-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
lasha1997 დაიჭერს და გადადგომის განცხადებას დააწერიებს, არაა ეგ პრობლემა თუმცა მგონია რომ სისულელით მოუვიდა!
-
მიშას არ გამოიძახებენ ნეტავი სასამართლოში?
newstudio replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 კორუფცია მძვინვარწებს... ოფიციალური მონაცემებით სხვათაშორის... -
proletari ამ კაცს სერიოზულად უჭირს!
-
მიშას მესამე ვადა და შესაძლო ბერკეტები
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 შეიძლება შეცდომა დაუშვა სიტყვაზე მაგრამ გაყიდული არა მგონია... მაშშIნ გამოდის რო ძალიან მაგარი კონსპირატორია... -
gendolf ჩაკვდება ეგ ინიციატივა... მიუხედავად უამრაცვვი კონტროლიორისა,,, ბილეთსაც არ იღებს ხალხი)))
-
მიშას მესამე ვადა და შესაძლო ბერკეტები
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 ნუ ალასანია დიდი ეჭვ მაქვს არაა გაყიდული... არაფერში ეტყობა mtidan კი... proletari ლოგიკური შენიშვნაა! -
მიშას მესამე ვადა და შესაძლო ბერკეტები
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 ყველა გაყიდული არაა... -
მიშას მესამე ვადა და შესაძლო ბერკეტები
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 და მანდ როგორ ვთქვა , ჭკუით გვაჯობეს... ანუ ბიულეტინების ჩაყრა ტრადიციული გაგებით არ მომხდარა, სხვანაირად გაყალბდა (სიები მაგალითად) და ცხადი გახდა რომ სისტემის შეცვლის გარეშე ყოვეგვარ არჩევნებს აზრი ეკარგება... ნუ ხო მართალი იყავი ნაწილობრივ, მერე?> -
მიშას მესამე ვადა და შესაძლო ბერკეტები
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 ეგ როგორ? :018: -
მიშას მესამე ვადა და შესაძლო ბერკეტები
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 და რა არ მოგწონს/. ინიციატივა, შალვა რომ უჭერს მხარს, თუ ვინც დააყენა ეს ინიციატივა ის? -
ცხადია , რომ კონსტიტუცია მხოლოდ იმიტომ იცვლება, რომ მიშას მმართველობა გახანგრძლივდეს, არა აქვს მნიშვნელობა რა ერქმევა (პრემიერი, პრეზიდენტი)... ხოდა თუ ხმას არ ამოვიღებთ , ივიქნებით სიცოცხლის ბოლომდე ისე როგორც ვართ...კომსტიტუციაში ასეთი რამე უნდა ჩაიწეროს აუცილებლად! საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. პრეზიდენტი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა ან უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ვერ იქნება წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კონსტიტუციის მე-80 მუხლით დადგენილი წესით. ეს ალასანიას წინადადებაა., გუშინ შალვასაც ვსმინე ნათელაშვილს და ისიც მხარს უჭერს, არა მგონია ერ. ფორუმის და სხვა ოპოების ლიდერები წინააღმდეგები წავიდნენ, მაგრამ აქ ერთი მომენტია თუ ჩვენ საზოგადოება არ ვიაქტიურებთ, რაც არ უნდა გულანთებული "პატრიოტები" გვყავდეს ოპოზიციაში, საზოგადოების დახმარების გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებენ თქვენ რას იტყბით უზერებო? (ბაი ლიცემერ)))
-
მორიგი სასამართლო წავაგეთ ევროპის სასამართლოში
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn და ჩვენ ვუხდით ამ წაგებულის ფულს არა მიშა ტავის ჯიბიდან ხო იცი! ანანა ღურჭუმელიძე კანადას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს 18:38 21.09.2010 [ჯი ეიჩ ენი] საქართველოს პედაგოგთა და მეციერთა თავისუფალი პროფკავშირის ყოფილი პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელაძე კანადაში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავად ღურჭუმელიძემ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოდან წასვლის მიზეზი, მისი და მისი ოჯახის წევრების სახელმწიფო სტრუქტურებისგან დევნა გახდა. "მე საქართველოდან წავედი ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფო უწყებები, ჩემი მასალების გამო გვდევნიდნენ. ამჟამად კანადაში ვიმყოფები და ამავე ქვეყანაში ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს", - განუცხა "ჯი-ეიჩ-ენს" ღურჭუმელიძემ. -
საქართველოს უფლებადამცველები დიდ შეშფოთებას გამოხატავენ „პოლიციის შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიღების შემთხვევაში, პოლიციელს უფლება ექნება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოქალაქე გააჩეროს ქუჩაში და ჩაუტაროს მას „ტანსაცმლის ზედაპირული დათვალიერება“, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე, რომ ამ ადამიანს შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული. მეტიც, ეს ცვლილებები პრაქტიკულად აუქმებს კანონის ამჟამინდელი რედაქციით დადგენილ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც პოლიციელმა ჩხრეკის ჩატარებამდე უნდა მოიპოვოს სათანადო ნებართვა. უფლებადამცველები განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან იმით, რომ საქართველოს კანონდებლობაში ცვლილებების ეს ინიციატივა მორიგი ნაბიჯი და დადასტურებაა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა მიმართულია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა (განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების) ძალაუფლების გაფართოებისაკენ და თანაც მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე. ყოველივე ეს კი ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყანაში გაბატონებულია ძალოვნების დაუსჯელობის სინდრომი და მრავალი წელია, სასამართლო ხელისუფლებას აღმასრულებელი ხელისუფლება აკონტროლებს. აღნიშნული ცვლილებებით ადამიანის სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევა გაცილებით უფრო იოლი გახდება, ვიდრე ეს ოდესმე იყო შესაძლებელი საქართველოში. კონკრეტულად, კანონის ამჟამინდელი რედაქციით, ჩხრეკის პროცედურის ჩასატარებლად აუცილებელია წინასწარი ნებართვის მიღება მოსამართლის, ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – პროკურორის მხრიდან. ინიცირებულ ცვლილებას შემოაქვს „ზედაპირული დათვალიერების“ ცნება, რომლის ჩასატარებლად საჭირო აღარ იქნება ამგვარი ნებართვის მოპოვება, „ზედაპირული დათვალიერების“ ჩატარება შეეძლება ნებისმიერ პოლიციელს გონივრული ეჭვის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ ამ ადამიანს შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული. თუმცა, თუ „ზედაპირული დათვალიერების“ დროს გამოვლინდება შემდგომი ჩხრეკის საფუძველი, ჩხრეკას ჩაატარებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი. ამ შემთხვევაში კი მოსამართლისა და პროკურორის მხრიდან ნებართვის მოპოვების ვალდებულებას მას კანონი უკვე აღარ დააკისრებს. ამგვარად, ინიცირებული ცვლილებები აუქმებს პოლიციელის მიერ წინასწარი ნებართვის მოპოვების ვალდებულებას არა მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების, არამედ ჩხრეკის ჩატარების შემთხვევაშიც. უფრო მეტიც, თუ კანონის ამჟამინდელი რედაქციით, ჩხრეკის ჩატარებაზე ნებართვას გასცემს მოსამართლე ან პროკურორი, ინიცირებული ცვლილებით, ეს უფლებამოსილება პრაქტიკულად მიენიჭება რიგით პოლიციელს, რომელიც უფლებამოსილი გახდება, ადგილზე დაადგინოს ჩხრეკის საჭიროება და ჩხრეკის ჩასატარებლად გამოიძახოს უფლებამოსილი პირი. ასევე, ამჟამინდელი რედაქციით, ჩხრეკის ჩასატარებლად საჭიროა „კარგად დასაბუთებული ეჭვი“, ხოლო, შემოთავაზებული ცვლილებით, ჩხრეკის ჩასატარებლად საკმარისი იქნება ზედაპირული დათვალიერების დროს გამოვლენილი ჩხრეკის საფუძველი. რა შეიძლება გახდეს ასეთი საფუძველი, შემოთავაზებულ ცვლილებაში დაკონკრეტებული არ არის. ინიცირებული ცვლილება სხვა ბუნდოვან ცნებებსაც შეიცავს. მაგალითად, იგი არ განმარტავს რა არის, ან როგორ უნდა დადგინდეს ზედაპირული ჩხრეკის ჩატარების საფუძვლად დადგენილი „გონივრული ეჭვი“. არც იმას ადგენს კონკრეტულად, თუ რა დროის განმავლობაში შეიძლება პოლიციელმა გააჩეროს მოქალაქე კანონის ამ მუხლის საფუძველზე. ცვლილებაში მხოლოდ ნათქვამია, რომ შეჩერების ვადა, გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის აუცილებელი გონივრული ვადა უნდა იყოს. ორივე ზემოაღნიშნულ შემთხვევაში კანონი ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული და თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფართო შესაძლებლობას იძლევა. მართალია, კანონპროექტითვე, შეჩერებული პირი უფლებამოსილია, შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში, ერთჯერადად შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ადგილის მიხედვით, სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შეჩერებისთვის. თუმცა, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მექანიზმი შესძლებს მოახდინოს პოლიციელის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ეფექტური პრევენცია ან შეაჩეროს ამ მუხლის მანიპულირებით უფლებების შემდგომი დარღვევები. განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ნარკოტიკის „ჩადებისა“ და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაპატიმრება. ასევე, გავრცელებული პრაქტიკაა პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებაც, რამაც წინა წლებში არაერთ შემთხვევაში გამოიწვია ლეტალური და სხვა მძიმე შედეგი. ამავე დროს, გამოდის, რომ ფაქტოვბრივად საქმე გვაქვს პირის განუსაზღვრელი დროით დაკავების უფლებასთან, ისე, რომ ამ პირს არ ენიჭება არანაირი სამართლებრივი სტატუსი, და შესაბამისად არც პროცესუალური უფლებები აქვს (მოითხოვოს მოწმე და/ან ადვოკატი). პრაქტიკულად, ეს ცვლილება ლეგალიზაციას უკეთებს იმას, რაც მოქმედი კანონმდებლობით უკანონო დაკავებად ითვლება და პირს სამართლის დაცვის მიღმა აყენებს. შინაარსობრივი მხარის გარდა, ჩვენს წუხილს იწვევს ის ფორმაც, რითაც ხდება ინიციატივის განხილვა. როგორც ცნობილი გახდა, ამ ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობა ტექნიკურ ცვლილებად მიიჩნევს და მას ტექნიკური ცვლილების პროცედურის მიხედვით განიხილავს. ეს კი გაცილებით მარტივი პროცედურაა საქართველოს კანონმდებლობით კანონში შინაარსობრივი ცვლილებების შესატანად დადგენილ წესებთან შედარებით. ამის გარდა, არ მომხდარა ამდენად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების განხილვა უფლებადამცველებსა და ფართო საზოგადოებასთან და ეს თემა, ფაქტობრივად, საჯარო განხილვების მიღმაა დატოვებული. ინიცირებული ცვლილებები წარმოადგენს პოლიციის უფლებების უწყვეტი გაფართოებისკენ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯს. მაგალითისათვის, გასულ წელს პოლიციამ მიიღო არალეტალური იარაღის (პლასტმასისა და რეზინის ტყვიები, წიწაკის გაზი და სხვ.) გამოყენების უფლება. ეს იმ ფონზე, როცა არც ერთი პოლიციელი არ წარმდგარა სასამართლოს წინაშე 2007 წლის ნოემბრისა და 2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულის მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის მიზნით ასეთი იარაღის იმ დროისთვის უკანონოდ გამოყენებისათვის. აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა ისე უცებ მიიღო, რომ სამოქალაქო საზოგადოებას დროც არ ჰქონდა, განეხილა და თავისი აზრი გამოეთქვა ამ საკითხზე. იმავე დღეს საქართველოს პარლამენტმა შეცვალა „კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“, რომელმაც არაპროპორციულად შეზღუდა საქართველოში შეკრების და ასევე გამოხატვის თავისუფლება. იმავე დღეს შეიცვალა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც, რომელმაც “შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის” დამრღვევთათვის, სასჯელთა შორის, შემოიღო 30-დან 90 დღემდე პატიმრობა. ამ კანონების გამოყენების პრაქტიკამ 2009-2010 წლებში ნათლად დაგვანახა, რომ მათი გამოყენება განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ხდება. უფლებადამცველებს მიგვაჩნია, რომ ადამიანისა და მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა (განსაკუთრებით კი პოლიციის) უფლებების ზრდა სერიოზულ საფრთეს უქმნის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მომავალს საქართველოში, მით უფრო მაშინ, როცა ქვეყანაში არ არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებებზე ეფექტური სასამართლო კონტროლის პრაქტიკა. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს აღნიშნული ცვლილებები „პოლიციის შესახებ კანონში“. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, გამოიჩინოს ყურადღება აღნიშნული საკითხისა და მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებისადმი საქართველოში; მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, განუხრელად დაიცვას საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით, განსაკუთრებით - ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებები. თბილისი, 20 სექტემბერი, 2010 ადამიანის უფლებათა ცენტრი; ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი; http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=5466&lang=ge
-
მე მგონი ყველა მშობელის გადაკიდებას აპირებს მიშა... ერთი ჩემ ახლობელ მშობელს ველაპარაკე... უკვე გაბრაზებულია... მოლედ ყოველგვარი ოპოზიციის გარეშე გროვდება მუხტი...
-
SHARI ისა და ვერავინ უღებს მობილურით მერე >???? და დადონ უთუბზე... ამის დედა ვატირე რუსები რავა ყველაფერში უნდა გვჯობნიდნენ
-
Житель Грузии Баталби Сагинадзе выиграл в международном суде дело против грузинских властей. Об этом сообщает "Грузия Online". Дело касалось неправомерного выселения Сагинадзе (который является беженцем) из коттеджа, который он занимал с 1994 года. Сагинадзе в прошлом жил в Абхазии и покинул ее в связи с вооруженным конфликтом начала 1990-х годов. В Грузии он был заселен в один из коттеджей, находившихся в распоряжении МВД. Однако позднее, в 2004 году, его было решено выселить по распоряжению тогдашнего министра внутренних дел. Дело, по информации издания, рассматривалось в "Европейском суде" (очевидно, имеется в виду Европейский суд по правам человека). Суд руководствовался законом (принятым в Грузии в 1996 году), который дает беженцам права пользоваться временным жильем и защищает их от выселения. По решению суда, власти Грузии должны выплатить истцу компенсацию в 15 тысяч евро. Кроме того, ему должны вернуть в пользование коттедж (до тех пор, пока он не вернется в Абхазию или же не получит альтернативное жилье). В Грузии проживают более 200 тысяч беженцев, вынужденных покинуть Абхазию и Южную Осетию в результате вооруженных конфликтов и отделения этих республик. Многие из беженцев заняли пустующие дома в Тбилиси. Городские власти сначала мирились с этой практикой, но затем начали силой освобождать помещения. Беженцам при этом предлагаются компенсации и альтернативное жилье в регионах. Но многие из них не хотят покидать столицу, опасаясь, что не найдут в провинции работу. В последние месяцы в Тбилиси неоднократно проходили акции протеста беженцев, которые были выселены из занимаемых ими квартир. В конце августа несколько беженцев из Абхазии в знак протеста против действий властей объявили голодовку. http://lenta.ru/news/2010/09/20/refugee/ ყველა რო ასე იბრძოდეს ხო გაცილებით ადვილი იქნებოდა ცხოვრება?
-
მოსიარულე საუბრები გზავნილების გაძვირებაზე
newstudio replied to direavenger's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
direavenger გავანძრიეთ ერთ ადგილას ვართ ღრმად... direavenger http://planeta.ge/index.php?showtopic=41404 მაგიტომაც გავხსენი ეგ თემა... -
Siknadmo რაზე მითხრან უარი>? პ.ს. მე უბრალოდ ვფიქრობ რომ დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი ნამეტანი პასიურია... (ფინანსებთანაც არაა კავშირში) და ეხლ ამე მაგათ ვერ ავამოძრავებ... Siknadmo ანუ ლაპარაკია მინიმალურ თანხაზე...
-
proletari ეგრეა ადამიანი ყოველთვის,,, თუ გამარჯვების რწმენა აქვს,,, გვერდზეც დაგიდგება, გადაგყვება და რა ვი.. აი თუ რწმენა არ აქვს... დაგტოვებს მარტო... მაშინ ადამიანები უნდა შეიცვალომ მთელ მსოფლიოში... სამწუხაროდ პოლიტ პარტიების დიდი უმრავლესობა გაყიდულია... ერთი ალასანია თუ გაქაჩავს,,, და ეგაა... ცხადია... 1. ფინანსები, საიდან შეიძლება შოვნა?
-
Siknadmo რატომ ვითომ? გგონია თუ დაინახა საზოგადოებამ, გვერდზე არ დაგიდგება?
-
Siknadmo ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა... მაგრამ სწორი მუშაობის შემთხვევაში... შესაძლებელია მოსახლეობისგან შემოწირულობების მიღება?! მცირესი ცხადია 1 ლარი მაგალითად...
-
პარტიზანული ბრძოლის დაწყება რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ
newstudio replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo +1 -
proletari არ არის სწორი მიდგომა... დაანახე საქმის მკეთებელი რომ ხარ და გამოგყვებიან და 20 ლარადაც არ გაყიდიან ხმას... ეხლა იცი რა ლოგიკა მოქმედებს? მაინც არაფერი შეიცვლება და 20 ლარი მაინც გამოვრჩე, არც გაემტყუნებათ...
-
რატომ არის პლანეტაზე ესეთი სიჩუმე და ......
newstudio replied to lasha1997's თემა in ფორუმის შესახებ
dire ვეცდებით