარმომადგენლებს ეუბნებიან , რომ წავიდნენ სახლებში... “ეროვნული ფორუმის” ლიდერები არჩევნებზე მისვლას არ აპირებენ “ეროვნული ფორუმის” ლიდერები ხვალისთვის დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლას არ აპირებენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა. “ფორუმის” არც ერთი ლიდერი და წარმომადგენელი არჩევნებზე მისვლას და ხმის მიცემას არ აპირებს”, – აღნიშნა მელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ არჩევნებს ბოიკოტი ოფიციალურად “ლეიბორისტებმაც” გამოუცხადეს http://gtn.ge/?p=9097 არჩევნებზე ეგიტპოლებს 3 ქართული ტელეკომპანია ჩაატარებს 21:00 29-05-2010 30 მაისის არჩევნებზე ეგზიტპოლებს ტელეკომპანია "პირველი არხის", "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის დაკვეთით GfK და Edison Research ჩაატარებს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაკვეთით, ევროპული კომპანია GfK ეგზიტპოლებს 50 საარჩევნო უბანზე ჩაატრებს. კომპანიის წარმომადგენელები 5-დან 10 ათასამდე ამომრჩეველს გამოკითხავენ. ამომრჩეველები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან და მათი ანონიმურობა დაცული იქნება. შედეგები ყოველი საათის ბოლოს განახლდება. ეგზიტპოლების შესახებ ინფორმაციას პირველი არხი მაყურებლს 12.00, 17.00, 20.00 და 21.00 საათზე მიაწვდის. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დამუშავდება ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობაზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კი - წინასწარი და საბოლოო მონაცემები მერობის კანდიდატთა და პარტიების რეიტინგების შესახებ გამოქვეყნდება. ეგზიტპოლების საშუალებით არჩევნების წინასწარ შედეგებს საზოგადოება საარჩევნო პროცესის დასრულებისთანავე ასევე ტელეკომპანიების – "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის ეთერით, საღამოს 20.00 საათზე გაიგებს. არჩევნების დღეს, ხმათა პარალელურ დათვლას, კვლევითი ორგანიზაცია "Edison Research" -ი, ტელეკომპანია "იმედისა" და "რუსთავი 2″-ის დაკვეთით აწარმოებს. ინტერვიუერები არჩევნების დღეს თბილისის 75 საარჩევნო უბანზე იმუშავებენ და 7500 ამომრჩეველს გამოკითხავენ. "Edison Research" – ის თანამშრომელთა მთავარი ატრიბუტი, კითხვარი იქნება, რომელსაც გამოკითხული თავად შეავსებს და სპეციალურ ყუთში მოათავსებს. ტელეკომპანია "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, "Edison Research"-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მაქსიმალური ცდომილება 2 პროცენტს შეადგენს. ქრისტიან-დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი "ალიანსი საქართველოსთვის" რიგებს შეუერთდა ჩაქვის მე-3 მაჟორიტარულ ოლქში ქრისტიან დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და "ალიანსი საქართველოსთვის" რიგებს შეუერთდა. ხამზა გორგაძემ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯს გარკვეული მიზეზები აქვს. მიზეზების დაკონკრეტებისთვის ყოფილმა კანდიდატმა დებატების ფორმატში ღია ეთერი ითხოვა. გორგაძესთან ერთად ბრიფინგზე განცხადება ალიანსის ქობულეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმაც გააკეთა. ანზორ თხილაიშვილის განმარტებით, ხამზა გორგაძის გადაწყვეტილების მიზეზი ქრისტიან-დემოკრატების ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გახდა. თხილაიშვილი არ გამორიცხავს, რომ გორგაძის მსგავსად, ქრისტიან-დემოკრატების რიგები კიდევ არაერთმა ქობულეთელმა დატოვოს. ყოფილი კანდიდატი კი ირაკლი ალასანიას პარტიაში გაწევრიანებას გეგმავს.
  10. რავი ზოგიერთებს დაუმტკიცეს მე მგონი უპრობლემოდ!
