ალიანსის საქართველოსთვის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი "ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებაში ადანაშულებს. ამის შესახებ ხორგუანმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. კრწანისის მაჟორიტარის ინფორმაციით, ალიანსმა აღმოაჩინა 1 500 მოქალაქის განცხადება, რომელიც საარჩევნო ყუთების სახლში მიტანას ითხოვს, თუმცა, მონიტორინგის შედეგად, გაირკვა, რომ ყველა განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ხელით არის დაწერილი. "ჩვენ აღმოვაჩინეთ 1 500 მოქალაქის განცხადება, რომელიც საარჩევნო ყუთების სახლში მიტანას ითხოვს. თუმცა განვახორციელეთ მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ ყველა განცხადება მმართველი გუნდის მიერ არის დაწერილი და სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ხორგუანმა. "ალიანსი საქართველოსთვის" აღნიშნული საკითხით პროკურატურის დაინტერესებას მოითხოვს. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=49224 პ.ს. ნეტა სისხლის სამართლის მიხედვით, დოკუმენტაციის გაყალბებაზე რა სასჯელია?