Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. თუ არ იხდიდნენ, მოუწევთ გადახდა იმედია...
  2. ვინ წაწია? მიშამ>? ორი თვე?) მიშას ბოლო გამოსვლას უყურე?
  3. პარასკევს, 21 დეკემბერს, ,,პლანეტა.გე"-ს სტუმარი იქნება ახალი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. დაუსვით კითხვები http://gdb.rferl.org/0D9E395A-B2B5-49AC-BE0F-477F7908E195_w640_r1_s.jpg
  4. თუ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული დააკავებენ თუ არადა რას მიკეთებდა ნაცდვიჟენიე 9 წელი?!
  5. ბატონო მამუკა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის რა პერსპექტივას ხედავთ? აბაშიძის და კარასინის შეხვედრით რაიმე პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს?
  6. ბატონო მამუკა, თქვენთვის ტელევიზია ,,მშობლიური“ თემაა, ჯერ მინდა გკითხოთ, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას საზ. მაუწყებლის გენ.დირექტორის ღია კონკურსში და კიდევ, როგორ წარმოგიდგენიათ სასურველთან მიახლოებული საზოგადოებრივი არხი?
  7. ნტერვიუ დავით ბერძენიშვილთან: ,,-პირდაპირ ვამბობ- კოალიციის გარეთ საპრეზიდენტო კანდიდატად არავინ განიხილება. 2013 წელს ,,ოცნების“ ნებისმიერი კანდიდატი მოიგებს, როგორც 2004 წელს მოიგებდა სააკაშვილის ნებისმიერი კანდიდატი, ხოლო კოალიციის კანდიდატი განისაზღვრება იმის მიხედვით, როგორი იქნება ჩვენი კონსტიტუცია. თუკი ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვიქნებით,მაშინ ვახტანგ ხმალაძე, ვინც ივანიშვილმა დაასახელა, მართლაც, ოპტიმალური კანდიდატია. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, იგი ჭკვიანურად მოიქცა, როცა ეს არჩევნები გამოტოვა, რადგან არანაირი შანსი არ ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისიც ქდმ-ს, კუკავასა და სხვათა რიგებში ჩაეწერებოდა. მე მას ასევე ვერ ვხედავ კონკურენტუნარიან კანდიდატად საპრეზიდენტო აჩევნებში, მაგრამ მის პარტიას, ან კოალიციას, რომელსაც შექმნის, სერიოზული შანსი 2014 წელს ექნება და შესაძლოა, ,,ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი გაუსწროს. -ბურჯანაძე-ოქრუაშვილის ერთად ყოფნას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ესენი სააკაშვილთან ერთად არ იქნებიან- სააკაშვილი პერსონალურად დამთავრდა! მით უმეტეს, უკვე მეორედ დაკითხვის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი სულ ხაზს უსვამდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას. ანუ, ვერც პარტია ხედავს სამომავლო პერსპექტივებს სააკაშვილთან ერთად და არც ის მგონია, ვანო მერაბიშვილი იყოს საუკეთესო პერსპექტივა. მგონი უფრო მეტს ვანოს გარეშე მიაღწევენ. არც იმას გამოვრიცხავ, ისე აორთქლდნენ ,,ნაციონალები“, როგორც ეს ,,მოქალაქეთა კავშირსა“ და ,,აღორძინებას“ დაემართა- ამას არც მათგან ველოდით“. (,,ვერსია“№143; ავტორი:ნინო კომახიძე)
  8. "ყველგან ისმის "ნაციონალების" დაკვეთა, რომ 6 თვეში მოვლენ ხელისუფლებაში. რის საფუძველზე უნდა დაბრუნდეს სათავეში პარტია, რომლის რეიტინგიც მხოლოდ 13%-ია? საზოგადოებრივი აზრი ამ 6 თვეში "ნაციონალების" სასარგებლოდ არ შეიცვლება. არ არის გამორიცხული, "ოცნების" რეიტინგი დაეცეს. შესაძლებელია, ეს პერიოდი რეალურად მარცხიანი აღმოჩნდეს, მაგრამ "ნაციონალების" 9-წლიან შეცდომებს საქართველოს მოსახლეობა ასე იოლად არ დაივიწყებს. დარჩება მხოლოდ ძალადობრივი გზა, მაგრამ თუ ძალადობრივი პროცესები დაიწყო, ისინი, როგორც მოსახლეობას, ასევე დასავლეთის მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდებიან", მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა პირველი პირის სავარძელი 5 იანვარს უნდა დატოვოს. საყვარელიძის აზრით, სააკაშვილი გადადგება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენს, რომ ამ ნაბიჯს დასავლეთისთვის მიყიდვა შესაძლებელი იქნება, როგორც პოლიტიკური დევნა. რეალობა ყოველთვის არ არის პოლიტიკისთვის სწორი გზა. "ნაციონალების" ხშირი აპელირება ტიმოშენკოსა და უკრაინის მაგალითით, უკვე მიუთითებს, რომ მათ პოლიტიკაში ჩადებულია ის მიმართულება, რომ დასავლეთს ტიმოშენკოდ მიჰყიდონ თავი". (,,ვერსია“№143; ავტორი: თამარ მელქაძე)
  9. "რიყის გასხვისების ფაქტზე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა გრძელდება. დღეს რიყის თემაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაბარებული არავინ არ არის, თუმცა გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიკითხა თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ლუბა კოზმავა. საქმე ეხება ფრიად საეჭვო სქემას, რომ 2006-ში მერიამ ეს ტერიტორია 7 მილიონად გაასხვისა, 2,5 წლის შემდეგ კი 17 მილიონად გამოისყიდა. მაშინდელი ვიცე-მერი, მამუკა ახვლედიანი ამას 2006 და 2008 წლებში რიყეზე მიწის ფასებს შორის სხვაობას უკავშირებს", - "დაკითხვაზე ორი დღეა იბარებენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, დავით საყვარელიძეს, რომელიც რიყის გასხვისების პერიოდში თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის წევრი იყო, მაგრამ მან საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებაზე უარი განაცხადა და მთავარი პროკურორის განცხადების მიუხედავად, რომ შესაძლოა იძულებით მიიყვანონ, დეპუტატი "საქმიანი" ვიზიტით" ბრიუსელში გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ ჯერ არ დაუკითხავთ ყოფილი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, რომელიც 2006 წელს, რიყის ტერიტორიის გასხვისების დროს, თბილისის მერიაში მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა არსებობს ეჭვი, რომ რიყის გასხვისება-გამოსყიდვით ჩინოვნიკებმა და მათთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა რამდენიმე მილიონი ლარი ბიუჯეტის ხარჯზე იშოვეს. საია-ში კვლევის შედეგად აცხადებენ, რომ დოკუმენტაციაში საუბარი არ არის, რომ რიყის ტერიტორიაზე მისი გასხვისების შემდეგ რაიმე გაუმჯობესდა. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გადაიხადა სახელმწიფომ 7 მილიონად გაყიდულ ქონებაში 10 მილიონით მეტი" (,,რეზონანსი“№341;ავტორი:ეკა ბასილაია)
  10. ,,თელავის რეაბილიტაციის 100-მილიონიან პროექტში ფინანსური დარრვევების საკითხს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სანათების შესყიდვაზე დაახლოებით 716 000 ლარი ზედმეტი გაიწერა. თელავში მდებარე პარკის 4.6-მილიონიან პროექტში კი განსხვავებამ 700 000 ლარი შეადგინა. ორივე პროექტი წინასაარჩევნოდ ხორციელდებოდა... არარეალური თანხებია გადახდილი გარეგანათების ბოძების შესყიდვაზე. დოკუმენტაციის მიხედვით, თითოეული ბოძის ღირებულება, ტენდერის ჩატარების მომენტისთვის, 2 800 ლარს შეადგენდა, თუმცა მათ შესყიდვაზე 6 515 ლარია გაწერილი დღგ-ს გარეშე. სულ შესყიდულია 220 ცალი ბოძი და გაწერილია 1 მლნ 433 300 ლარი.“ (,,რაზონანსი"№341; ავტორი:გელა მთივლიშვილი)
  11. სპორტი გასაგებია, მაგრამ თქვენ ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრიც ბრძანდებით. ვინ უხელმძღვანელებს ამ მიმართულებას სამინისტროში და როგორ ფიქრობთ, უნდა გაგრძელდეს თუ არა პატრიოტთა ბანაკებში ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება?!
  12. ბატონო ლევან, თქვენ ბრძანებთ, რომ არ ჩაერევით ფედერაციების საქმიანობაში, მაგრამ ფაქტია, რომ ფეხბურთის ფედერაცია დინების საწინააღმდეგოდ მიდის...სიჭინავას, როგორც ამბობენ, ფეხბურთზე მეტად ცირკში მუშაობის გამოცდილება აქვს, რაც ქართულ ფეხბურთსაც დაეტყო. როგორ ფიქრობთ, არ უნდა ჩაერიოთ და ასე მიუშვათ?
  13. ნოდარ ხადური: ,,გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტმა აიღო, გასტუმრებული იქნება“ საგადასახადო ტვირთი არ შემსუბუქდება, პრესას გაუქმებული შეღავათები არ დაუბრუნდება. აღარ იქნება ,,საგადასახადო ოაზისები“ და გადასახადს ყველა გადასახადის გადამხდელი გადაიხდის. 2013 წლის ბიუჯეტში მთავარი მიზანი კი სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ძალიან ბევრ ორგანიზაციაზე საგადასახადო კანონმდებლობა არ ვრცელდებოდა. ამ კომპანიებს არავინ აწუხებდა. დიდ ნაწილთან ფორმდებოდა საგადასახადო შეთანხმება და ისინი დავალიანებისგან ,,სუფთავდებოდნენ“. ,,ჯერ ერთი თვეა რაც ვმუშაობთ და ათეულობით (თუ ასეულობით არა) ასეთი ფირმა ვნახეთ. თავისთავად ცხადია, რომ ბიუჯეტი დიდ ზარალს ნახულობდა და ეს არ არის ერთი წლის ბიუჯეტის ზარალი. უნდა გითხრათ, რომ ასეულობით მილიონი ლარი აკლდებოდა ბიუჯეტს. მარტო, 3 ტელეკომპანიას დაახლოებით 40 მილიონი ლარის გადასახადი აპატიეს. ეს რაც დათვლილია და კიდევ 2 ტელეკომპანიას საგადასახადო დავალიანება დაუთვლელად აპატიეს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც უზარმაზარი ბრუნვები აქვთ და რა რაოდენობის საგადასახადო დავალიანება ექნებოდათ, რომლებსაც არ იხდიდნენ“,- აცხადებს ნოდარ ხადური. (,,რეზონანსი“ №331(7262); ავტორი:მაკა ხარაზიშვილი)
  14. ,,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია. სამინისტროს ახალი ხელმძღვანელები ეჭვის ქვეშ აყენებენ ავტომაგისტრალის განათებისთვის ჩატარებული ტენდერების სამართლიანობას. ერთ ასეთ ტენდერში მონაწილეობას, კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმის გიორგი რურუას კომპანია იღებდა. სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო პირობებში სწორედ ამ კომპანიისთვის მორგებული პირობები ჩაიწერა. შესაბამისად, საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს“. (,,რეზონანსი“ №331(7262);ავტორი:მაკა ხარაზიშვილი)
  15. 1. ერთერთი მთავარი დაპირება იყო საპატიმროებში რეჟიმის გაუმჯობესება და საყოველთაო ამნისტია სრულდება?! კი, უდო–თი უამრავი ხალხი გამოვიდა, შეწყალების კომისიაც ეფექტურად მუშაობს და სულ მალე (ალბათ ერთ თვეში) ამნისტიის შესახებ კანონსაც მიიღებე. რაც შეეხება ციხეებში სიტუაციას, განსხვავება წინა ხელისუფლების შექმნილ სისტემასთან როგორც ცა და მიწაა. პრობლემები რასაკვირველია არის, მაგრამ როგორც ვიცი მიდის აქტიური მუშაობა 2. პენსიების მომატება პირველი აპრილიდან ყველასთვის გახდება 125 ლარი (აქამდე მხოლოდ 67 წლის ზემოთ იყო), ხოლო შემოდგომიდან 150 ლარი გახდება. რაც შეეხება ალასანიას ნათქვამ 220 ლარს... ვფიქრობ 2014 წლის შუა ხანებისთვის ამ ციფრს მიუახლოვდება (200 ლარი იქნება დაახლოებით) 3. საყოველთაო დაზღვევა მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება ეს პროგრამა და ზაფხულში უკვე სრულფასოვნად ამოქმედდება 4. სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები ამაზეც არის სერიოზული თანხები გამოყოფილი ბიუჯეტში და წელსვე დაიწყო ზოგიერთი, 20 წლის განმავლობაში მიტოვებული სარწყავი სისტემების აღდგენა. ასევე გაზაფხულიდან იგეგმება გადამამუშავებელი ქარხნების ამოქმედებაც. ციტრუსებზე უკრაინამ შეამცირა გადასახადი. მიდის აქტიური მუშაობა, რომ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე შევიდეს. 5. ტარიფების დაწევა ეს ალბათ ყველაზე მტკივნეული თემაა "ოცნებისთვის". როგორც ჩემთვის ცნობილია მინიმუმ 10% ით დაიწევს გაზის და დენის გადასახადი, თუმცა შესაძლოა 20%–ითაც, მიდის მუშაობა 6. ნაც "ხელშეუხებელთა" დასჯა აქ კომენტარის გარეშე –– როგორც ხედავთ, ხელისუფლება გეგმაზომიერად ცდილობს დანაპირების ასრულებას. გასაგებია რომ ყველა დაპირება 100% ვერ შესრულდება. მაგრამ მცდელობა არის, ნაწილი უკვე კეთდება, ნაწილზე აქტიური მუშაობა მიდის. შესაბამისად ნაცების წივილ–კივილი, რომ "ოცნება" აარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს, არის ტყუილი...
  16. კითხვა ფეისბუქიდან: Lali Bakanidze დააფიქსიროს თავისი პოზიცია დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით! კოალიციამ არჩევნების წინ ნამდვილად დაგვპირდა, რომ მსგავსი მშენებლობები შეწყდებოდა, ვიფიქროთ ცოტა მასშტაბურად და ისედაც მცირემიწიანი და ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას ახალ მიწებს ნუ წავგლეჯთ და სეისმურ ზონაში ისედაც მცხოვრებ ხალხს ნუ გავწირავთ, მაშინ რაღა საჭირო იქნება ჰესები
×
×
  • შექმენი...