Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. საფლავის ფოტოები https://www.facebook.com/media/set/?set=a.432954870076216.95410.273000696071635&type=1
  2. 7 საფლავი უკვე გათხრილია _ პანკისის ხეობა დაღუპულებს გლოვობს წუხელ გვიან ღამით, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ე. წ. "ბოევიკები", სინამდვილეში, პანკისის ხეობის მაცხოვრებლები იყვნენ. ჩვენი კორესპონდენტი პანკისში იმყოფება და ამ წუთებში, იმ ადგილასაა, სადაც დაღუპულთა გვამებს ელოდებიან. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ე. წ. "ბოევიკები" პანკისის ხეობაში მცხოვრები 19-20 წლის ახალგაზრდა ბიჭები არიან. მათი განცხადებით, ისინი ვაჰაბიტები იყვნენ და დაღესტნის გავლით სირიაში გადასვლას და ამბოხებულთა მხარეს ბრძოლას აპირებდნენ. როგორც პანკისელები გვიყვებიან, სირიელ ამბოხებულთა მხარეს დაღუპულთა შორის რუსლან გილაევის ვაჟიც იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს და რომელიც დუისში დაკრძალეს. პანკისის მცხოვრებთა თქმით, "ეს ბიჭებიც აპირებდნენ იქ ჩასულიყვნენ და სირიელი ამბოხებულების მხარეს ებრძოლათ". საფლავების გათხრა, წუხელ, გვიან ღამით, თავსხმა წვიმაში დაიწყეს. პანკისის ხეობა დაღუპულებს გლოვობს. დაღუპულები ჰყავს სამ სოფელს, _ დუისს, ჯოყოლოსა და ბირკიანს. როგორც პანკისელები "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, ზუსტად არ იციან, მაგრამ ვარაუდობენ რომ, 11-ვე ამ ხეობიდანაა. "გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, სალომე მახარაძეს დაუკავშირდა: _ ქალბატონო სალომე. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. "ბოევიკები", რომელთა ლიკვიდაცია მოხდა საქართველო რუსეთის საზღვართან, პანკისის მცხოვრებლები არიან. ამ წუთებში ჩვენი კორესპონდენტი იმყოფება პანკისის ხეობაში, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ 7 გვამი უკვე ამოიცნეს და ნამდვილად პანკისის ხეობის სოფლის მცხოვრებლები არიან. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე? _ აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მათ შორის არავინ არ იყო საქართველოს მოქალაქე. როგორ ამოიცნეს ძალიან მაინტერესებს?! სად ნახეს, თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვა?! _ ძალიან ბევრი კითხვა გაგვიჩნდა... _ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მათ შორის არცერთი საქართველოს მოქალაქე არ იყო. _ გვამების ამოცნობა, ხეობაში მათი მუსულმანური წესით დასაფლავება, გარდაცვლილების ხეობის მაცხოვრებლებისთვის გადაცემა, რომელსაც დღეს აპირებენ, სიმართლეს არ შეესაბამება? _ არა. არა. ეს არ ვიცი. უნდა დავაზუსტო. რამდენიმე წუთში დამირეკეთ და დავაზუსტებ. სალომე მახარაძე რამდენიმე წუთში "გურია ნიუსს" თვითონ დაუკავშირდა და გვითხრა: "გადავამოწმე ყველგან ყველაფერი. მათ შეხება არ აქვთ არ გვამებთან და არც არაფერთან; წარმოუდგენელია, ვინმეს ენახა გვამი, ან მათი რაიმე გადაცემა. " კვლავ არ პასუხობს ჩვენს სატელეფონო ზარებს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ნინო პოტრჟებსკაია. "გურია ნიუსი" დაუკავშირდა უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენელს, თამარ კინწურაშვილს, რომელიც კარგი კომუნიკაციით გამოირჩევა, მაგრამ ამჯერად არც ქალბატონმა თამარმა გვიპასუხა. "გურია ნიუსი" დაუკავშირდა ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ნინო იმედაშვილს, რომელიც შეგვპირდა, რომ რამდენიმე წუთში შეგვეხმიანებოდა. ვესაუბრეთ შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, უფროს ლეიტენანტს, თეა პატიეშვილს, რომელმაც თავდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა. ჩვენ ისევ ველოდებით გამოხმაურებას სახელმწიფო სტრუქტურებიდან და კომენტარებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. http://gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=5292:7--------&catid=66:2010-11-25-16-47-31&Itemid=111 პ.ს. რაღა უნდა ვთქვა???
