Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. მიშა უკვე სისულელეს ისსულელეზე ლაპარაკობს, ქვედა რგოლებიც არ აკლებენ ხალხი როგორ გაამწარონ იმაზე "იმტვრევენ თავს" (აღარ ჩამოვწერ რა და რეები გააკეთეს, ისედაც ყველამ იცით) მე მგონი ეს ადრე თუ გვიან ამოხეთქავს , მით უმეტეს უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე... და ვინ იქნება ლიდერი? და როდის???
  2. Saturn ეგ რა შუაშია, უბრალოდ მაგრად თუ არ მეკიდოს გეია თუ გრეი... და ვიღაცეები ამაზე გრანტებს ჭამენ..
  3. mtidan "ქრისტიან-დემოკრატებმა" სახელისუფლო გუნდს ქალაქში "ზედმეტად დასაქმების" ტერმინი დაუწუნეს 22:23 27-08-2010 დედაქალაქის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატიულმა ფრაქციამ" სახელისუფლო გუნდს ქალაქში "ზედმეტად დასაქმების" ტერმინი დაუწუნა . საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქალაქის 2010 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში განიხილეს, რომლის დროსაც ითქვა, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტმა დასაქმების პროგრამას გადააჭარბა და ადგილი ჰქონდა "ზედმეტად დასაქმებას". "ქრისტიან-დემოკრატებმა" აღნიშნული ტერმინი გააპროტესტეს. ინგა გრიგოლიას განცხადებით, წარმოუდგენელია ასეთი შეფასებების გაკეთება მაშინ, როდესაც ქალაქში მასობრივი შემცირებები მიმდინარეობს. ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, თუ რას გულისხმობს ხელისუფლება "ზედმეტ დასაქმებაში", რაზეც მიიღეს პასუხი, რომ ქალაქში მიმდინარეობს მშენებლობები, ასევე, გაიხსნა ლიფტების ქარხანა, სადაც 300 ადამიანია დასაქმებული და ა.შ. სულ ახალმა დასაქმებულებმა კი, 46 000-ს მიაღწია.
  4. სუფ თა საპნის ოპერაა რა.... მაგრამ აქ საინტერესო უფრო ისაა. გამოდის რომ ვანო უფრო გავლენიანია უკრაინაIშ ვიდრე ვანო?
  5. Nukriko და "ზედმეტად და-საქმებულები" კიდე...
  6. გილოცავთ და მართლაც, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
  7. ბათუმში, მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომელიც დილიდან წმინდა ბარბარეს ეკლესიაში იყო შეკრებილი, ახალი ბულვარისკენ მსვლელობას აწყობს. მრევლის მანიფესტაციის მიზეზი, ბათუმში გეი აღლუმის შესაძლო ჩატარებაა, რასაც მორწმუნე საზოგადოება აპროტესტებს. როგორც აქციის მონაწილეებმა ~ინტერპრესნიუსს~ განუცხადეს, მათი ინფორმაციით, ბათუმის ახალ ბულვარში გეი აღლუმის ორგანიზატორები და მონაწილეები არიან შეკრებილი. ამის გამო მრავალრიცხოვანი მრევლი ხატებითა და ჯვრებითა ახალი ბულვარისკენ დაიძრა. მორწმუნეები ბათუმის ახალი ბულვარისკენ რუსთაველის ქუჩის გავლით მიემართებიან. მრევლის სიმრავლის გამო, ქუჩაში მოძრაობა გადაიკეტა. ბათუმის მერიის წარმომადგენლები ~ინტერპრესნიუსთან~ საუბრისას გეი აღლუმის ჩატარების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მერიაში ასეთი აღლუმის ჩატარების შესახებ განცხადება არ შესულა. ინფორმაცია ბათუმში გეი აღლუმის ჩატარების თაობაზე დაახლოებით 10 დღის წინ ინტერნეტფორუმებზე გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, გეი აღლუმი ბათუმში სწორედ დღეს უნდა ჩატარებულიყო. http://new.interpressnews.ge/ge/regioni/143087-bathumshi-marthlmadidebelma-mrevlma-rusthavelis-qucha-gadaketa.html პ.ს. რა არის ეხლა ეს?! ვიღაცა რაღაცას აგორებს ...და რას არ ვიცი/// ფაქტია ენერგია იღვიძებს, მარა საით წავა ეშმაკლმა უწყის პ.პ.ს. მოდერ თუ ჩათვლის საჭიროდ გააერთიანოს ანალოგიურ თემასთან..მაგრამ მგონია რომ თემა ცოტა სხვა რამეზეა...
  8. ქართულ ინტერნეტ ფორუმებზე, დღემდე მწვავე დისკუსიის საგანია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, ამერიკის კონსულად საქართველოში პატრიკ უინგეიტის დანიშვნის თაობაზე, უინტეიგი ჰომოსექსუალია და 2003 წლიდან ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფება. -- მაშ მმტყუანს რომ დაჟე არც ვიცოდით გეი თუ იყო? ქართულ ინტერნეტ ფორუმებზე, დღემდე მწვავე დისკუსიის საგანია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, ამერიკის კონსულად საქართველოში პატრიკ უინგეიტის დანიშვნის თაობაზე, უინტეიგი ჰომოსექსუალია და 2003 წლიდან ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფება. თქვენი გრანტიჭამია უნამუსო დედა ვატირე...
  9. წინააღმდეგობის მიუხედავად ბათუმში გეი-აღლუმი მაინც გაიმართება. ამის შესახებ, “ექსპრესნიუსს” ხელისუფლებიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. წყაროს ცნობით, ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის ზუსტად რა რიცხვში გაიმართება გეი-აღლუმი, თუმცა იგი რამდენიმე დღეში ბათუმში უნდა ჩატარდეს. როგორც “ექსპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, გეი-აღლუმის ჩატარების მოთხოვნა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ქონდა. ევროკავშირმა გეი აღლუმის მსვლელობისას საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების განსაკუთრებული დაცვა მოსთხოვა. სამართალდამცავ ორგანოებზე ევროკავშირის მკაცრი ტონი ევროკავშირში მიღებულ დეკლარაციას უკავშირდება. დეკლარაციას სექსუალური უმცირესობების დაცვის შესახებ 2009 წლის 17 მაისს საქართველოც შეუერთდა. ჩეხეთის ინიციატივით წარმოდგენილ პროექტს ევროკავშირის 27 ქვეყანამ მოაწერა ხელი. დეკლარაციას საქართველო, უკრაინა და სომხეთიც შეუერთდნენ, რითაც ვალდებულება აიღეს ჰომოფობიის გამოვლინების შემთხვევაში, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ. ორ ევროპულ ინსტიტუტს მიაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატია პრინციპულ გამოცდას ჩააბარებს. აღლუმის გამართვას მხარს საქართველოში აკრედიტებული საელჩოებიც უჭერენ. საგულისხმოა, რომ გასულ წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, სექსუალური უმცირესობების – ჰომოსექსუალების, ლესბოსელებისა და ბისექსუალების აგრესიისგან დაცვას ითვალისწინებს. მიღებული დეკლარაციის მიხედვით, ევროკავშირი გმობს ნებისმიერი ძალადობის, ჰომოფობიის ფაქტს, რომელიც არ შეესაბამება ადამიანურ ღირსებებს; პიროვნებას საშუალება უნდა ჰქონდეს ყოველგვარი დევნის, შეურაცხყოფისა და დამცირების გარეშე იცხოვროს; მისი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ევროკავშირი საკუთარ თავზე იღებს სექსუალური უმცირესობების დაცვას, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. http://epn.ge/?p=22102 პ.ს. ნაცნობები მუშაობენ ამ სააგენტოში და იდეაში დაეჯერებათ ხოლმე...
  10. SSDK გილოცავ და ბევრი სიხარული!
  11. გია ნოდიას რეპუტაცია, რომელსაც აქამდე თითქმის არასდროს შეხებია „მსახვრალი ხელი“, ეჭვის ქვეშ დადგა დღეს დილიდან, მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა, სრულიად სენსაციური განცხადება გააკეთა.... „ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მოულოდნელია და მხოლოდ გაკვირვება შემიძლია გამოვთქვა. სპორტული ინვენტარის შესყიდვას სამინისტროს სხვა თანამშრომლები კურირებდნენ და ჩემი მოადგილეები.“... http://boqlomi.blogspot.com/2010/08/blog-post_25.html პ.ს. ეგზითპოლები რომრომ გააყალბა მაშIნ არ იყო გაკვირვებული?!
  12. asds ბოდიში ეხლა ყველა პოსტს ვერ მივადევნე თვალი მაგრამ იმის ლაპარაკი რომ ვინმე ვინმეს ხელს აფარებს, არის ტყუილი!
  13. T_A_T არ ხარ მართალი, ეგ იგივეა, მთავარსარდალი ჯარს რომ შეკრიბავს და მერე უღალატებს, მტერს შეეკვრება... ამოცანა გვეკითხება ეს ჯარისკაცების (ცხვრების შენეული ფორმულირებით) თუ ლიდერის ბრალია?
  14. Total აი რა შუაშია? მეგრული სეპარატიზმი და რამე?
  15. asds საელჩიში შევარდნა როდის აქეთაა ადმინისტრაციული წესის დარღვევა.. asds სულ რავა უნდა გარბოდე ? აშკარად პროვოკაციულად იქცეოდი...იმენა ითხოვდი დამბანეთო...
