Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. მართლა ხომ არ გაგვეკეტებია პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაცია (მოძრაობა), რომელიც ელემენტარულად ისეთ საკითხხებზ მაინც იაქტიურებს, როგორიცაა ბავშვების მიერ ტუალეტების დალაგება სკოლებში? უბრალოდ ვიმსჯელოთ , თუ////
  2. Siknadmo რატომ?> სულაც ემიგრანტებმა დაგვაფინანსონ მცირე თანხით... მართლა, რა გვიდგას წინ? lasha1997 თუ ჭკვიანური იყო რატომაც არა
  3. გიორგი68 ... ალბათ ნორმალური ცხოვრება> :018:
  4. lasha1997 და ოპოზიციას ძინავს... ხო არ გავაკეთოთ პარტია ამის დედაც ვატირე ა?
  5. mtidan არადა არ არის სასაცილო, აი ეს წაიკითხე)))) ტაოპრივატ ბანკში შაუხნის ქალი შემოვიდა, მოსთქვამდა და სწყევლიდა სააკაშვილს.3თვის წინ მიშამ ტელევიზორი მაჩუქა, კურიერშიც მაჩვენეს , მიშა მარტოხელა ქალს დაეხმარაო. ამ ტელევიზორის გამო სოციალურ დახმარებაზე უარი მითხრეს. 2 დღის წინ კი ბანკიდან დამირეკეს, ტელევიზორი განვადებითაა გატანილი, გადახდა გიწევთო. პრეზიდენტმა ერთი თვის გადაიხადა,დანარჩენი შენი დასაფარიაო. რად მინდოდა ასეთი ტელევიზორი?
  6. საქართველოს ხელისუფლებამ აღარ უნდა გამოიყენოს ისეთი მეთოდები, რომლითაც დევნილები ბოლო პერიოდში თბილისის რამდენიმე ობიექტიდან გამოასახლეს – ამის შესახებ გაერო-ს სახლში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დევნილთა უფლებების საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ვოლტერ კელინიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეშფოთებულია იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა ბოლო თვეების რამდენიმე შენობიდან დევნილების გამოსახლება. "რა თქმა უნდა, თუ ადამიანს აქვს ქონება, იმის უფლებაც აქვს, რომ ეს ქონება გამოიყენოს, მაგრამ დევნილების გამოსახლებისას სხვა მეთოდები უნდა იყოს გამოყენებული. ისინი იმსახურებენ უფრო ღირსეულ მოპყრობას. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შეთავაზება", - აღნიშნა ვოლტერ კელინიმ. მისივე ინფორმაციით, კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე შენობიდან დევნილების გამოსახლება მომავალშიც იგეგმება, თუმცა კელინისთვის უცნობია, სად შეიძლება დევნილები ჩაასახლონ. გაერო-ს წარმომადგენელმა, ასევე, ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ დევნილების ჩასახლების პროცესზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე დევნილებისთვის პრიორიტეტულია, მათ ქონდეთ თავშესაფარი. კელინმა აღნიშნა, რომ დაათვალიერა სამეგრელოსა და გორში დევნილების დასახლებები. მისი შეფასებით, დევნილების საცხოვრებელი პირობები საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, თუმცა პრობლემად რჩება მათთვის საარსებო წყარო. "ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას, თუ გვინდა, რომ მათ მართლაც ნორმალური პირობები შეუმქნათ", - განაცხადა ვოლტერ კელინმა. http://new.interpressnews.ge/ge/politika/144739-volter-kelini-khelisuflebam-aghar-unda-gamoiyenos-isethi-methodebi-romlithac-devnilebi-ramdenime-obieqtidan-gamoasakhles.html და ბოლო ფრაზა,,, : მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და ამ სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული პროლემები კვლავაც არსებობს. პ.ს. მოკლედ ტრადიციულად ქაღალდების ფეიალით დააბოლეს როგორც ჩანს...
  7. asds ხოდა ორივე ისჯება წესების მიხედვით ხო? asds თუ შეცდომა დავუშვით ბოდიში ბატონო, არავინაა შეუმცდარი.. მაგრამ ზრდილობით რომ არ გამოირჩევი ფაქტია!
  8. მშობელი, რომელიც ბოროტად თავს აარიდებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღებას, დაჯარიმდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მასწავლებელთა, დირექტორთა და მოსწავლეთა ეთიკის კოდექსების პრეზენტაციაზე, #51–ე საჯარო სკოლაში ისაუბრა. დიმიტრი შაშკინის განმარტებით, თუ ბავშვი სკოლაში რამდენჯერმე დააგვიანებს, დირექტორისაგან ან მასწავლებლისაგან რამდენიმე გაფრთხილებას მიიღებს, თუ სკოლაში წესრიგს დაარღვევს, სცემს ან აგინებს სხვებს, სამი–ხუთი ასეთი შემთხვევის შედეგად შესაძლებელია ამ ბავშვის მშობელი სკოლის მანდატურმა დააჯარიმოს. ,,მანდატურების მეშვეობით ჩვენ ავამოქმედეთ ეს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საკმაოდ მტკივნეულ ფულად ჯარიმას იმ მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც ბოროტად თავს არიდებენ ბავშვის გაზრდას... ის, რომ მეორე ბავშვს ან მასწავლებელს შეურაცყოფა არ უნდა მიაყენოს და ის, რომ სკოლაში მოდის სასწავლებლად და არა მუსიკის მოსასმენად, ამას მარტო მასწავლებელი ვერ ასწავლის, ამას ასწავლის მშობელი და ეს მშობლის ვალდებულებაა. რომ გააჩინა ეს ბავშვი, ვალდებულია მშობელი, რომ გაზარდოს კიდეც’’, – განაცხადა შაშკინმა. მშობლის პასუხისმგებლობას შვილის გაზრდაში, მინისტრის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს. ასევე მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში კოდექსის ეს მუხლი მკვდარი იყო, 15 სექტემბრიდან კი ის ამუშავდება. უპასუხისმგებლო მშობლებისათვის, შაშკინის განცხადებით, ჯარიმა 100 ლარიდან ზემოთ იქნება. http://netgazeti.ge/GE/24/News/2335/?sms_ss=facebook პ.ს. რა მაინტერესებს მანდატური პოლიციაა/?!? პ.პ.ს. ნამეტანი ბევრ ხალხს ურტყამენ უკვე... ასე გააგრძელონ...
  9. თბილისი. 16 სექტემბერი. “ინტერპრესნიუსი” – ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაცვის ყოფილი უფროსი რობიზონ მარგველანი კვლავ დარწმუნებულია, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა. როგორც მარგველანმა ჟურნალისტებს განუმარტა, სოფელ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ღამეს იარაღის გასროლის გაგონების შემდეგ მან პრეზიდენტი ისეთ მდგომარეობაში ნახა, როგორშიც ადამიანი მხოლოდ თვითმკვლელობის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს. მისი თქმით, გარდაცვლილი იარაღით ხელში საწოლის თავს იყო მიყრდნობილი. მარგველანი ვარაუდობს, რიმ გამსახურდია თვითმკვლელობამდე შესაძლოა, იმ ჯოჯოხეთურ გზას მიეყვანა, რომელიც მან დევნილობაში გაიარა - შიში, შიმშილი, სიცივე. “ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლო 10 დღის განმავლობაში შიმშილობდა და თავს ცუდად გრძნობდა. ასევე, ამბობდა, მუცელში თითქოს ლოდი მაქვსო. პრეზიდენტი ეჭვობდა კიდეც, რომ არსებობს პრეპარატები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე მიღებიდან 3-4 თვის შემდეგ მოქმედებს და შეიძლება მომწამლესო” – განაცხადა მარგველანმა და დასძინა, რომ მან პრეზიდენტს ექიმიც კი მიუყვანა, თუმცა გამსახურდიამ ის გააგდო. მარგველანი ასევე იხსენებს, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ღამეს პრეზიდენტის გვერდით ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშავილს ეძინა, რომელსაც იარაღი არასოდეს ჰქონია. თავად მარგველანს კი, დაცვის წევრ ბაჩუკი გვანცელაძესთან ერთად გამსახურდიას ოთახის ახლოს მდებარე ოთახში ეძინა, თუმცა გასროლის ხმის გაგონებისთანავე წამოხტა და გამსახურდიას ოთახში შევარდა. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დამდგენ დროებით საპარლამენტო კომისიის სხდომაზე რობინზონ მარგველანის მოსმენა გრძელდება. აღსანიშნავია ის გარემეობა, რომ კომისია გამსაუხრდიას მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
  10. 7 წლის ლუკა დილის რვის ნახევარზე უკვე სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა. 15 სექტემბერი მისთვის პირველი დღე იყო, როცა სოფლიდან 8 კილომეტრით დაშორებულ ახალსოფლის სკოლაში უნდა წასულიყო. დედამისს სკოლის დირექტორი კი დაპირდა, რომ ბავშვებს სოფელ თხილისწყაროდან ახალსოფლის სკოლაში ავტობუსით გადაიყვანდნენ, მაგრამ იმედი არ ჰქონდათ. „მეზობელ სოფელშიც დაჰყავდათ ბავშვები ავტობუსით, თუმცა მერე გააუქმეს და ვისაც შეუძლია დადიან ახლა ხევ-ხევ და მდინარის გავლით“, - გვითხრა ირმა კოჭლამაზაშვილმა. განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით თხილისწყაროში სკოლა აგვისტოში გაუქმდა. სოფლის მოსახლეობამ წერილი ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა გელაშვილსაც მისწერა, სკოლის გაუქმება სოფლის დაცლას გამოიწვევს და იქნებ მის შენარჩუნებაში დაგვეხმაროთო, მაგრამ გელაშვილისგან პასუხი არ მიუღიათ. „მარტო არჩევნებზე ვახსოვართ. არჩევნების შემდეგ აქ აღარავინ მოდის“,- აღნიშნეს თხილისწყაროს მაცხოვრებლებმა. მოსწავლეებს სოფლის ცენტრში ავტობუსი მართლაც ელოდებოდათ. სულ 7 ბავშვი შეგროვდა. - რამდენი ბავშვი სწავლობდა თხილისწყაროს სკოლაში? - ვკითხე ირმას. - 13 მოსწავლე იყო. წელს კიდევ ერთი გოგონა უნდა მისულიყო სკოლაში, მაგრამ დღეს ვერ მოგვყვება. - ხომ არ იცით, რატომ არ მოდის სკოლაში? - სოფელში ყველას გვიჭირს. ბავშვებს ახალი ტანსაცმელი ვერ ვუყიდეთ. ვისაც ძველი ჰქონდა, ის ჩაიცვა. ვისაც ძველიც აღარ აქვს, ვერ მოდიან სკოლაში. არც ჩანთა აქვთ, არც წიგნები“. ავტობუსი წავიდა. ნინო და თეონა სკოლაში ვერ წავიდნენ. მეგობრები კი გააცილეს. „დედა, მამა და ჩემი უფროსი და სხვის რთველში არიან. ყურძნის მოკრეფაში ეხმარებიან, რომ ცოტა ფული იშოვონ. დედამ გვითხრა, ამ კვირაში 100 ლარი მაინც თუ შევაგროვეთ, ტანსაცმელს გიყიდით და მომავალ ორშაბათს სკოლაში სამივეს გაგიშვებთო“, - გვითხრა 12 წლის ნინომ. - შენი უფროსი დაც სკოლის მოსწავლეა? - კი, 14 წლის არის“. თხილისწყაროდან ახალსოფლამდე ავტობუსით 20 წუთის სავალია. მძღოლმა გვითხრა, რომ ამ მანძილის ფეხით გავლას 1 საათზე მეტი სჭირდება. სკოლის ეზოში მოსწავლეები იყვნენ შეკრებილები. ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ყველას ყურადღება ეზოში შესულმა ავტობუსმა მიიქცია. ავტობუსიდან ჩამოსული ბავშვები მამაკაცმა მოიკითხა. ბავშვებიც სიყვარულით მიესალმნენ. აშკარად გაუხარდათ ნაცნობის დანახვა. კახა მამამთავრიშვილი ახალსოფელში ცხოვრობს, თუმცა თხილისწყაროს არასრულ საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. „სკოლა ამაგრებდა მაგ სოფელს. არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაეუქმებინათ. არავინ გაითვალისწინა, რომ საზღვრისპირა სოფელია. სკოლის გაუქმების შემდეგ ხალხი იქიდან წასვლაზე ფიქრობს. აბა ლუკას რომ გაკვეთილი დაუმთავრდება, მერე 2-3 საათი სკოლის ეზოში ყოფნა მოუწევს, სანამ გაკვეთილები უფროსკლასელებსაც არ დაუმთავრდებათ. ძალიან ცუდია რაც მოხდა. ასე იცლება სოფელი“, - აღნიშნა კახა მამამთავრიშვილმა. ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი ----
  11. ბათუმში საჭადრაკო დარბაზს ნონა გაფრინდაშვილის სახელი გადაარქვეს.\ ვეტერანთა კლუბი უწოდესო - ამ ვეტერანებს თუ გონება უჭრით უნდა გააპროტესტონ! -- წყარო ფეისბუქი... მართლა ამოასხამს ხალხს ... და შორს არაა ეგ დრო...
  12. თბილისი. 15 სექტემბერი. ~ინტერპრესნიუსი~ - პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება, გასაღება თუ შენახვა, შესაძლოა იურიდიული პირის ლიკვიდაციის საფუძველი გახდეს. შესაბამისი ცვლილება “სისხლის სამართლის კოდექსში” შედის. კანონპროექტით, პორნოგრაფიასთან დაკავშირეებით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ფიზიკური პირების მსგავსად, იურიდიული პირებისთვისაც წესდება. კერძოდ, იურიდიული პირებიც დაისჯებიან პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირებისთვის, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობასა ანდა მისი შენახვისთვის გაყიდვის ან გავრცელების მიზნით. ასევე, იურიდიულ პირებსაც ეკრძალებათ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა,შეთავაზება, გავცელება, გადაცემა, რეკლმირება ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომა. შესაბამისად, კერძო ოფისში თანამშრომლის კომპიუტერში გასავრცელებლად აღმოჩენილმა პორნოგრაფიულმა მასალამ, შესაძლოა თავად ფირმის პასუხისმგებლობა განაპირობოს. აღნიშნული ქმედებებისთვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. -- რაც არის გაბოლდებული, ეგაა საგანგაშო... ანუ რა გამოდის, ფორუმზე რომ ვიღაცამ პორნოს ლინკი დააგდოს რომელიმე თემაში... მთლიანად ფორუმს ერხევა? ან დავუშვათ საინფორმაციო საიტებზე, ვიღაცამ დადო კომენტარებში პორნო და ნი გაგეპარა რამოდენიმე საათი...ეგრევე გაჟარიმებენ? ეეე ოპოზიცია ამოიღე ხმა თქვენი არაფრის მაქნისი ......
  13. არადა თუ ჩეჩნებზეა ლაპარაკი... ჩამოგვრჩებიან ასე 2 ათასწლეულით/// წარსულის რომანტიკა და რამე?
  14. 14:46 14.09.10 - დიმიტრი შაშკინი: „სკოლებში „ძველბიჭობისათვის“ სანქციები დაწესდება საქართველოს საჯარო სკოლებში „ძველბიჭობისა" და ხულიგნობისათვის სანქციები დაწესდება. როგორც გაზეთ „პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში `დისციპლინა ბრუნდება და ანარქია სრულდება~. მისი თქმით, ამისათვის საქართველოში კონკრეტული სანქციები პირველად წელს ამოქმედდება. „არავის მივცემთ უფლებას, რომ სკოლის შინაგანაწესში უხეშად ჩაერიოს. ანარქია და უდისციპლინობა დასრულდა. ვისაც „ძველბიჭობა" უნდა პირველ ეტაპზე მას სანქციის სახით სკოლის შენობისა და ეზოს დალაგება დაეკისრება, შემდეგ კი, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, სამტრედიის სპეცსკოლაში გადასვლა მოუწევს", _ აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა. მისივე განმარტებით, ხსენებულ სკოლა-პანსიონში ძნელად აღსაზრდელი ბავშვები ისწავლიან. „მედიანიუსი" http://internet.ge/index.php?action=news&category=home&news=84322 პ.ს. ძალიან საშიში და საშინელი ინიციატივაა... მშობლებო ამოიღეთ ხმა, თუ არადა ერთ ადგილას ვართ!
  15. akkai asds კი, გითხრეს კორექტული იყავი და კაციშვილი ზედმეტ არაფერს გეტყვი თქო... შე გინდა რომ ილანძღო და რა გიყო?
  16. machkatela "გონივრული ეჭვი" გამაგებია ერტი რას ნიშნავს? ანუ ტიპი ცუდ ხასიათზე ტუ მიდის, არის ტუ არა ეს ეჭვის საფუძველი?!
  17. http://new.interpressnews.ge/ge/politika/144426-mikheil-saakashvili-chven-shevqmenith-mthavari-saertho-erovnuli-instituti-sheiaraghebuli-dzalebi.html 16:34 13-09-2010 ჩვენ შევქმენით მთავარი საერთო ეროვნული ინსტიტუტი, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალები, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, კადეტთა კორპუსის ახალი შენობის გახსნისას განაცხადა . სააკაშვილის თქმით, ქართული შეიარაღებული ძალები შეიქმნა იმ დროს, როცა ქართველი ერის ერთმანეთისგან გათიშულობის მცდელობა იყო. "ქართული შეიარაღებული ძალები შეიქმნა იმ დროს, როცა იყო ქართველი ერის ფრაგმენტაციის, გადაკიდების, კუთხური გათიშულობის მცდელობა და ეს მოდიოდა საქართველოს პოლიტიკური სპექტრიდან. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით რამდენიმე ეროვნული ინსტიტუტის შექმნა. საქართველოს პოლიციასთან ერთად ეს, უპირველეს ყოვლისა, არის საქართველოს შეიარაღებული ძალები", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ყველაფერი უნდა გადავიდეს მეორე პლანზე და საქართველოს ყველა მოქალაქე ემსახუროს საქართველოს და მის ძლიერებას. "ეს არის საერთო ეროვნული ინსტიტუტი და არავითარი სხვა ლოიალობა არც შენი ოჯახის, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ქალაქის, უბნის, რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის მიმართ არ დგას იმაზე მაღლა, ვიდრე ლოიალობა ჩვენი ერთიანი სამშობლოსი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. -- მე ვერაფერ გავიგე....
  18. ამერიკული პენ-კლუბის მიმართვა by საქართველოს პენ - კლუბი on Friday, September 10, 2010 at 12:05pm საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბატონ პრეზიდენტს ბატონ გენერალურ პროკურორს ბატონ სახალხო დამცველს თქვენო აღმატებულებავ ჩვენ გწერთ ამერიკის შეერთებული შტატების პენ კლუბის 3 500 წევრის სახელით. ეს არის საერთაშორისო პენ კლუბის ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია. ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ცნობამ რომ ჩვენი 3 კოლეგა ქართული პენ ცენტრიდან დაკავაბულ და გასამართლებულ იქნა სრულიად უსაფუძვლო 'ბოროტი დაუმორჩილებლობის" ბრალდებით და მათ შორის როგორც მინიმუმ ერთმა დაკარგა სამსახური მისი არაძალადობრივი ქმედებების გამო. როგორც ჩვენ ვიცით, 2010 წლის 14 აგვისტოს პოეტებმა შოთა გაგარინმა, ალექს ჩიღვინაძემ და ირაკლი კაკაბაძემ მოაწყვეს აქცია ჯორჯ ბუშის სახელად წოდებული ქუჩისათვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევის მიზნით. ამ აქციის დროს პოეტები კითხულობდნენ უოლტ უიტმენის ლექსებს და ხატავდნენ ჯორჯ ბუშის პლაკატს. ამ პროტესტის გამოხატვასთან დაკავშირებით სამივე მათგანი დაპატიმრებულ იქნა. მათი დაპატიმრების ვიდეოჩანაწერი ნათლად აჩვენებს რომ ამ დროს მათ არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ პოლიციისათვის და ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩაბარდნენ საკუთარი სურვილით და ყოველგვარი ინციდენტის გარეშე. მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვადასხვა წყაროების ცნობებზე და მათს შორის საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ ვიგებთ რომ მათ მთელი ღამე პატიმრობაში გაატარებინეს და ისინი გახდნენ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ადრესატები და ბოლოს მათ მიუსაჯეს ჯარიმის გადახდა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლის 'პოლიციისათვის ბოროტი დაუმორჩილებლობის გაწევის' ბრალდებით. ჩვენ ვიცით რომ მათ გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება მაგრამ აქამდე არ გაგვიგია თუ ამ საჩივარს რაიმე რეაგირება მოჰყვა. ჩვენ შეწუხელბულნი ვართ ჩვენი კოლეგების გადამეტებული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების ფაქტთან დაკავშირებით. ამ ადამიანებს ჩვენ ვიცნობთ როგორც აქტივისტებს,რომელნიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის არაძალადობრივ ფორმებს იყენებდნენ იმისათვის რომ სოციალური და პოლიტიკური პრობლემები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექციათ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმა ფაქტით, რომ მათზე ძალა გამოიყენეს პატიმრობაში ყოფნისას. ჩვენ აგრეთვე უაღრესად შეწუხებულნი ვართ იმ ფაქტით რომ მათი სასამართლო პროცესი დახურული იყო, სასამართლოზე და განაჩენში აღინიშნებოდა მრავალი წესის დარღვევა, იმის ჩათვლით რომ მოსამართლემ უარი თქვა ვიდეოფირის მტკიცებულების სახით ჩვენებაზე. ამ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს რომ არავითარ წინააღმდეგობას მათი დაპატიმრების დროს ადგილი არ ჰქონია. და ბოლოს, ჩვენ აღშფოთებულნი ვართ იმ ფაქტის გამო რომ პოეტი შოთა გაგარინი (მისი ფსევდონიმი) დათხოვილ იქნა მისი სამუშაო ადგილიდან, ჟურნალ 'ტაბულადან', სადაც იგი ტექსტების რედაქტირებას ეწეოდა მისი უკანონო დაპატიმრებისა და განაჩენის შემდეგ. როგორც ჩვენ ვიცით მან საკუტარი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია მიიღო ფეისბუქის სოციალურ გვერდზე მისი უფროსის განცხადებიდან. ეს ინფორმაცია, ჩვენი კოლეგების ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად მეტად შემაშფოთებელია და სერიოზულ ეჭვებს აღძრავს საქართველოში სიტყვის თავისუფლების ხარისხის შესახებ. აქედან გამომდინარე ჩვენ გთხოვთ რომ პერსონალურად გადახედოთ ჩვენი კოლეგების შოთა გაგარინის, ალექს ჩიღვინაძის და ირაკლი კაკაბაძის დაპატიმრებისა და განაჩენის სამართლიანობის საქმეს და უზრუნველყოთ ის რომ მათ შეძლონ ამ განაჩენის სამართლიანად გასაჩივრება საზოგადოებისათვის ღია პროცესზე. თქვენი ასეთი საქციელი საქართველოს მოქალაქეებისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე კარგი მტკიცებულება იქნება იმისა რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ძირეულ ადამიანის უფლებებს სამართლიანი სასამართლო პროცესისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. გულწრფელად, კვამე ანტონი აპრაია, ამერიკის პენკლუბის პრეზიდენტი ლარი სიმსი, წერის თავისუფლებისა და საერთაშორისო პროგრამების დირექტორი რასსელ ბენქსი - ამერიკელი მწერალი არიელ დორფმანი - ჩილელ-ამერიკელი დრამატურგი http://www.facebook.com/note.php?note_id=152924268070705&id=145091645521205
  19. მარტივად ვიტყვი "გრანდიოზული" პროექტიდან გრანდიოზულ პროექტამდე... პირველი ჯარი იყო უძLეველი და ყოვლისშემძლე, სამწუხაროდ გამოჩნდა რა სისტი ორგანიზაცია იყო სინამდვილეში (ჯარისკაცებს არ ვეხები, ორგანიზებას) შემდეგ სხვადასხვა დიადი პროექტები ამჯერად საქართველოს ნიუ-მონაკო ბარსელონად გადაქცევას აპირებს მიშა... მაგრამ დასაწყისშივე იმდენი ორგანიზაციული შეცდომები დაუშვეს... რომ სამწუხაროდ დიდი არაფერი გამოვა აქგ საქმიდან და იქნება მორიგი მიშას ჩასვრილი ამბავი... უბრალოდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხი აღარ დაბოლდეს მეათიათასეჯერ!