  3. urfinjus რა შუაშია... ბბ-მ მე მგონი ევროპელიდამკვირვებლები დაითრია...
  4. ვფიქრობ უშუალოდ კენჭისყის დროს მასობრივ გაყალბებებს ადგილი არ და ვერ ექნება კარუსელები საკმაოდ შეზღუდული გაყალბების საშუალებაა... ძალიან თვალსაჩინოა და კონტროლის შემთხვევაში მისი ჩაშლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ბიულეტინების ჩაყრა მეტისმეტად "ყვირის" და ბევრი დამკვირვებლის ყოფნის პირობებში პრაქტიკულად შეუძებელიც არის.. უბნებიდან პოლიციის ძალით დამკვირვებლების გამოყრას პრაქტიკულად გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ეს არჩევნების ღია დელეგიტიმაცია იქნება ჩემი აზრით ხელისუფლების ერთადერთი საშუალება არჩევნების გაყალბების არის ოქმების გადაწერა უშუალოდ ცსკო-ში..როგორც ეს მოხდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაბამისად, გადამწყვეტი დღეები არა 1 ოქტომბერს, არამედ 2-3 ოქტომბერს იქნება, როცა მონაცემები მივა ცსკო-ში უბნებიდან. ერთერი პრევენცია არის, რომ ოპოზიციამ უბნებიდან შედეგები უფრო სწრაფად დაითვალოს, და დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს შედეგები. ეს შესაძლებელია, რადგან ოპო კომისიის წევრს შეუძლია ოქმის შედეგები დაუყოვნებლივ გადასცეს შტაბს. ცსკო-მდე ადრე (კანონი ამას არ კრძალავს) დასკვნა, ხალხის მობილიზაციის და არჩევნებზე აქტიურობის შემთხვევაში, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება!...
  5. ჯერ დაღესტნელი სასულიერო პირი მოკლეს მერე ჩვენთან სრულიად გაუგებარი სპეცოპერაცია მიმდინარეობს, დაღუპულებიც არიანო ოფიციოზი ჯერჯერობით ხმას არ იღებს... ბოლო ინფორმაცია ეს არის: ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება 13:24 29-08-2012 ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი , რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/211594-lopotas-kheobashi-antiteroristuli-operacia-grdzeldeba.html იმედია დიდი მსხვერპლი არ იქნება, და კიდევ ერთი, საზღვრები ასე ღია როგო გვაქვს, თან ჩრდ, კავკასიასთან!
