Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. http://new.interpressnews.ge/ge/foto.html?view=image&image=1081 დღევანდელი აქციის ფოტო მასალა
  2. babuagiorgi არანაირად... ეს გარემოვაჭრეები 3 წელი რომ თავის ნებაზე იყვნენ მიშვებულები დაგავიწყდა?
  3. დაზადნავს ხელისუფლება... რარაც ასეთი სუნი მცემს...
  4. asesino_141 არა... ტრადიციული გაგებით არა... კი ფულს ხარჯავს და შეიძლება ბევრსაც, მაგრამ არა ტრადიციულ ტურისტულ მომსახურებაში Saturn დიდი მნიშვნელობა აქვს, სხვადასხვა მიმართულებით იხარჯება ფული... და სხვადასხვა რაოდენობით ნუთუ მართლა არ გესმის რასაც ვიძახი? ტურისტული ბიზნესი სხვაა სატრანზიტო სხვა! და ა.შ.
  5. Saturn გაიგე სატურნ, საზღვრის გადმომკვეთი არ ნიშნავს ტურისტს... ზოგი ტრანზიტითაა... ზოგი უცხოეთის მოქალაქე ქართველი და ა.შ. და რა მნიშვნელობა აქვს? უდიდესი... ფულის ხარჯვის სხვადასხვა სეგმენტია... და სხვადასხვა ოდენობა... ტრანზიტის დროს ერთი და იგივე პიროვნება რამდენჯერ გადაკვეთავს საზღვარს?
  6. შეტაკების ვიდეო კადრები საკმაოდ ბევრი ხალხი იყო და ქალებმა რა იომეს http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=19-08-2010%2015:00
  7. lasha1997 იმიტომ რომ მიშას არ უთხრა მილიონი ტურისტი ჩამოვიდა უკვეო
  8. 15:19 19-08-2010 პარლამენტის შენობასთან დევნილებისა და გარემოვაჭრების საპროტესტო აქცია დასრულდა . აქციის დასრულების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა, კერძოდ კი "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც პატრულის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა; დააკავეს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ალეკო შალამბერიძე და მოძრაობა "არას" ერთ-ერთი აქტივისტი ლევან ჩიტაძე. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების წინააღმდეგ მოაწყო პროვოკაცია. მისი თქმით, ეს დავდასხმა და დაკავებები იყო სრულიად უკანონო. ლაშა ჩხარტიშვილი, ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან ერთად, გაემართა პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ, სადაც აპირებს, რომ სამართალდამცავებს ამ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური პასუხი მოსთხოვოს. "იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე ვარ, მზად ვარ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ჩავბარდე",- აღნიშნა ჩხარტიშვილმა. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ორგანიზატორების განცხადებით, საპროტესტო აქციები მომავალში უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და აუცილებლად გაგრძელდება დევნილებისა და გარემოვაჭრეების უფლებებისათვის ბრძოლა.
  9. lasha1997 არა, სპეციალურად წავიდა ამ ადგილების სანახავად...
  10. მართლა ძალიან დააკლდა ქართულ პოლიტიკას ეგ კაცი... ისევე როგორც ჟვანია
  11. GeoStream ეს ნახე: ვიქტორ დოლიძე ხელისუფლებას და თბილისის მერს მოუწოდებს, ფოცხო-ეწერში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილები ნახონ . ამის შესახებ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრმა და თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვიქტორ დოლიძე წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო-ეწერში გუშინ იმყოფებოდა, სადაც თბილისიდან გასახლებული დევნილების კომპაქტურად ჩასახლება უნდა მოხდეს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ის ადგილები და შენობები, სადაც დევნილების ჩასახლებას აპირებენ, აბსოლუტურად გამოუსადეგარია ცხოვრებისთვის. "შენობები, სადაც დევნილებს უპირებენ ჩასახლებას არის ავარიული, არ არის ელექტროენერგია და წყალი, არ არის ცხოვრების მინიმალური პირობებიც კი შექმნილი. გარდა ამისა, არ არსებობს ირგვლივ სახნავ-სათესი სავარგულები, მიწები, სადაც ეს ადამიანები, ელემენტარულად, საკუთარი თავის გამოკვებას შეძლებენ. ეს არის ვანდალური ქმედება, რომელსაც ხელისუფლება დევნილების მიმართ ახორციელებს", - აღნიშნა დოლიძემ. პ.ს.: "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მისვლას და პოლიციის თანამშრომლებისთვის ჩაბარებას აპირებს . როგორც ჩხარტიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე დევნილებისა და გარემოვაჭრეების აქციაზე განაცხადა, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ღია პროვოკაცია მოაწყო. "პოლიცია ცდილობდა, უკანონოდ დაეკავებინა აქციის ორგანიზატორები. უკანონოდ დააკავეს კიდევაც რამდენიმე მათგანი, მათ შორის "ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე და მოძრაობა "არას" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ჩიტაძე",-აღნიშნა ჩხარტიშვილმა. მისივე თქმით, არ აპირებს, შეეგუოს ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, აპირებს, იბრძოლოს ბოლომდე, მივიდეს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, ჩაბარდეს და მოითხოვოს ოფიციალური პასუხი, თუ რატომ მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პატრულის თანამშრომლებს შორის, რატომ გაუსწორდნენ მათ ფიზიკურად და დააკავეს მისი თანამოაზრეები. Saturn დავდევი უკვე, ნახე სად აგზავნიან...ელემენტარულ პირობებს ითხოვენ!
