კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ძმა 9 საწარმოს პარტნიორია. გიორგი რურუას სამეწარმეო საქმიანობაზე, ნიკოლოზ რურუას ქონებრივ დეკლარაციაშია საუბარი. გიორგი რურუა შემდეგი საწარმოების პარტნიორია: შპს “ჯეოვეია”; შპს “ბესტი”; შპს “აზიური”; შპს “გრანდი”; შპს “პროგრეს-ჯგუფი”; შპს “ჰორეკა 2010”; შპს “ჯი.დი.ინვესტ გრუპი”; შპს “ჟოკეი კლუბი” და შპს “თბილისის იპოდრომი”. აღნიშნული ორგანიზაციებიდან გიორგი რურუას შემოსავალი გასულ წელს, მხოლოდ სამი მათგანიდან ჰქონდა. კერძოდ, შპს “ჯეოვეია”-დან მან 80 676.74 ლარი მიიღო, შპს “ჯი.დი.ინვესტ გრუპიდან” – 15 000 ლარი, ხოლო “ჟოკეი კლუბიდან” 55 995 ლარი. ნიკოლოზ რურუას ოჯახში ძვირიანი მოძრავი ქონებაც მხოლოდ გიორგი რურუას ეკუთვნის. კერძოდ, 2008 წლის მსუბუქი ავტომანქანა “ტოიოტა ლენდ კრუიზერი”. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, მინისტრის ოჯახში საბანკო ანგარიში მხოლოდ თავად ნიკოლოზ რურუას აქვს. კერძოდ, მის დეპოზიტზე 300 000 დოლარი ირიცხება, დეკლარაციის შევსების მომენტში კი ნაღდი ფულადი თანხა 15 000 დოლარი ჰქონდა.