lasha1997 დადებს მაესტრო მერე უტუბზე და დავდებ ლინკს... მაგრამ პრიონციპში მაგაზეა ... უკიდურესი სოციალური გამწარება, აი ეს წაიკითხე: სახალხო დამცველი დევნილთა ალტერნატიული განსახლების ობიექტებში ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შექმნას ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, აღნიშნული რეკომენდაციით სახალხო დამცველმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა. კერძოდ, გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ქალაქ თბილისში, საყვირის ქ.#2–ში მდებარე შენობაში, ასევე, ფოცხო-ეწერის დასახლებაში მყოფ დევნილებს ადეკვატური საცხოვრებელი პირობები შეექმნათ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2010 წლის 17-18 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა ფოცხო-ეწერის დასახლებაში, სადაც ამ დროისთვის დევნილთა 13 ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართები რეაბილიტირებულია, არსებობს გარკვეული პრობლემები. დევნილებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, შენობაში დაზიანებულია იატაკი. ამასთან, დევნილები იმყოფებიან მძიმე სოციალურ პირობებში. მათ არ აქვთ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. ფოცხო-ეწერში მცხოვრებ დევნილთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. რამდენიმე დევნილს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც მუდმივად სჭირდებათ ექიმის მეთვალყურეობა, უახლოესი სამედიცინო პუნქტი კი, დასახლებიდან, დაახლოებით, 10 კილომეტრში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში მდებარეობს. გარდა ამისა, მძიმეა საყვირის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობებიც. ამასთან, 2010 წლის 14 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი აკვირდებოდა თბილისში, თვალჭრელიძის ქ.#2–ში მდებარე ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო სამმართველოს შენობიდან დევნილთა გამოსახლების პროცესს. აღნიშნულ შენობაში დევნილთა 38 ოჯახი ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამავე დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მონიტორინგი განახორციელეს თბილისში, საყვირის ქ.#2–ში მდებარე შენობაში, სადაც დევნილთა ჩასახლება იგეგმებოდა. იმ დროისთვის შენობაში იყო მძიმე საცხოვრებელი პირობები. კერძოდ: დაზიანებული იყო სახურავი, არ იყო დამონტაჟებული სველი წერტილები, კარ-ფანჯარა. შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. კერძოდ, შენობიდან გაჰქონდათ ნაგავი, იტიხრებოდა ოთახები და მონტაჟდებოდა სველი წერტილები. ადგილზე მყოფი მშენებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო. 2010 წლის 26 ივლისს სახალხო დამცველის აპარატმა კვლავ განახორციელა მონიტორინგი აღნიშნულ ობიექტზე. დევნილთა შესახლებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, საყვირის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობები კვლავ მძიმე რჩება. ამასთან, დევნილთა განმარტებით, სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია.