მიუნხენში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის, ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის, ”დაიცავი საქართველოს” ლიდერის ლევან გაჩეჩილაძისა და ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთი მმართველის ეროსი კიწმარიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს . ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს~ სარწმუნო წყარომ აცნობა. სავარაუდოდ, კონსულტაციის თემაა ახალი ოპოზიციური ერთობის შექმნაა. როგორც ცნობილია, ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების შეცვლის მექანიზმს მძლავრ ოპოზიციურ გაერთიანებასა და კოორდინირებულად მოქმედებაში ხედავს. 10 ივნისს ოქრუაშვილმა და ნოღაიდელმა ერთობლივი განცხადებაც კი გაავრცელეს, სადაც სწორედ ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციასა და გაერთიანებაზე საუბრობდნენ. http://new.interpressnews.ge/ge/politika/137663-opoziciis-natsili-miunkhenshi-konsultacias-marthavs.html პ.ს. ერთერთი ყველაზე არაპოპულარული ადამიანების ერთობა... ცუდი ისაა, რომ ფულიც აქვთ, მედიასაშუალებებიც, და თუ დასჭირდათ ქვეყანასაც ააფეთქებენ.