  11. ქართველმა ემიგრანტმა გიორგი ალანიამ ჩეხეთში სახელმწიფო სტრუქტურებში რასიზმის წინააღმდეგ პროტესტი ხეზე ხელის მიჭედებით გამოხატა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი ალანიამ განუცხადა, ჩეხეთში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შენგენში შევიდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებისადმი სახელმწიფო სტრუქტურებში, "საოცარ" რასიზმს იჩენენ. სახელმწიფო სტრუქტურებში კი რასიზმს გიორგი ალანია არაერთხელ შეხვედრია, როცა საქმე როგორც პირადად მას, ისე სხვა უცხოელებს ეხებოდა. "მე არ მაქვს შეხება როგორც ასეთი სკინჰედებთან და არ ვებრძვი რასიზმის ამ ფორმას, რომელსაც ალაგ-ალაგ აშუქებენ ჩეხეთში, არამედ ვებრძვი რასიზმს სახელმწიფო სტრუქტურებში, რომელთანაც უკვე დიდი ხანია მაქვს შეხება, განსაკუთრებით როდესაც უცხოელების უფლებების დაცვა მიწევს ხოლმე", – განაცხადა გიორგი ალანიამ და აღნიშნა, რომ დაახლოებით 8-10 წელია, როგორც ადვოკატი, ისე ეხმარება უცხოელებს და კარგად იცის ეს პრობლემები. მანვე აღნიშნა, რომ ის პირველი იყო მის ქალაქში უცხოელთაგან, ვინც ბანკომატის ბარათი მიიღო და ეს მას "ბრძოლის" ფასად დაუჯდა, რადგან უცხოელებს, განსაკუთრებით ყოფილი სსრკ-დან ბანკომატის ბარათის აღების უფლებას ბანკები უმიზეზოდ არ აძლევდნენ. გიორგი ალანია ამბობს, რომ აქამდე მას ყოველთვის სხვისი უფლებების დაცვა უხდებოდა და შესაბამისად, მისი ტელეფონის ნომერი ჩეხეთში მცხოვრები უცხოელებისთვის კარგად ცნობილია. უკანასკნელ დღეებში კი მას ინციდენტი შეემთხვა ე.წ. სკინჰედებთან, რომლებიც მის კუთვნილ ობიექტზე მალულად შეიჭრნენ, პოლიცია კი ერთი საათის დაგვიანებით მივიდა და მათაც პოლიციაში თავად გიორგი ალანია წაიყვანეს. "პოლიციაში იმის საშუალებაც არ მომცეს, რომ ჩემს ობიექტზე უკანონოდ შემოჭრის ფატზე საჩივარი დამეწერა, ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოელი ვარ", – აცხადებს ალანია, რომელიც არა მარტო ჩეხეთის სახელმწიფო სტრუქტურებს, არამედ საქართველოში ჩეხეთის საელჩოსაც საყვედურობს. მისი თქმით, აგვისტოს ომის დროს, როდესაც თბილისში პანიკა შეიქმნა, მისი ცოლ-შვილი საქართველოში იმყოფებოდა და პანიკის გამო, როგორც ჩეხეთის მოქალაქეებმა, ჩეხეთის საელჩოს მიაკითხეს, თუმცა შუაღამისას "ქუჩაში გამოუშვეს". 8-10 წლიანი ჩეხური რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას გიორგი ალანიამ პროტესტი დღეს უკიდურესი ფორმით გამოხატა – პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ქუჩაზე, საპროტესტო პლაკატით "შეწყდეს ჩეხეთში რასიზმი", ხელი ლურსმნით ხეზე მიიჭედა. გიორგი ალანია ასეთ მდგომარეობაში დაახლოებით 50 წუთი იყო, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი ალანიასთვის გასაგებია ის გარემოება, რომ ჩეხეთში, სახელმწიფო სტრუქტურებში "კულტურული სკინჰედების" პრობლემას ადგილობრივი მედია არ აშუქებს, მაგრამ "უკვირს" რადიო "თავისუფლების", რომელმაც ალანიას პროტესტის შესახებ ყველაფერი იცოდა, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია. გიორგი ალანია აცხადებს, რომ ჩეხური რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ გააგრძელებს. http://new.interpressnews.ge/ge/politika/135875-qarthvelma-emigrantma-chekhethshi-rasizmis-tsinaaghmdeg-protesti-kheze-khelis-mitcedebith-gamokhata.html
  12. Saturn kisa აუ რომ შეწყვიტოთ ვერა? Saturn პპირველ რიგში შენ მოგიწოდებ!
  13. choxa კორექტულები რომ ვიყოთ ერთმანეთთან...ვერა?
  14. 10:48 28-05-2010 საქართველოში არსებულმა ვითარებამ აშშ-სა და რუსეთის ხედვებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა გააჩინა . როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდი იუწყება, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვის დაწყების პერიოდზე საუბრისას განაცხადა. "როცა რუსეთთან ურთიერთობის ე.წ. გადატვირთვას ვიწყებდით, უნდა აგვეღო პასუხისმგებლობა იმ ფაქტზე, რომ ჩვენს ურთიერთობებში მართლაც მნიშვნელოვანი სხვაობა და უნდობლობა იყო. ძალიან განსხვავებულად ვხედავდით მსოფლიოს. ამაზე საქართველოს ვითარებამაც იქონია გავლენა", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა ბრუკინგსის უნივერსიტეტში გამოსვლისას. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთი და აშშ აპირებენ, მსოფლიო ერთნაირად დაინახონ. მისი განმარტებით, არ არის საუბარი იდენტურ დეფინიციებზე, მაგრამ აუცილებელი და შესაძლებელია წინსვლა ირანის საკითხის მიმართულებით. http://new.interpressnews.ge/ge/politika/135785-hilari-klintoni-saqarthvelos-situaciam-ashsh-sa-da-rusethis-khedvebs-shoris-tsarsulshi-mnishvnelovani-skhvaoba-gaachina.html პ.ს. მე მგონი საბოლოოდ დაგვერხა, ბოლო შანსი 30 მაისი მეჩვენება მე პირადად....
  15. მაესტროს მივმართავ: ინეტში სტრიმიგზე ხმა გაასწორეთ!
  16. რაო? რა მიიჭედე? გადაირიე?
  17. ცხადია...გაის სამლარიანი ქრთამი არ აინტერესებდათ!
  18. ფაქტიურად თავიდან იწყობა ფორუმი(ნუ ბაზის გარდა)...მაქსიმალურად სწრაფად ვცდილობთ//// ცვლილებების დროა
×
×
  • შექმენი...