  20. 14:31 12-09-2010 დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი 93 500-მდე გაიზარდა . კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, აბონენტების ძირითადი რაოდენობა იმერეთშია გათიშული. ელექტროენერგიის შეზღუდვა დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა გამოიწვია. სტიქიამ გადამცემი ხაზები და ფიდერები დააზიანა. "ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებით, ტექნიკური ბრიგადები ინტენსიურად მუშაობენ, რათა ელექტროენერგიის მიწოდება დროულად აღდგეს. http://new.interpressnews.ge/ge/regioni/144330-eleqtroenergiis-gareshe-darchenili-abonentebis-rickhvi-93-500-mde-gaizarda.html პ.ს. ერთი დენი ქონდათ მიწღევად და ისიც ფაფუ... არ გამიკვირდება ამაზე ვიღაც ვიღაცეები სპეციალურად მუშაობდნენ... საბოტაჟი და რამე...
  21. proletari უბრალოდ დებილია ეს ვარძელაშვილი machkatela რას იზავ, ჩვენი რეალობაა... და რამენაირად უნდა გავძლოთ...
  22. proletari ძუკუ იქნებ სხვანაირად შეხედოთ? თუ ხელი არ გავანძრიეთ,იურთიერთობებს, თუ არადა გვერდში დაგვიდგება საჭირო დროს... ყოველ შემთხვევაში მიშას კბილებით ადაიცავს, მგონია. რაისის ვიზიტი გაიხსენეთ.
  23. შარშან აჭარაში, სომხეთიდან 60,6 ათასი სომეხი ტურისტი ჩავიდა, თურქი - 70,4 ათასი, აზერბაიჯანელი - 12,8 ათასი, რუსეთი - 1,4 ათასი და ასე შემდეგ. http://www.tavisupleba.ucoz.ru/news/somekhi_t_39_urist_39_ebi_sakartveloshi_chamosvlisagan_tavs_ik_39_aveben/2010-06-03-575 ბათუმური სასტუმროების ნაწილს ზაფხულში მუშაობა 30%–ით გაეზარდა. ერთ–ერთი უდიდესი სასტუმრო “მერკურის” ადმინისტრაციის განცხადებით, წელს სეზონი კარგი ამინდების და სარეკლამო კამპანიის წყალობით დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიწყეს, რის შედეგადაც მუშაობაც გაიზარდა. სამვარსკვლავიან სასტუმრო “ჩაოშიც“ აცხადებენ, რომ სეზონზე 20%–იანი ზრდა დაფიქსირდა. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=19515&ct=2 პ.ს. დასკვნა , ურცხვად იტყურებიან როდესაც მილიონობით ტურისტზე გველაპარაკებიან... ზრდა არის... მაგრამ არავითარი მილიონები... 500 000 საც არ აღემატება წელს ტურისტების რაოდენობა... კარგია რო მატულობს, მაგრამ იმდენად ურცხვად იტყუებიან, რომ უკვე გამაღიზიანებელი ხდება...
×
×
  • შექმენი...