  6. Anima Libera მაგიც მალე იქნება ცხადია რა მასალისგან, წარმოდგენა არ მაქვს).. მაგრამ იქნება...
  7. აგერ სხვა ბლოგიდანაც სურათები ... ვისაც აინტერესებს http://diaokh.wordpress.com/2012/08/25/დიღმის-კარი-ფოტორეპორტა/
  8. ". ქალაქელი უფრო მეტადაა დამოკიდებული ხელისუფლებაზე, ვიდრე გლეხი." , პირიქით)
  9. laci და რა უნდა დააკომენტარო? ისედაც ნათელია ყველაფერი
  10. "ლენინიზმი" ოცნებასთან მიმართებაში ახსენა ეუთოს წარმომადგენელმა :dash2: დებილი ნაცები
  11. როგორც ამბობენ, „ქართული ოცნების“ მიერ რუსთავში გამართული აქციის შემდეგ, პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ „ნაციონალებმა“ 75%–ზე ნაკლები არ უნდა აიღონ. თუ არადა, თითოეულ მაჟორიტარობის კანდიდატს მოუწევს პირადად სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა. http://for.ge/view.php?for_id=15643&f_cat=2&a_title=gayalbebis+kidev+erTi+meTodi+ სადაც მიშა ღიად იძახის, ჩვენ უბრალოდ კი არა, ძალიან მაგრად უნდა გავიმარჯვოთო, ნამდვილად არ გამიკვირდება ეს ინფორმაცია მართალი იყოს :viking:
  12. a.k გენდობი სიტყვაზე, მოდის დიზაინში ისე ვერკვევი, როგორც მარსის გეოლოგიაში ))
  13. Saturn ვინმე უარყობს რომ ომამდე მიშას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ქონდა>? თუმცა მანც დასჭირდა 5-10%-ის გაყალბება საპრეზიდენტოზე
  14. ujiutesi თბილისის გარეთ ცხვირი არ გამიყვია
  15. urfinjus სამაგიეროდ ეხლა 100 000 დევნილზე მეტს გაურთულდა ცხოვრება...
  16. საპრეზიდენტოზეც და საპარლამენტო არჩევნებზეც მიშამ და ნაცებმა ერთნაირი ხმები დააგროვეს, მილიონზე ოდნავ მეტი. სამაგიეროდ არ მივიდა არჩევნებზე დაახლოებით150 000 ოპო ამომრჩეველი. ცსკო–ს ოქმებით ეს ნათლად ჩანს... ეხლა ძალიან დიდი აქტივობა იქნება , რაც ოპოზიციას დამატებით აძლევს 150 000–200 000 ხმას...(ბევრი ისეთი ადამიანიც აპირებს წასვლას, რომელიც არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის საერთოდ არ ჯეროდა და პრინციპულად არ დადიოდა არჩევნებზე) გარდა ამისა, ეკონომიკურმა კრიზისმა, ომმა, შიდა პოლიტიკამ ნაცებს მილიონი ამომრჩეველი სავარაუდოდ შეუმცირა 700 000–800 000 ამომრჩევლამდე... და მთავარი, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ბევრ უბანზე არ ყავდა საკმარისი დამკვირვებლები, დღეს ეს პრობლემა არაა.. შესაბამისად დიდი იმედი მაქვს, რომ ნაცებს გაყალბების არეალი მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ პ.ს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ განსხვავებით 2008 წლის არჩევნებისგან, ხმების გაყოფა ოპოებს შორის პრაქტიკულად არ მოხდება,, შესაბამისად იმ რეგიონებში სადაც უმეტესობა ოპოელექტორატია, მაჟორიტარებსაც უპრობლემოდ მოიგებენ. პ.პ.ს. რასაკვირველია, ტოტალური გაყალბების შემთხვევაში ნაცები რა ციფრსაც უნდაით იმას დასვავენ...მაგრამ დავუშვათ და მეტნაკლებად ნორმალურად ჩატარდა არჩევნები ეს საპარლამენტოს შედეგები: http://www.cesko.ge/...otocol_ENG4.pdf ეს საპრეზიდენტოს: http://www.cesko.ge/..._oqmisapre5.pdf
  17. ს.. ესე იგი რეალურად ის ბიჭი გიყვარდა
  18. შავრაზმული რუსეთი მეტის ტქმა არც არის საჭირო!
  19. ს.. ამის შემდეგ რატომ? ფაქტიურად გიყვარდათ ერთმანეთი და....რატო დაკარგე?
  20. Anima Libera კი, ძველად ჩვეოდათ ციფრების გაზვიადება ძველად კი არა ეხლაც იგივე არ ხდება?
  21. Giorgi Kiskeidze რა? მიშა რომ რუსე|თუმეა? არა
×
×
  • შექმენი...