"სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფმა" არჩევნების წინასწარი კვლევის შედეგები წარმოადგინა 16:33 27-05-2010 "სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფმა" თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი კვლევის შედეგები წარმოადგინა . ჯგუფის ხელმძღვანელმა, ედნარ გიორგობიანმა, ჯგუფის წევრებთან ერთად, ცესკო-ს შენობის წინ პრესკონფერენცია გამართა. ტელეფონით გამოიკითხა საარჩევნო სიის ყოველი მეასე, სულ 2500 ამომრჩეველი. კითხვები ასეთი იყო - მერობის რომელ კანდიდატს უჭერთ მხარს და რომელ პოლიტიკურ პარტიას ანიჭებთ უპირატესობას. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 21,43% მხარს უჭერს ირაკლი ალასანიას; გიგი უგულავას – 15,63%; ზვიად ძიძიგურს – 8,27%; გიორგი ჭანტურიას – 7,49%; გიორგი თოფაძეს – 6,94%. დანარჩენმა კანდიდატებმა გამოკითხულთა ხმების 1%–იც ვერ მოაგროვეს, ხოლო გამოკითხულთა 38%–მა საერთოდ უარი განაცხადა აზრის გამოხატავაზე. პარტიების მიხედვით ყველაზე მეტი, 18,15% მოიპოვა "ალიანსი საქართველოსთვის"; "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერს 17,52%, "ეროვნულ საბჭოს" – 9,43%, "ქრისტიან–დემოკრატებს" – 9,9% და "თოფაძე–მრეწველებს" – 7,39%, "სახალხო დემოკრატებს" – 1,24%, დანარჩენმა პარტიებმა კი 1%–იანი ბარიერიც ვერ გადალახეს. გამოკითხვისას თავი შეიკავა 34,81%–მა. როგორც ედნარ გიორგობიანი აცხადებს, ეს მათი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პირველი გამოკითხვაა. ისინი აპირებენ, რომ თავიანთი გამოკითხვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ცესკო-ს და დაფინანსების შემთხვევაში, ეგიზთპოლებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა