Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. საქართველოს რკინიგზა ეზუგბაიასგან გათავისუფლდა ,,საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა...რკინიგზის პროფკავშირების თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გია ყრუაშვილი ეზუგბაიას გადადგომას საკმარისად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მან ყველა იმ დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, რაც თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ჩაიდინა. შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე თითოეულ კვადრატულ მეტრში ეზუგბაიამ და მისმა გარემოცვამ 15 ლარი აიღეს. საერთო ჯამში საუბარია მილიონობით ლარზე. ამასთან, ეზუგბაიას მოადგილეებმა სულ ცოტა ხნის წინათ ერთდროულად მილიონი ლარის პრემია გამოიწერეს, თითომ 200-200 ათასი ლარი, ანუ ხელფასის ათმაგი ოდენობა“. (,,რეზონანსი“ №289(7220); ავტორი:ელზა წიკლაური)
  2. ,,ქრისტიან-დემოკრატები" ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ფეშენებელური ოფისიდან იბარგებიან. როგორც გავიგეთ, ლესია უკრაინკას ქუჩაზე, ნაციონალების ყოფილ ოფისში გადადიან. ისივ გავიგეთ, რომ იქ ოფისის ფულს არ გადაიხდიან. პარადოქსია, მაგრამ ცაგარელის ოფისი ადრე პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. :cry:
  3. ვა...ჰაერიდან ბენზინის წარმოება დაიწყეს ბრიტანეთში (უფრო სწორად ნახშირორჟანგის გაზიდან), 2014 წლიდან კომერციული რაოდენობის წარმოებას გეგმავენ... მე მგონი ახალი ენერგეტიკული რევოლუცია გვიახლოვდება, რომელიც მთლიანად შეცვლის მსოფლიო პოლიტიკას ისევე როგორც Сланцевый газ-ის წარმოებამ მთლიანად შეცვალა გაზის ტრადიციული ბაზარი... http://www.echo.msk.ru/blog/yablokov/942545-echo/
  4. ერთი საათის წინ ქუთაისის პარლამენტში, კონდიცირების სისტემაში გაუშვეს გაზი შესაძლოა ეს მუშის შეცდომა იყოო ევაკუირებულია აპარატის თანამშრომლები წყარო: პარლამენტის თანამშრომლები... ალბათ სხვა სააგენტოებიც დაადასტურებენ...!
  5. ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა დავით ფაცაციამ მოგვაწოდა დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რონ კობა სუბელიანმა დევნილთა და განსახლების მინისტრობისას სამი წლის განმავლობაში საკუთარ თავს 285 ათას ლარზე მეტი ოდენობის პრემია გამოუწერა. _ ეს საიდუმლო დოკუმენტები სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში, აქ კარგად ჩანს, თუ რა უსინდისოდ გამოუწერა უზარმაზარი პრემია კობა სუბელიანმა საკუთარ თავს მინისტრობის დროს. იმის ნაცვლად, რომ დევნილებისთვის დაერიგებინა კუთვნილი დახმარებები, მინისტრი სუბელიანი პრემიებს თავისთვის იწერდა. 2010 წელს მან -89 ათასი, 2011 წელს- 98 040, 2012 წელს კი 98-ათასლარიანი პრემია გამოიწერა. მას არ ჰქონდა 3 500 ლარზე მეტის აღების უფლება ხელფასის სახით და სწორედ ამის გამო გამოიწერა ამხელა პრემია. მე 25 მარტს მივუტანე ეს დოკუმენტები კობა სუბელიანს. მას მიაჩნია, რომ ეკუთვნოდა ამხელა პრემიები მაშინ, როცა დევნილები 22 და 28- ლარიან დახმარებებსაც ვერ იღებენ. დღეს კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი: ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა დევნილებს, რომ საცხოვრებელ ფართობს ყველა მათგანს დაუკანონებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წაქეზებით ბოლო დღეებში დევნილები სხვადასხვა ობიექტზე შეცვიცდნენ. მოვუწოდებ მათ, თავი შეიკავონ ძალადობისგან, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება“. (,,ყველა სიახლე“№42(336); ავტორი:თამარ ბოჭორიშვილი)
  6. ,,რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა სოციალური ქსელით მეტად საინტერესო დოკუმენტი გაავრცელა- საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ გადარიცხვა ს.ს. ,,თი-ბი-სი ბანკის“ პარლამენტის სერვის-ცენტრიდან არის განხორციელებული, გადამხდელი ილია ყურაშვილია, ხოლო საკმაოდ სოლიდური თანხის, 5 760 აშშ დოლარის მიმღები - სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში მდებარე ,,სამხრეთ აფრიკის გოლფისა და საფარის ტური“, გადარიცხვის დანიშნულება კი სასატუმროს ხარჯების დაფარვაა...შალვა რამიშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის დაცვის ორი წევრის- ილია ყურაშვილისა და ალექსანდრე სიხარულიძის მიერ განხორციელებული საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი და რომ სამხრეთ აფრიკაში, საფარიზე დროის გასატარებლად დავით ბაქრაძე და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. ამ ეგზოტიკური გრიალის ფული კი არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო“. (,,ყველა სიახლე“№ 42(336); ავტორი:ნინო კვიტაშვილი)
  7. Saturn შეგიძლია ამიხსნა, რა ჯანდაბაა "კრიმინალური მენტალიტეტი"???
  8. Shaten რატომ, მიშას ხალხის გადაგდებები სჩვევია
  9. ინტერვიუ კახა მიქაიასთან (,,ალია“№79(2735); ავტორი:დიტო ჩუბინიძე) ,,ბაჩო ახალაია, როლანდ ახალაია, მეგის ქარდავა სამივენი ზუგდიდში არიან და ემზადებიან... სარფის საბაჟოს კადრებს რაც შეეხება, რომლის თანახმადაც თითქოს ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს, ეს არის აფერა, ეს იყო სპექტაკლი და ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა არიან ზუგდიდში. არსად ესენი არ წასულან. დათა სად არის არ ვიცი. როლანდ ახალაია ზუგდიდში ჩნდება, ხოლო ბაჩო და მეგისი - არა.არჩევნების დღეს ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ თბილისიდან ჩამოიყვანეს ათასკაციანი დაჯგუფება და ეს ხალხი დააბანაკეს ურთის მთაზე. ამ ხალხს დავალებული ჰქონდა ომის დაწყება. დიახ! მათ სამოქალაქო ომი უნდა დაეწყოთ იმ შემთხვევაში, თუ მიშას გაუჭირდებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა და ესენი აირივნენ და დაიბნენ! ახლა ეს ათასკაციანი დაჯგუფება ურთის მთაზე არ არის, არ ვიცი სად არის, მაგრამ საკუთრივ ზუგდიდში გამალებით მიმდინარეობს ყოფილი ზონდერების, ე.წ. რეზერვისტების შეკრება. "ტყის ძმები", ძველი მხედრიონელები ახლა იკრიბებიან. ეს ხდება ჩიქობავას ქუჩაზე. ამ სახლის პატრონი არის ვინმე გოგიტა ჩომახია, რომელსაც 20 წელი ჰქონდა მისჯილი და ბაჩო ახალაიამ 3 წელიწადში გამოუშვა ციხიდან. აი, ამ სახლში იკრიბება ეს ხალხი, ხოლო მანქანა, რომელიც ამ სახლის წინ დგას , არის ცნობილი თორნიკე მალაზონიას მანქანა - იმ მალაზონიასი, რომელიც ალასანიამ ერთხელ უკვე ახსენა, როცა ბაჩოს ახალაიასადმი დაქვემდებარებული ზონდერდაჯგუფებები ჩამოთვალა. იმავე სახლში ასევე იკრიბებიან კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლები. ზუგდიდის კუდ-ისა და სოდ-ის ხელმძღვანელებმა - რუსლან შამახიამ და ბაკურ გულუამ თავიანთ ხელქვეითებს უკვე უბრძანეს - მე გეუბნებით ციტატას - "დაიწყეთ ყაჩაღობა, ჩაიდინეთ კრიმინალი, ოღონდ არ "დაიწვათ!" ეს ყაჩაღობები უკვე დაწყებულია და ხალხის დაყაჩაღება გახშირდა. გეტყვი ასევე იმას, რომ 14 ოქტომბერს კვირას ზუგდიდში, დათო შენგელიას სიმამრის სახლიდან გამოვიდა 4 დაბურულმინებიანი ჯიპი და ერთი წავიდა ანაკლიაში - ვკითხულობ, რა ხდება და სად არის ის ათასი კაცი, ის ზონდერები, რომლებსაც მე ავაკითხე სქურში? ჩემი ინფორმაციით, ისინი გადანაწილებული არიან სახლებში და ელოდებიან ბაჩო ახალაიას ბრძანებას! ახალაიები და მათი ზონდერები ყველაფერს ელოდებოდნენ, მაგრამ ვერ წარმოიდგენდნენ სააკაშვილის მიერ არჩევნებში დამარცხების აღიარებას! თუმცა მათ მაინც ჰქონდათ ძალიან ცუდი რაღაცის მოლოდინი და დამარცხების შემთხვევაში პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ, რასაც გეგმავენ კიდეც! პირდაპირ ვაცხადებ - აშშ-ის ელჩმა ნორლანდმა გააჩერა მიხეილ სააკაშვილი, რათა მას არ მოწყო პროვოკაციები სამეგრელოში და მთლიანად საქართველოს მასშტაბით. სააკაშვილი ვერ წავიდა დასავლეთის ნების წინააღმდეგ და მას მოსთხოვეს მარცხის აღიარება, რადგან ფაქტი სახეზე იყო - არჩევნები სუფთად მოიგო ბიძინა ივანიშვილმა”.
  10. ,,ამერიკამ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ზურგი აქცია და ამიტომაც ისინი რუსეთის მიმართულებით გააქტიურდნენ, გიგა ბოკერია არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოსკოვში რომ იყო, ამას რობიკო სტურუა თავის ,,ფეისბუქის’ ოფიციალურ გვერდზე წერდა. წაგების შემდეგ, გამორიცხული არაა, რომ რუსეთის დახმარებით ივანიშვილის წინააღმდეგ რევანში წამოიწყონ. არის ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია, შეტევა რამდენიმე მიმართულებით. როგორც კი მთავრობა დამტკიცდება, კერძოდ კი, სოზარ სუბარის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, მოხდება ციხის ბუნტი, ეს კი ნიშნავს, რომ ციხეში შევა სპეცრაზმი და სოზარს მიაკერებენ ახალაიას იარლიყს. ,,ალიას“ წყაროს ინფორმაციით, პანკისში გივი თარგამაძეს შემოყვანილი ჰყავს ვაჰაბიტები. ეს გამოიწვევს პანკისის ხეობის აფეთქებას, რასაც შეიძლება რუსეთის შემოსვლა მოჰყვეს წესრიგის დამყარების მიზნით. ასევე იგეგმება სამცხე-ჯავახეთის პრობლემების გაღვივება.კოალიციას ერთადერთი გამოსავალი რჩება, სააკაშვილი უმოკლეს ვადაში უნდა ჩამოაცილონ პრეზიდენტობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილს ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ჩვენი ინფორმაციით, ნაცები იმუქრებიან, ივანიშვილს გასაქცევად გავუხდით საქმესო. თუმცა ვინ იცის, იქნებ ბიძინას მუქარა უფრო ადრე ახდეს- მიშა, საქმეს ისე გაგიხდი, საგიჟეთში შენი ფეხით წახვიდეო!“ (,,ალია“№79(2735). ავტორი:ნინო სამხარაძე)
  11. როგორც ჩანს პროკურატურის ძველი თანამშრომლებისგან მასობრივი დაფერთხვა იგეგმება.. ასეა თუ არა?
  12. dire იმედია ხელისუფლება დროზე აიღებს მართვის სადავეებს ხელში
  13. პროკურატურის კონტროლის რა მექანიზმები არსებობს? ან თქვენ რას ფიქრობთ , როგორ უნდა გაკონტროლდეს, რომ ის მარაზმი არ ხდებოდეს, რაც აქამდე იყო?!
  14. dire არავინ არავის არ აცლის.. რაც შეეხება ალავიძეს. მისი ხელისუფლებაში გამოჩენა უბრალოდ ტყუილია
  15. ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ოღონდ "ლამაზად" გაფორმებული...
×
×
  • შექმენი...