  12. პარლამენტის შენობასთან დევნილებისა და გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა . აქციის მონაწილეები პარლამენტთან მსვლელობით ავლაბრის რეზიდენციიდან მივიდნენ და საპროტესტო აქციის დაწყებას აპირებდნენ. ამ მომენტში გამოჩნდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აქციის ორგანიზატორების, ლაჩა ჩხარტიშვილისა და ალეკო შალამბერიძის დაკავებას ცდილობდნენ. ფიზიკური დაპირისრების შედეგად აქციის მონაწილეებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. საბოლოოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს "ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე და მოძრაობა "არას" რამდენიმე აქტივისტი. ლაშა ჩხარტიშვილი კი დაკავებას გადაურჩა, დევნილებმა და გარემოვაჭრეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისი წაყვანის შესაძლებლობა არ მისცეს. შემთხვევის ადგილზე თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორიც იმყოფებოდა. აქციის მონაწილეები ამ წუთებშიც პარლამენტის შენობასთან რჩებიან და საპროტესტო აქციის გაგარძელებას აპირებენ, თუმცა ვითარება ბოლომდე განმუხტული არ არის. http://new.interpressnews.ge/ge/samartali/142721-saprotesto-aqciis-monatsileebsa-da-policiis-thanamshromlebs-shoris-dapirispireba-mokhda.html რა სულ დაჭერაზე არიან ესენი გადასულები? მასე რომ ვერ ჩააცხრობენ მუხტეს არ იციან?
  13. Saturn როგორც მინიმუმ აქ ნაშოვნი ფულით რუსეთშიც იხდის გადასახადს და ამ გადასახადით რუსეთის ბიუჯეტი ივსება, რომლის წილიც სამხედრო ბიუჯეტში მიდის... მე მაქვს... რა, არა?
  14. Marta1 იქტორ დოლიძე ხელისუფლებას და თბილისის მერს მოუწოდებს, ფოცხო-ეწერში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილები ნახონ . ამის შესახებ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრმა და თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვიქტორ დოლიძე წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო-ეწერში გუშინ იმყოფებოდა, სადაც თბილისიდან გასახლებული დევნილების კომპაქტურად ჩასახლება უნდა მოხდეს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ის ადგილები და შენობები, სადაც დევნილების ჩასახლებას აპირებენ, აბსოლუტურად გამოუსადეგარია ცხოვრებისთვის. "შენობები, სადაც დევნილებს უპირებენ ჩასახლებას არის ავარიული, არ არის ელექტროენერგია და წყალი, არ არის ცხოვრების მინიმალური პირობებიც კი შექმნილი. გარდა ამისა, არ არსებობს ირგვლივ სახნავ-სათესი სავარგულები, მიწები, სადაც ეს ადამიანები, ელემენტარულად, საკუთარი თავის გამოკვებას შეძლებენ. ეს არის ვანდალური ქმედება, რომელსაც ხელისუფლება დევნილების მიმართ ახორციელებს", - აღნიშნა დოლიძემ. მისივე თქმით, ხელისუფლება იხსნის დევნილებზე პასუხისმგებლობას და მათ თავიდან მოცილებას ცდილობს. "გიგი უგულავამ თავის წინასაარჩევნო პერიოდში განაცხადა, რომ იქნებოდა ყველა დევნილის მერი. თუმცა, როგორც ჩანს, მას ეს დაპირება დაავიწყდა. მან კეთილი უნდა ინებოს, ჩავიდეს და ადგილზე დაათვალიეროს ის შენობები, სადაც დევნილებს უპირებენ ჩასახლებას და შემდეგ გაგვცეს პასუხი, არის თუ არა ეს ადგილები საცხოვრებლად ვარგისი", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ამ საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებენ და ბოლომდე აპირებენ ბრძოლას დევნილთათვის ღირსეული პირობების შექმინისთვის.
  15. lasha1997 სიმართლე გითხრა ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ...
  16. Saturn თბილწყალი... ბილაინი(სიხშირე მიყიდეს) , ენგურჰესი...გავაგრძელო?
  17. FRIDRIX კი ბატონო და ვინ უშლით ხელს? კორპუსების მანდ ჩადგმა სისულელეა... დედას უტირებს ეკოლოგიას...გარშემო..
  18. FRIDRIX ქალაქისთვის მწვანე ფილტვები ისეთივე აუცილებელია, როგორც გზები მაგალითად, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება აუტანელი გახდება...
  19. Siknadmo არ არის ხაინდრავა ქართული პოლიტსპექტრის ყველაზე ცუდი წარმოომადგენელი... მაგრამ პროპაგანდა
  20. asds და უბრალოდ კორექტული რომ იყო? ნუ რა არის ეხლა ეს? აამყრალე ფორუმი
  21. Siknadmo ცხადია, მე ვფიქრობ მუშახელი ჩვენთან (განსაკუთრებით რეგიონებში) საკმარისად იაფია, თურქეთს მაინც გავუწევთ კონკურენციას... ოღონდ სახელმწიფოს ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი..პირველ რიგში საკუთრების დაცვა და დამოუკიდებელი სამსამართლო...
×
×
  • შექმენი...