  16. T_A_T სოცაფეთება ხდება... და ამ დებილებლა გარემოვაჭრეების და დევნილების აბუნტებაც ზედ დაუმატეს...
  17. 14:40 25-08-2010 გლდანში, ბოჭორიშვილის #2-ში მდებარე სავაჭრო ცენტრში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ ნიკა გილაურს და სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელს ელოდებიან . პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გაეცნობა ფასებს და შესაბამის დავალებებს მისცემს პრემიერსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სავაჭრო ცენტრთან შეკრებილნი არიან გლდანის მაცხოვრებლები. იქვე იმყოფებოდნენ გარემოვაჭრეებიც, რომლებსც ძალოვანებმა ტერიტორია დაატოვებინეს. ცენტრის წინ დარჩა მხოლოდ ოცამდე ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომლებიც პირად საუბრებში ამბობენ, რომ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობიდან" კოორდინატორებად მუშაობდნენ. მათი ნაწილი სავაჭრო ცენტრში მყიდველებად დაუშვეს, ხოლო ნაწილი გარეთ, პრეზიდენტს, პრემიერსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ელოდებიან. http://new.interpressnews.ge/ge/politika/143004-gldanshi-mdebare-savatcro-centrshi-mikheil-saakashvils-elodebian.html :givi:
  18. asds ისა და ეს ძალადობისკენ მოწოდება არ არის?
  19. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან აფხაზეთიდან დევნილები შიმშილობენ . ოთხ მათგანს პირი აქვს ამოკერილი. ერთ-ერთი დევნილის, რამაზ არონიას განცხადებით, მოშიმშილეები მოითხოვენ მათთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ ოფიციალური დოკუმენტის გაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციას არ შეწყვეტენ. "მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ტუღუშმა მითხრა, რომ ერთი ბინას დაგვიქირავებდნენ და 5 სექტემბრამდე თბილისში ფართს გამოგვინახავდნენ, მაგრამ გვსურს, მივიღოთ ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გარანტიას მოგვცემს, რომ ღია ცის ქვეშ არ დავრჩებით. წლების განმავლობაში ჩვენს მიმართ ისეთი დამოკიდებულება იყო, რომ ამგვარი ზეპირი დაპირებების უკვე აღარ გვჯერა", - განაცხადა რამაზ არონიამ. არონია, რომელიც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ისნის ჰოსპიტლის შენობიდან 13 აგვსიტოდან გამოასახლეს, აცხადებს, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის უფრო მკაცრ ფორმას მიმართავს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხელს მიიჭედებს. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის, ვალერი კოპალეიშვილის განმარტებით კი, სახელმწიფო მზად არის, დევნილებს საცხოვრებელი ფართი რეგიონებში მისცეს, თუმცა, მისი თქმით, მოშიმშილეები ფართს თბილისში მოითხოვენ. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით აფხაზეთიდან დევნილმა ოთხმა ადამიანმა პირი გუშინ ამოიკერა.
  20. "არაპრიორიტეტული ხარჯვის ნიმუშია საბინაო-კომუნალურ მეურნეობებში არაკლასიფიცირებული, ანუ გაუშიფრავ მუხლებში დახარჯული 48,9 მილიონი ლარი, რომელიც 6 თვეში გაიზარდა 12 მილიონი ლარით. ამავე პერიოდში კი, სოციალური ბიუჯეტი შემცირდა 11 მილიონი ლარით. გიგი უგულავას დაპირების მიუხედავად, დედაქალაქის ბიუჯეტი არა თბილისელების კეთილდღეობაზე, არამედ ბუნდოვან პროექტებზე იხარჯება, რომლის არსი და მიზანი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია", - განაცხადა აბაშიძემ. პ.ს. ჯობია ამაზე გავამახვილოთ ყურადღება...
  21. ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით სამი საჯარო სკოლა ლიკვიდირებული უნდა იყოს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, 25 აგვისტომდე უნდა დასრულებულიყო ქუთაისში, გუმათის #2-ე საჯარო სკოლის ლიკვიდაცია. ასევე, ხვალისთვის ლიკვიდირებული უნდა იყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბის #2-ე საჯარო სკოლა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის #2-ე სკოლა. ამავე ბრძანებულების თანახმად, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, ლიკვიდირებული უნდა იყოს გურჯაანის ცერებრული დამბლით დაავადებულთა საჯარო სკოლა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის #2-ე საჯარო სკოლაც. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის აღნიშნული ბრძანება უკვე ძალაშია.
  22. Siknadmo რატომ მაგონებს საქართველო ნელნელა ბატისტას კუბას?
  23. lasha1997 ზუსტად... და არ მახარებს...იმიტომ რომ მომავალ წელს ჩავარდნას ველოდები ...
×
×
  • შექმენი...